2014.03.28
პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში უნდა შეიცვალოს ოჯახის დეფინიცია და ჩაიწეროს, რომ ოჯახი ეს არის ქალისა და კაცის ერთობა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვახტანგ ხმალაძე კომენტარს აკეთებს.
"სექსუალურ უმცირესობას არავინ უკრძალავს გააკეთონ ის, რაც მათ უნდა. მაგრამ მეორეა, ეს უნდა ჩაითვალოს თუ არა ქორწინებად? აქედან გამომდინარე, მთელ რიგ უფლებებთან ერთად, დღეს ეს კანონი ქორწინებად მიიჩნევს მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ქორწინებას და მათ მიერ ოჯახის შექმნას. მე მიმიაჩნია, რომ კანონის ეს მიდგომა არის სწორი, და კონსტიტუციურ დონეზე ამის აყვანა, მე მგონია, რომ კარგი იქნება, რადგან იქნება უფრო მაღალი დაცვა იმისა, რომ ეს არ შეიცვლება. კანონის შეცვლა არის უფრო ადვილი, კონსტიტუციის შეცვლა არის ბევრად უფრო რთული. შესაბამისად, ის, რაც არის კონსტიტუციით დაცული, კანონით ვერ შეიცვლება. მე ვფიქრობ, ამ შემთხვევაში პრემიერის ეს წინადადება შეესაბამება საზოგადოების მოთხოვნას, რაც მოთხოვნებიც ჩვენ გვსმენია,"- აცხადებს ხმალაძე.
netgazeti.ge

Комментариев нет:
Отправить комментарий