ღმერთი

ღმერთი

среда, 9 апреля 2014 г.

რა გვაკლია ხშირად? – გვაკლია კეთილგანწყობა,რაც უნდა

 გამოარჩევდეს და ამით უნდა იყოს გარემოცული მოწყალების გაღება. გაიღებენ, მაგრამ არა იმდენს, რამდენიც საჭიროა; გაიღებენ, მაგრამ ზოგჯერ უხალისოდ, გულის კანკალით, თითქოს თავად უჭირდეთ და არ ჰქონდეთ, ანუ გასცემენ ძუნწად და არა კეთილი გულით. ნეტავ, რატომ გვიჭირს ხელის გაწოდება და რატომ გვეკუმშება გული? – მცდარი მსჯელობის გამო, რაც მართალ გზას აცდენს ჩვენს გულს მოწყალების გაღების ჟამს. მოწყალების თხოვნისთანავე გული მის გაცემას ესწრაფვის და მყისვე განსაზღვრავს ქველმოქმედების რაოდენობასა და ფორმას; მაგრამ იმავდროულად მოდის მტერიც, ჩათესავს ბოროტ აზრებს და აფუჭებს მთელ საქმეს. ამრიგად, ყველა არ გასცემს მოწყალებას, თუნდაც გული ამას ეუბნებოდეს. – თავადაც ბევრი რამ გჭირდება, რას გარგებს მოწყალება, – ჩაგვაგონებს მტერი. ჩვენც ვუჯერებთ მას და მოწყალებას ძუნწად, თანაც უხალისოდ გავცემთ.



წმ. თეოფანე დაყუდებული

მოწყალების შესახებ






Комментариев нет:

Отправить комментарий