ღმერთი

ღმერთი

четверг, 10 апреля 2014 г.

ბუდა და ჰომოსექსუალიზმი.

  ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით ბუდიზმში გავრცელებულია სხვადასხვა აზრი, რადგანაც ბუდიზმში არა არის მკაფიოდ გამოხატული პოზიცია.

ბუდისტურ სწავლებაში ზოგადად აკრძალულია ადამიანის სხეულის სექს-სათამაშოდ გადაქცევა, რადგანაც ბუდიზმი მოგვიწოდებს პოლიგამიური ქცევისგან თავის შეკავებას, როგორ ეს წერია ბუდიზმის ხუთ პუნქტიან კოდექსში, რომლის მესამე პუნქტი პირადპირ მოგვიწოდებს თავშეკავებას და სექსუალური სურვილების ჩაკვლას, რათა არ მოხდეს გარყვნილება.

მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი მინიშნება არ არსებობს ბუდისტი მონაზვნები და მონასტრები, მაინც ჰეტერონორმატიულ სწავლებებს ქადაგებენ და ჰომოსექსუალობას უსადაგებენ მესამე პუნქტს, რადგანაც მიაჩნიათ, რომ ჰომოსექსუალობა არის “ნორმიდან გადახვევა”, ხშირ შემთხვევაში, იმ ქალებს და კაცებს რომლებსაც აქვთ სურვილი ბუდისტურ საკრებულოებში გაწევრიანდნენ, მათ სანგხის (ბუდისტური საკრებულო) ლიდერები უქმნიან პრობლემებს, მაგრამ არსებობს რიგი ბუდისტური ცენტრები სადაც მოღვაწეობენ ჰომოსექსუალი ბერ-მანზვნები.

ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს ლამა ოლე ნიდალი– ტიბეტური სკოლის “კარმაკაგიუ”-ს წარმომადგენელი:

ბუდისტების აზრით – ” ადამიანს ჰომოსექსუალური ქცევა აქვს მაშინ როდესაც წინა ცხოვრებაში საპირისპირო სქესთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, მეორე მიზეზი რომელიც სახელდება – შესაძლოა დღეს ერთსქესიანი წყვილები წინა ცხოვრებაში წარმოადგენდნენ საპირისპირო სქესებს, მათ აგრეთვე ოჯახი და სასიყავრულო ურთიერთობა აკავშირებდათ”

ამავე ბუდისტური სკოლის წარმომადგენელის თქმით: “ცხოვრებისეული გამოცდილებით დაბრძენებული ადამიანი , რა თქმა უნდა ჰომოსექსუალურ ორიენტაციას განიხილავს, ისევე როგორც ადამიანის ფიზიოლოგიის სხვა დანარჩენ გამოვლინებებს და არ მიანიჭებს ამ ფაქტს არსებით ყურადღებას!”


sites.google.com

Комментариев нет:

Отправить комментарий