ღმერთი

ღმერთი

среда, 16 апреля 2014 г.

ანტიქრისტე შემოგვეპარა?

ვბრუნდებით რომის იმპერიის ხანაში, უფრო სწორად ვბრუნდებით წარმართული რომის იმპერიის ხანაში, როდესაც იმპერატორებს საყვარლად ბიჭებიც ჰყავდათ და ეს ფარული და  აკრძალული არ იყო. გაქრისტიანებულ ბიზანტიის იმპერიაში კი ასე არ იყო...

წარმოვიდგინოთ მართლმადიდებელ ქვეყნებში რომ დაკანონდეს ჰომოსექსუალიზმი, ანუ რუსეთშიც , პირი მართლა აეკეტებათ სასულიერო პირებს. რადგან მართლმადიდებელი ამ მდგომარეობას არ შეეგუება და გაიბრძოლებს, შესაბამისად კანონიც იმოქმედებს. მართლმადიდებელი დათმობაზე არ წავა ანუ ლიბერალი არ გახდება. ( ლიბერალი _მავნე შემგუებელს(აც) ნიშნავს). ის დატოვებს იმ ეკლესიას სადაც მას სიმართლის თქმის უფლება არ ექნება. ვინ გაბედავს შეეწინააღმდეგოს მომავალ სატანურ სისტემას? მხოლოდ უფლის ძალშემოსილი ორი წინასწარმეტყველი.

ვინ შემოგვაპარა ეს ბოროტი ცინიკოსი კლოუნი თუ არა მეძავი სულის ადამიანებმა?. ქალის მეძავობით შემოვიდა (შემოვა ) სატანა , ქალის მეძავობით ცდუნდნენ კაცები, ეს დაავადებული(დავირუსებული ) კაცები ქალის არმიაა და ბრმად ენდობიან თავის მცდუნებელს(გიპნოზში არიან) . ისინი საშიშნი არიან სიწმინდის-სიმართლის მქადაგებლებისათვის. კაცი-სატანა , რომელიც თავადაც გაუპატიურებულია, (ქალის მიერ , ამ ქალის სატანასთან კავშირის გამო) წესით, უნდა გამოჩნდეს მსოფლიო არენაზე მალე. ეს გარდაუვალია რეალური მოვლენებიდან გამომდინარე, ყველაფერი ნათელი იქნება თუ ჰომოსექსუალიზმი დაკანონდა მართლმადიდებელ ქვეყნებში. ბოროტი ცინიკოსი მაცდურად შეაპარებს მსოფლიოს მომაკვდინებელ ცოდვას. მე არ გამიკვირდება რომ , თუ ეს ყოველივე ასე გაგრძელდება , გაფრთხილებაც _ბაბილონის დატოვების შესახებ (თუმცა მე არ ვიცი ეს რა ფორმით მოხდება) მალე გამოვიდეს. ანუ ,, გამოდი ბაბილონიდან ’’ ვისაც ეხება. მრავალეროვან მსოფლიოში ყველა ქრისტიანი ქრისტეს ერის წარმომადგენელია. გაფრთხილება ყველა ერის ქრისტიანებს ეხება.

ბოლო ჟამს ეკლესიებში სიარული გაუფასურდებაო წერია............

ნუთუ მოვიდა ეს დრო?



Комментариев нет:

Отправить комментарий