რომ კაცის წყლულებს სხვა უკეთ ხედავს, ვიდრე თვითონ. ამიტომაც საჭიროა ჩვენთვის, რომ საკუთარ თავს კი არ ვმოძღვრავდეთ, არამედ მწყემსის მიერ განვისწავლოთ, და როცა წყლულებათაგან განვიკურნებით, ღმერთსა და მას ვმადლობდეთ.
*
მცოდველთა განკითხვას მოერიდები, თუკი ყოველთვის გეხსომება, რომ იუდა ქრისტეს მოწაფეთა რიცხვში იყო, ხოლო ავაზაკი მკვლელების რიცხვში; მაგრამ ერთ წამში მოხდა მათი საოცარი ცვლილება.
წმ. იოანე სინელი, „კიბე“

Комментариев нет:
Отправить комментарий