თუ თქვენ წყნარი და უშფოთველი ხასიათი გაქვთ, მაგრამ თქვენს გვერდით არის ადამიანი, რომელიც იოლად ფეთქდება, თქვენ კი შეგნებულად მოახდინეთ მასზე გავლენა და მრისხანება მისი წარმართეთ ვინმეს წინააღმდეგ ან თქვენი სიჯიუტით, მდუმარებით გამოიწვიეთ მისი მრისხანება, დამნაშავე ხართ.
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
***
მართალია, უმრავლესნი ნაწილნი ქრისტიანეთა შორის, თუმცა ცოდვას არ იშლიან, უწესოდ სცხოვრებენ, მაინც მოსვენებულნი არიან, თითქმის მშვიდობაც არის მათს გულში. გარნა ესრეთი მშვიდობა არის ცრუ და ცბიერი. იგინი ჰგრძნობენ მშვიდობასა მისთვის, რომ არ იციან თავი თვისი, არ ეძებენ სისრულესა, არ შესულან ჯერედ სასუფეველსა შინა ცათასა. უმჯობესი იქნებოდა, რომ მათ გულში ყოფილიყო ურვა, ბრძოლა, სვინიდისის მხილება და მოუსვენებლობა, ამისთვის, რომ ეს იქნებოდა ნიშანი მისა, რომ მათ არ სძინავთ ცოდვასა შინა, და სული მათი ცდილობს როგორმე გამოსვლას ცოდვისაგან. მათი მშვიდობა დაემსგავსება უფრო სასიკვდინე ძილსა, ვიდრეღა იმ მშვიდობას, რომელსა გააჩენს კაცის გულში სული წმიდა.
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
***
მშვიდი ადამიანი არ კამათობს, არც ყვირის, მის ხმას ვერავინ გაიგებს (შდრ. მათე 12.19). მაგრამ აქაც შეიძლება იფარებოდეს ცოდვა. ყველა მდუმარე არ არის მშვიდი. შეიძლება გულში ბრაზობდეს, ძულდეს, ეზიზღებოდეს ადამიანი, მაგრამ არ გამოხატავდეს. უფალი ხედავს მდუმარე ხასიათის წყალობით კაცის თვალთაგან დაფარულ, თქვენს გულში დაბუდებულ გაღიზიანებასა და მრისხანებს, რომლის მიხედვითაც განგიკითხავთ თქვენ. თუ გადმონთხეული მრისხანება თავისთავად უკვე ამხელს ცოდვილს, უფრო მძიმეა გულჩახვეული, ბოღმიანი კაცის დანაშაული, რომელსაც არა აქვს სულიერი სიმშვიდე. წმიდა მამა იოანე კიბისაღმწერელი ამგვარ ადამიანებს „დაწყევლილ შფოთისთავებს“ უწოდებს. როგორი უაზრო, არაბუნებრივია ბოღმა და რისხვა.
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
***
როდესაც მეჩვენება, რომ აზრი დუმს და არ მაწუხებს, ამ შემთხვევაში მეუფე ქრისტეს სახელის მოხმობა კარგია თუ არა? რამეთუ ასეთი აზრი მომდის: ახლა, როდესაც მშვიდად ვართ, არაა ამის აუცილებლობაო.
სანამ ჩვენ თავს ცოდვილებად ვთვლით, მანამ არ უნდა გვეგონოს, რომ მშვიდად ვართ, რამეთუ წერილში ნათქვამია: არა თუ ცოდვილებს მშვიდობა არა აქვთ, მაშინ როგორია ეს სიმშვიდე? გვეშინოდეს, რამეთუ დაწერილია: „რაჟამს თქუან: მშვიდობაი და კრძალულებაი, მაშინ მეყსეულად მოიწიოს მათ ზედა მომსრველი, ვითარცა სალმობაი შობადისაი და ვერ განერნენ“ (1 თეს. 5, 3). ზოგჯერ ცბიერი მტრები მცირედი ხნით სიმშვიდეს შეაგრძნობინებენ ხოლმე გულს, რომ მან ღვთის სახელის მოხმობა შეწყვიტოს, რამეთუ მათ კარგად იციან, მისი სახელის მოხმობა ძალებს რომ ართმევს მათ. და ვიცით რა ეს, ნუ შევწყვეტთ დახმარებისთვის ღვთის სახელის მოხმობას, რამეთუ ეს ლოცვაა, და წერილიც ამბობს: „მოუკლებელად ილოცევდით“ (1 თეს. 5, 18). მოუკლებელს კი დასასრული არა აქვს.
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
sibrdzne.ge

Комментариев нет:
Отправить комментарий