რას ნიშნავს თავისუფლება ქრისტიანული და თანამედროვე გაგებით? „ამბიონს“ მწერალი, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, გიორგი ტიგინაშვილი (ივრისპირელი) ესაუბრა:
„საღვთისმეტყველო თვალსაზრისით თავისუფლების სამგვარი კატეგორია არსებობს, ესენია: 1)ნების თავისუფლება, რომელიც მანიჭებს არჩევანს, რომელზეც არავინ უფლობს: არც საზოგადოება, არც ნებისმიერი ხელისუფლება, არც დემონები, არც ანგელოზები და არც თვით ღმერთი, რამეთუ ეს ფუნდამენტური ჯილდო მეტაფიზიკურია (შინაგანი) და არახელშესახები; 2)გარეგანი თავისუფლება, რომელიც სოციალურ გარემოში ადგილობრივი კანონების, მორალისა და წეს-ჩვეულებების მიხედვით იზღუდება, სადაც პიროვნებას იძულებითი პასუხისმგებლობა აკისრია; 3)სულიერი თავისუფლება, რაც გულისხმობს საკუთარ ეგოს, ვნებებს ცოდვიან სურვილებზე მაღლა დგომას. ეს ყოველივე კი ყველაზე უზენაესი აღმაფრენისა და სილაღის მომნიჭებელია, როცა ადამიანს უკვე ძალუძს, რომ გონებით უფლობდეს საკუთარ სხეულსა და შინაგან რესურსებზე.
ადამიანი, როგორც ხატება ღვთისა, უპირველეს ყოვლისა, შეუზღუდავია ჭეშმარიტი სულიერი და ზნეობრივი თავისუფლების არჩევაში და უფლისაგან მის მიღებაში. ზნეობრივი არჩევანისა და თვითდამკვიდრების ნიჭი ჩვენში შემოქმედის მიერაა ჩადებული. ამ თავისუფლების მარეგულირებელს კი სინდისის ხმა ეწოდება.
თავისუფლება, რომელიც შემოფარგლული არ არის სიყვარულით, საშინელია. ასეთ დროს იგი კანონზომიერად გარდაიქმნება ხოლმე ვნებათა აღვირახსნილობად და თვითნებობად, ვინაიდან ცხოვრება გარეშე სიყვარულისა და მით უფრო მისი წინააღმდეგობით – არანორმალურობა, უსჯულოება და ცოდვაა. მოციქული იოანე სწორედ ასე წერს: ,,და ცოდვა არის უსჯულოება” (1ინ.3,4). მაგრამ ,,ყოველი შემცოდე ცოდვის მონაა” (ინ.8,34), – ასეთია ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული აქსიომა ქრისტიანული ფსიქოლოგიისა.
ქრისტიანს, არ უნდა ეშინოდეს იმისა, რომ მთავრობა, გარემოება ან ხალხი შეკვეცავენ მის თავისუფლებას, რადგან დროებითი მოვლენების ადგილას (დედამიწაზე) განცდილი შევიწროვება სრულიად უძლურია მარადიული სიხარულისათვის მოწოდებული ადამიანის რწმენასთან. მორწმუნე ადამიანს უნდა ეშინოდეს არა სოციალურ-მოქალაქეობრივი უღელის, არამედ ცოდვის მონობისა და შინაგანი მანკიერებისა, რამეთუ სწორედ ცოდვა გვართმევს თავისუფლებას და გვაიძულებს, რომ ჩვენივე დამღუპველი სურვილების შესაბამისად აუტანელ მონობაში ვიმყოფებოდეთ და ვკარგავდეთ თვითკონტროლის აუცილებელ მექანიზმს. ამიტომ ვინც სძლია საკუთარ ,,მე”-ს, ვინც ცხოვრობს უბრალოებით, ვინც ჯვარს ეცვა ქრისტესთან ერთად, ვისი გულიც აღტაცებულია ზეციურის, მარადიულის სიყვარულით – მას არ ეშინია დაკარგოს წარმავალი და მზადაა სხვებს დაუთმოს მიწიერი სიკეთენი. ნეტარი ავგუსტინე ბრძანებს: ,,კეთილი – თუნდაც მსახურობდეს, თავისუფალია, ბოროტი – თუნდაც მეფობდეს, მონაა და ამასთან ერთი ბატონი კი არ ჰყავს, არამედ იმდენ ღმერთს ემონება, რამდენი ნაკლოვანებაც აქვს“.
მოკლედ რომ ვთქვათ: თავისუფლება – ეს არის გულის გათავისუფლება ყოველგვარი უცხოსა და უკეთურისაგან. იგი მუდამ კეთილისმქმნელია და არასოდეს არ არის მტანჯველი. ის ღმერთის შექმნილია და შესაბამისად, მხოლოდ მაშინ არის ნამდვილი, როცა ადამიანური არჩევანი – ღვთაებრივ ნებასთან თანხვედრაში ანუ სინერგიაშია მოყვანილი.
როგორია თანამედროვე გაგება თავისუფლებისა და ქრისტიანობისგან განსხვავებით? როგორი მიდგომა აქვს მისდამი ლიბერალიზმს ?
თანამედროვე კაცობრიობას, ფსევდო-ლიბერალურ პრიზმაში თუ განვიხილავთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ თავისუფლება – მისთვის ვნებების დაკანონება-გამართლებასა და თვითნებობაში გამოიხატება. ლიბერტარიანული იდეოლოგიითა და კაპიტალისტური ზრახვებით შეპყრობილი დღევანდელი მსოფლიო საზოგადოება, თავისუფლების მცნებას შენიღბული ცინიზმითა და უცნაური ლოგიკით უყურებს. როგორც ვიცით, დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველა მოქალაქე კანონის წინაშე თანასწორია. მაგრამ იმავე კანონით მის პრეზიდენტს გაცილებით მეტი უფლება აქვს, ვიდრე ნებისმიერ მოქალაქეს. მიზეზს ამ არათანასწორუფლებიანობისა თვით კანონი ასახელებს – ნებას უმრავლესობისა, რომელიც სახელმწიფოს მეთაურს, სხვებთან შედარებით, დიდ უფლებებს ანიჭებს. ასეთია დემოკრატიული პრინციპი, რომელიც სიმართლეს კი არ ემყარება, არამედ მასას, თუნდაც ის უპატიოსნო ბრბო ან ბოგანო იყოს.
სხვისი სიკეთე, გაგებული როგორც საკუთარი, – ესაა ის ძირითადი აზრი, რომლის შუქზეც შეიძლება ქრისტიანულად სწორად იქნეს გაგებული ყველა თავისუფლება, უფლება, მოვალეობა და მათ შორის რელიგიური თავისუფლებაც. სიკეთეს კი, ქრისტიანული თვალსაზრისით, წარმოადგენს ყოველივე ის, რაც ადამიანს ყოველივე სიკეთის წყაროს, ანუ ქრისტეს ამსგავსებს. იგი მონანული და ახალი კაცის თვისებაა, რომელიც მცნებებით გამოიხატება და რომლის შესახებაც ყოველმა ქრისტიანმა იცის. ამიტომ ყველაფერი, რაც ასე გაგებული სიკეთის იდეის განხორციელებას უშლის ხელს, ქრისტიანული თვალთახედვით ადამიანთა საზოგადოებაში კანონიერ ადგილზე პრეტენზიას ვერ განაცხადებს.
ამ ქრისტიანულ აზრს, თუმცა კი ყველაზე ელემენტარული ფორმით, ყველა ქვეყნის კანონმდებლები ეთანხმებიან, როცა მკვლელობას, ქურდობას და ძალადობას კრძლავენ, მაგრამ ამასთანავე მათ, როგორც წესი, არ უნდათ ხოლმე, რომ შეამჩნიონ დანაშაულობათა ნამდვილი მიზეზი – საზოგადოების შეგნებაში ჩამოწოლილი ის მავნე ატმოსფერო, რომელსაც უმეტესწილად განაპირობებს თავისუფალი საინფორმაციო საშუალებების აღვირახსნილობა და მისი მეშვეობით წარმოებული – სიამაყის, ვერცხლისმოყვარეობის, დიდებისმოყვარეობის, გარყვნილების – კულტის პროპაგანდა.
მოდერნისტულ და ინოვაციურ სამყაროში უფრო მეტად პოპულარულია ქიმერული თავისუფლება, რომელსაც არ სჭირდება ღმერთი და მისი სწავლება, რადგან მხოლოდ ხორციელ ტკბობასა და პირად ამბიციებზეა აგებული და მამხილებელ ხმას ვერ გუობს. ასეთ ყალბ თავისუფლებას დავით მეფსალმუნე უწოდებს ,,თავისუფლებას მკვდართა თანა”, ანუ იმგვარ განწყობას, როცა ღრმად ცოდვილი ცდილობს დააინფიციროს სხვა, მოახდინოს უღმერთობის ტირაჟირება-აგიტაცია და გარშემო გაამრავლოს უზნეობა, რათა არ წარმოჩინდეს მისი პირადი დაცემულობა. სწორედ ამაში მდგომარეობს სადღეისოდ არსებული კაცობრიობის აზროვნების ტრაგედია. პოლიტიკურ-საზოგადო სივრცეებში დამკვიდრებული იდეოლოგიური დიქტატი და აგრესიული სეკულარისტული ცენზურა კი ამ შავბნელი პროცესის ძირითადი საყრდენია.
ამჟამად ყველა კრიზისის წყარო სწორედ აბსოლუტიზებული გარეგანი თავისუფლებაა, რომელიც, ცოდვის ცნების დაკარგვის შემთხვევაში, ყველაფრის: ადამიანის, ბუნების, აზრის, შემოქმედებისა თუ ცხოვრების სულიერი, ზნეობრივი და სხვა კანონების მიმართ, ულმობელი ექსპლუატატორის სიგიჟედ გარდაიქმნება.
ცრუ ლიბერალიზმი ვითომდა ქომაგობს ადამიანის სიცოცხლის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა პარალელურ რეჟიმში წარბშეუხრელად და უაპელაციოდ სწირავს უმანკო და უდანაშაულო ჩვილის სიცოცხლეს აბორტის მეშვეობით, ევთანაზიის გზით ტკბილ სიკვდილს სთავაზობს ავტოავარიით მძიმედ დაზიანებულს. აგრეთვე არაჰუმანური ჰუმანიზმის ეგიდით ნორმად მიიჩნევს ინცესტს (ნათესავთა შორის ქორწინებას), სურვილის მიხედვით ზოოფილიას, არაბუნებრივ სექსუალურ თანაცხოვრებასა და უმწიფარი ბავშვის ჰომოსექსუალისტებზე მიშვილებას. ამ დროს, ეკლესიური მიდგომა უკეთურების პრევენციასა და აღმოფხვრაზეა ორიენტირებული, მაშინ როცა ლიბერალიზმი გამუდმებით მის გამარეთლებასა და დაკანონებას ეწევა. ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ ქრისტიანული თავისუფლება გაცილებით უფრო სრულყოფილი და აღმატებულია ყოველმხრივ, ვიდრე – ,,ლიბერალური”.
რა ევალება მორწმუნე მართლმადიდებელს, იმისათვის რათა არ დაკარგოს თავისუფლება?
უმთავრესად, თითოეულ მორწმუნეს ევალება საკუთარი სარწმუნოების ღრმად შესწავლა და გააზრება – ,,სცანთ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგანთავისუფლნეს თქუენ” (ინ. 8, 32). საეკლესიო წიაღში არსებული ორიათასწლოვანი გამოცდილებისა და ბიბლიური შეგონებების ცხოვრებაში აღსრულების მცდელობა ადამიანს განწმენს და მიახლოებით მაინც დაუბრუნებს პირველსაწყის მდგომარეობას, როცა კი ადამი ყოველგვარი საწუხარისგან შორს იყო. ანუ რაც უფრო უახლოვდები უფალს, მით მეტად თავისუფლდები ამაოებისაგან და შესაბამისად, ყოველივე ჭირი თუ ლხინი ერთნაირად ღიმილის მომგვრელი და განგების წინაშე მადლიერების მიზეზი ხდება. ეს ყოველივე კი ნამდვილი ბედნიერებისა და აღფრთოვანების მიზეზია.
ამასთან, უმთავრესი სტრატეგია თავისუფლებისათვის ბრძოლის გზაზე გახლავთ – დაუცხრომელი ბრძოლა საკუთარ ეგოიზმთან, პირად ახირებებთან და ამპარტავნებასთან, რომელიც პიროვნებას აკომპლექსებს, სულიერი ზრდის პროცესს აჭკნობს და თავისუფლების ხარისხს აკნინებს.
ამრიგად, მთავარია ადამიანმა დაჯაბნოს საკუთარი სიამტკბილობა და მიენდოს სულიერ მოძღვარს, რადგან ჭეშმარიტი ხელმძღვანელი არასოდეს არ თრგუნავს ადამიანის ღვთივბოძებულ თავისუფლებას, ვინაიდან მორჩილება დაფუძნებულია არა ავტორიტეტზე ან მის ძალადობაზე, არამედ – სიყვარულზე. ამიტომ ყოველი მცდელობა, რომელიც სიმდაბლის სულისკვეთებით განიმსჭვალება, იმთავითვე მადლისმიერ შეწევნას მიიღებს და სამოთხისეული წინაგემოსხილვითა თუ ნამდვილი თავისუფლებით გაახარებს შვილობრივად მოშურნე პიროვნებას.
ambioni.ge

Комментариев нет:
Отправить комментарий