თარგმნა ინგლისურიდან რონი ცხოიძემ
რედაქტორი მღვდელი ილია ჭიღლაძე
ტროპარი(ხმა 7)
სიხარულით სავსეო, ჩრდილოეთის ვარკვლავო ქრისტეს ეკლესიისაო, წინამძღოლო ერისა უფლის სასუფეველისაკენ, მასწავლებელო და მოციქულო ჭეშმარიტი სარწმუნოებისაო, შუამდგომელო და ქომაგო შევიწროებულთაო, სამკაულო ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიისაო, კურთხეულო მამაო გერმანე ალიასკელო, ევედრე უფალსა ჩვენსა იესოს შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
კონდაკი
ქრისტეს საუკუნო ნათლის მქადაგებელო,,
წმინდაო მამაო გერმან,
მეგზურო სახარების განვრცობისათვის ამერიკის მიწაზე,
გამცხადებელო ხარების სიმშვიდისა,
მდგომარეო წინაშე დიდების გვირგივნისა,
უშუამდგომელე შენს მიწას და ხალხს,
მშვიდობისათვის და შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
წმ.გერმანეს ცხოვრება
წმ.გერმანეს ცხოვრება წმინდა გერმანე ალიასკელი დაიბადა 1777 წელს.მოსკოვის შემოგარენში, ვაჭრის ოჯახში. სამწუხაროდ მისი ერისკაცობის სახელი და გვარი ცნობილი არაა.16 წლის ასაკში ის ტოვებს ოჯახს და მიდის წმინდა სამების სერგის ზღვისპირეთის უდაბნოში მორჩილად.ხუთი წლის განმავლობაში ის სწავლოვბდა წმინდა წერილს და წმინდა მამათა თხზულებებს.როცა მისი ბერად აღკვეცის დრო დადგა , წინამძღვარმა ის გააგზავნა ვალაამის მონასტერში, სადაც აკურთხეს ბერად. სულ მალე ის ერთვება მისიონრულ საქმეში და ძმებთან ერთად აარსებს ,,აბორიგენ ამერიკელთა შორის მართლმადიდებლობის გამავრცელებელ საძმოს”.
საძმოს ხელმძღვანელობდა იღუმენი ნაზარი,რომელიც საროვის მონასტირდან იყო. იღუმნი ძალიან მკაცრი იყო ძმების მიმართ და მათ აიძულებდა ემარხულათ მთელი თვეების განმავლობაში. ერთხელ მარხვისგან დაუძლურებულმა გემრანემ საყვედურის სახით შესჩივლა წინამძღვარს: -მამაო,თუ ამ მარხვით მოგვკლავ, რა აზრი აქვს ჩვენს მზადებას მისიონრობისათვის? -მე თქვენ მოციქულებად გზრდით, -ნაზარიმ მამობრივი სიყვარულით მიუგო ბერს-თქვენ პავლეები და პეტრეები უნდა გახდეთ,ხოლო მარხვა ამაში დაგეხმარებათ, რათა აღზარდოთ თქვენს სულებში მოციქულებრივი სული. კარგია თქვენი მონდომება სწავლაში ,მაგრამ უფრო უკეთესი იქნება, თუ სულიერადაც განმტკიცდებით. ამ საუბრის შემდეგ წმინდანმა უფრო გაამკაცრა მარხვა და კვირაში მხოლოდ ერთ პურს იღებდა. 15 წლის შემდეგ უფალმა იხმო მისიონრები საქადაგებლად იხმო მიწაზე,სადაც ზეობდა წარმართობა,მისნობა და ეშმაკის სხვა საქმეები. საძმოს წევრები იყვნენ: არქიმანდრიტი იოსები(ბოლოტოვი), მღვდელ-მონაზვნები იოველი , მაკარი, ათანასე, სტეფანე და ნექტარი. ბერდიაკონნი ნექტარი და სტეფანე და ბერები იოსები და გერმანე. პირველად ისინი დასახლდნენ კუნძულ კადიაკზე,სადაც დაიწყეს მონასტრის შენებლობა და ქადაგება. ,,1794 წელი.24 სექტემბერი,კუნძული კადიაკი. მშვიდობა თქვენ საყავრელო ძმებო.დიდება უფალს, უკვე 700-მდე ადამიანი მოვაქციეთ ქრისტესაკენ, 200-მდე ადამიანი შევაუღლეთ.ავაშენეთ ერთი ტაძარი და ვაპირებთ კიდევ ორის მშენებლობას. ვემზადებით სხვადასხვა მხარეში წასასვლელად.გთხოვთ ილოცოთ’’-წერდა ერთერთ წერილში არქიმანდრიტი იოსები ვალაამის საძმოს. დღითიდღე იზრდებოდა ქრისტიანების რიცხვი მისონერთა გულმოდგინე ღვაწლის წყალობით ადგილობრივ მკვიდრ ალეუტების შორის. სულ მალე ააშენეს ახალმონათლულ ბავშვებისათვის სკოლა და კელია,სადაც ამზადებდნენ მისიონრობისათვის ხალხს. მაგრამ,უფლის ნებით მოულოდნელად ყველაფერი შეიცვალა, და მართლმადიდებლობის გავრცელებას საფრთხე შეექმნა.ბევრ სოფლებში პროტესტანტი მქადაგებლები არ უშვებდნენ მისიონრებს და ხალხს უპირისპირებდნენ, აშინებდნენ,თითქოს მღვდლებს განზრახული ჰქონდათ აბორიგენთა ამოჟლეტა და რუსი ხალხის ჩამოსახლება. ხუთი წლის შემდეგ ,მძიმე ღვაწლის შედეგად,არქიმანდრიტი იოსები აკურთხეს ამერიკის პირველ ეპისკოპოსად,მაგრამ სამწუხაროდ ის დაიხრჩო სხვა მისიონრებთან ერთად ოკეანეში. ცოცხლად დარჩენილთაგან რუსეთიდან ეპისკოპოსად გამოაგზავნეს მღვდელმონაზონი გედეონი,1805 წელს.მაგრამ სულ რაღაც ორ წელიწადში მან სამუდამოდ დატოვა ამერიკის მიწა. ადგილს,სადაც მდებარეობდა მისიონერთა მონასტერი, ეწოდა ახალი ვალაამის მონასტერი. წმინდა გერმანს შესთავაზეს მღვდლად კურთხევა მაგრამ თავდამბალმა ბერმა უარი განაცხადა და ისურვა სიკვიდლის ბოლომდე დარჩენილიყო,როგორც უბრალაო ბერი.ის თავს ირჩენდა მიწის დამუშავებით,სადაც მას მოჰყავდა პომიდორი და კარტოფილი.ნახევარს ადგილობრივ მოსახლეობას უნაწილებდა ,ნახევარს კი თავსითვის იტოვებდა.ძმების სიკვიდლის შემდეგ,მან უფრო გააძლიერა საქმიანობა და ცდილობდა სულ მეტი და მეტი ექადაგა ხალხში ქრისტე და მართლმადიდებლობა. ხალხი წმინდა გერმანის მიმართ დადებითად განეწყო,უმეტესობა,ვინც ადრე უარზე იდგაა მიეღოთ ქრისტიანობა,უკვე ხვდებოდნენ,რომ წმინდანს არ ანტერესებდა მიწა, ან ხალხის ძალა, ექსპლუატაციის მიზნით,რასაც სხვა მისიონრები აკეთებდნენ,ამიტომაც უკვე სოფლები იღებდა მართლმადიდებლობას. პარალელურად იზრდებოდა სიძულვილი სხვა ქრისტიანულ ეკლესიებს შორის.ისინი აქეზებდნენ უკვე ადგილობრივ ხელისუფალთ და ბერს ადანაშაულებდნენ როგორც რუსეთის იმპერიის ჯაშუშს და ამერიკის სახელმწიფოს მტერს.მაგრამ ბევრმა ადგილობრივმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიღეს მართლმადიდებლობა და ეხმარებოდნენ კიდევაც წმინდას ამ საქმეში.ხალხი ხედავდა, რომ გერმანეს საკუთრებაში იყო მხოლოდ ერთი მტკაველი მიწა და ცეცლხოვანი რწმენა,რომელიც აღავსებდა მათ გულებს. ერთხელ ,როცა ეკლესიაში შეუვარდა ადგილობრივი მისიონერთა ჯგუფი და მოთხოვეს დაეტოვებინა ეკლესია ,მან მიუგო,,მე უბრალო გლახაკი და ძიძა ვარ ამ ხალხისათვის და არ ვაპირებ ამ მიწის დატოვებას სიკვიდლის ბოლომდე”..მაგრამ ხალხისთვის ის უკვე აღარ იყო ძიძა,არამედ მამა. წმინდანი არ ჩერდებოდა კელიაში და სოფელ- სოფელ დადიოდა ,რათა არ დარჩენილიყო არცერთი ადამიანი, ხარების გარეშე.ალიასკაზე მცხოვრებლ რუსებში,ფორმალურად მართლმადიდებლებში,უკვე დიდი ხნის უკან გამქრალიყო ,ის სული ,რასაც მართლამდიდებლობა ერქვა.უმეტესობა ინათლებოდა მხოლოდ ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენის გამო და არც კი ესმოდათ სარწმუნოების არსი.მაგრამ გერმანეს დაუღალავმა სულმა მათში გააღვიძა დაკარგული ცოცხალი რწმენა.ერთი ადგილობრივი რუსი იხსენებს წმინდა გემრანეს,როცა ის მივიდა მათ სოფელში: ,,როცა მე დავიბადე,უკვე ალიასკა არ იყო რუსეთის შემადგენლობაში.პატარაობისას მომნათლეს.ჩვენი რწმენა შემოიფარგლებოდა ჯვრის ტარებაში და დღესასწაულების დროს სანთლის ანთებაში. 15 წლის ვიყავი, როცა პირველად შევხდი წმინდანს.მაშინ , აქ მხოლოდ შვიდი ოჯახი იყო რუსი.დანარჩენი კი ადგილობრივი.როცა მან მოედანზე დაიწყო ქადაგება,ერთმა ჩვენმა მეზობელმა მოგვიტანა ცნობა , რომ ერთი მოხუცი კაცი ქადაგებდა რაღაც ახალ ქრისტიანობის მიმდინარეობას,წადით, თქვენიანია ეტყობა გარეგნობაზეო.რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან გაგვიხარდა იმის გაგება, რომ ვიღაცა ჩვენი მოდგმისა იყო,და სიმართლე გითხრათ იმიტომ მივედით , რომ გაგვეგო ჩვენი ქვეყნის ამბავი და არა ის რომ მოგვესმინა მის ქადაგება.მაგრმა, როცა ოჯახით მივედით მოედანზე,ყველა დადუმებული იყო და პირდაღებული უსმენდნენ მას.ჩვენც უმალ მოგვხიბლა მისმა ტკბილმა ხმამ.თვალწინ წარმომიდგა სერაფიმ საროველის ხატი,ზუსტად ისევე ემოსა,როგორც ხატებზე იყვნენ გამოსახულები დიდი მამები.ტანს ჯვალო ეცვა და ფეხებზე რაღაც კონკები.ხელში სპილენძის ჯვარი ეჭირა,ხმა ძლიერი არ ჰქონდა , მაგრამ ძალიან დამაჯერებლად ქადაგებდა.მახსოვს იმ დღეს ჩვენი სოფლიდან 7 ოჯახმა მიიღო მართლმადიდებლობა,აქედან ერთი ევანგელისტები იყვნენ.ამის შემდეგ ჩვენში,რუსებში გაიღვიძა ჟინმა,რომ გვექადაგა სარწმუნოება,მალე წმინდანმა მონასტრიდან გამოგვიგზავნა ბევრი წიგნი ,საიდანაც შეგვეძლო უფრო ღმრად გავცნობოდით სარწმუნეობას და შეგვესწავალა’’ წმინდა გერმანე ხშირად წერდა საყვარელ სულიერ შვილებს წერილებს ,სადაც ის მამობრივი სიყვარულით ანუგეშებდა,არიგებდა და ამხნევებდა .მისთვის არ არსებოდბა ღამე და დღე,როგორც ცნობილია ღამეში მხოლოდ სამი საათი ეძინა, დანარჩენ დროს ლოცვასა და კითხვაში ატარებდა.დღისით კი სოფელ-სოფელ ქადაგებდა. მან იგრძნო სიკვიდლის მოახლოება და 1837 წლის 13 დეკემბერს სულიერ შვილებს სთხოვა ხატის წინ დაენთოთ კანდელი და წაეკითხათ მოციქულთა საქმეები,რადგანაც უკვე მას არ შეეძლო კითხვა .შუა კითხვის დროს წმინდამა დატოვა ამა სოფელი და გადანაცვლა საუკუნო საუფლოში.ის 81 წლის ასაკში მიისვენა უფლა იესოში.მისი ბოლო ანდერძი იყო არ დაეტოვებიათ სამისიონრო ღვაწლი ძმებს ამ მხარეში და უფრო განევრცოთ არეალი. მის ერთერთ წერილებში ის ამბობდა რომ ერთხელ ,როცა ის იმედაკარგული დაეცა უფლის ხატის წინაშე და შეჰღაღადა,რომ დაიღალა და აღარ შეეძლო მეტის ატანა, მას ჩაესმა ხმა, რომელიც ანუგეშებდა და ჰპირდებოდა,რომ სულ მალე აარამარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ სრულიად ამერიკის ორთავე კონტინენტზე იზემებდა მართლამიდებლობა და განივრცობოდა ქრისტეს ეკლესია. და მართლაც დღითიდღე იზრდება წმინდა გერმანეს ნაღვაწზე ქრისტეს ეკლესიის წევრთა რიცხვი. წმინდა გემრმანეს სიტყვები : ,,მე ცოდვილი, მთელი ცხოვრების განმავლობაში ვცდილობდი შემეყვარა უფალი მთელი ჩემი არსებით და დღესაც არ შემიძლია ,დანამდვილებით ვთქვა მიყვარს თუ არა ის, როგორც საჭიროა. მეშინია არა იმის რომ უფალი დამსჯის ცოდვების გამო,არამედ იმიტომ რომ, ვერ შევძელი უმთავრესი მცნების აღსრულება -მისი სიყვარული. როცა ჩვენ გვიყვარს ვინმე, ვცდილობთ მუდამ გვახსოვდეს იგი და ვასიამოვნებდეთ მას.დღე და ღამე დაკავებულია ამ ობიექტის მიერ ჩვენი გული .აი,მაგალითი თუ როგორ უნდა გვიყვრდეს უფალი. გვახსოვს კი ის მუდამ,ვფიქრობით კი მასზე მუდამ,ველაპარაკებით კი მას მუდამ? ვიცი რომ არა იქნება უმტეესბოსი პასუხი,როგორც ჩემი.მაგრამ არ ვკარგავ მისი გულმოწყალების იმედს და ვსასოებ მის იმედზე’’ ,, პირველ წლეებში ,როცა დავიწყე მისიონრობა,ხშირად გულში სიძულვილი მიტრილებდა წარმართების მიმართ.ვღიზიანდებოდი, როცა ვხედავდი მათ თუ როგორ ლოცულობდნენ ეშმაკების მიმართ.მაგრამ ერთ დღესაც ,ტრაპეზის დროს ძმამ ამოიკითხა პავლეს სიტყვები ათენლების მიმართ თქმული და ჩემს გულში ვიგრძენი უდიდესი დანაშაული იმის გამო, თუ როგორც მძულდა ის,ხალხი ვისთვისაც უნდა მეხარებინა ქრისტე.ამის შემდეგ, როცა მათთან მივიდოდი, პირველ რიგში ვაქებდი მათ გულმოდგინეობას, ვცდილობდი შემესწავლა მათი ზნეჩვეულებანი და შემეყვარა ისინი,ამ ყველაფრის მერე კი ვიწყებდი მათთან საუბარს ქრისტეს შესახებ და ვხედავდი თუ როგორ სიხარულით იღებდნენ ქრისტეს ეს ხალხი,მაშინ მადლობა გადავუხადე უფალს’’
,, ვიცი შენი ცოდვის შესახებ და გსაყვედურობ, რომ ვერ შეძელი შებრძოლება,მაგრამ,არავითარ შემთხვევაში არ გაძლევ იმის უფლებას, რომ ამ დაცემის გამო მიატოვო ეს ღვაწლი და წახვიდე სამშობლოში.ძმაო ,ალბათ უფალმა შენს სიამაყის საპირწონედ მოგივლინა ის ვნება,ხოდა იბრძოლე,იბრძოლე და იმედს ნუ დაკარგავ,’’
,, სახელი უფლისა იდიდება მთელ ამ მხარეში, ძმაო. მიხარია,რომ ასე სიხარულით ღებულობენ ჩვენს მოწმობას ეს ხალხი.უეჭველად მთელი მოციქულთა დასი გვეხმარება ამ დიდი საქმეში.მჯერა,რომ ეს ხალხი(ამერიკელები) მზად არიან გახდნენ თანამედროვე მსოფლიოს მისიონერები’’
,,აღფრთოვანებული გწერ, საყვარელო ძმაო, ამ წერილს, ალბათ გესმის ჩვენი წარმატებები და იცი როგორ მრავლდება ჩევნი ეკლესია ამ კურთხეულ მიწაზე. აღფრთოვანებული შევყურებ ახალმოქცეულებს და ჩემს თვალწინ ცოცხლდება პირველსაუკუნეების ქრისტიანთა ცხოვრება. ჭეშმარიტად ასეთები იყვნენ ის კურთხეული ქრისტიანები’’
http://www.orthodoxtheology.ge/hermanosusa/
Комментариев нет:
Отправить комментарий