ღმერთი

ღმერთი

пятница, 11 апреля 2014 г.

რა არის ღვთისმოყვარება? – "შეიყუარო უფალი

ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა". რატომ დაადგინა უფალმა ეს მცნება, როგორც "პირველი და დიდი", დამტევი ზეციური თუ მიწიერი ყოველი მცნებისა და კანონისა? იმიტომ, რომ იგი პასუხობს შეკითხვას: "რა არის ღმერთი?" რისი განმარტებაც კაცთათვის ვერავინ შეძლო, მას ქრისტე მაცხოვარმა მთელი თავისი ცხოვრებით, ყოველი საქმითა და სიტყვით გასცა პასუხი: "ღმერთი სიყუარული არს". აი, მთელი სახარება. ხოლო ადამიანი რას წარმოადგენს? ამაზე ქრისტეს სიტყვისგება იყო: "ადამიანიც სიყუარულიარს". დაე, ნურავინ დაეჭვდება: ღვთის ხატად შექმნილი ადამიანი ღვთიური სიყვარულის ათინათს, ანარეკლს მოგვაგონებს. სიყვარული არს ღმერთი და ადამიანიც სიყვარულია. მარტოოდენ ღმერთი და ადამიანი – ეს ორნი არსებობენ ჩემთვის და შენთვის. ამქვეყნად უფრო მნიშვნელოვანი არა არის რა, ვიდრე ღმერთი და მე, ღმერთი და შენ.




ღირსი იუსტინე პოპოვიჩი




Комментариев нет:

Отправить комментарий