ღმერთი

ღმერთი

среда, 16 апреля 2014 г.

ზვიად ტომარაძე: უნდა ვიბრძოლოთ, რომ ლგბტ _ მარაზმი კანონით აიკრძალოს!

  ეკლესიის, პატრიარქისა და ქართული ტრადიციების ლანძღვა გახშირდა. არასამთავრობო ორგანიზაცია «ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტის» ხელმძღვანელ ზვიად ტომარაძესა და კინომცოდნე გოგი გვახარიას შორის შელაპარაკება სწორედ ამ თემაზე მოხდა, რაც საზოგადების განხილვის საგნად იქცა. თუ როგორ და რატომ დაიწყო ყველაფერი, ზვიად ტომარაძე გვიამბობს:


_ ერთად შეიყარნენ «ნაცმოძრაობის» წევრები, ე. წ. ლიბერალური ფრთა, რომელსაც ლიბერასტებს ეძახიან და მლანძღავენ, როგორ გაბედა გოგი გვახარიაზე აუგის თქმაო. არადა, გვახარიაზე განსაკუთრებული არაფერი მითქვამს. ყველაფერი იმით დაწყო, რომ «რადიო თავისუფლების» ელექტრონულ გვერდზე გვახარიას მიერ დაწერილი სტატია წავიკითხე, რომელშიც ქართველ ხალხს ლანძღავდა და «ოფლის სუნით აყროლებულებს» უწოდებდა. გვახარიას სოციალურ ქსელში გამოვეპასუხე: _ არ ვიცი, ასე რატომ გძულს შენი ხალხი, კვერცხისა და «ოფლით სუნით აყროლებულ ქართველებს» ეშველებათ, მაგრამ შენნაირების სულიერ სიმყრალეს ვერა-მეთქი. აი, ამის შემდეგ დაირაზმნენ ლიბერასტები და დაიწყეს ჩემი ლანძღვა, თუ როგორ მივეცი შენიშვნა ისეთ პიროვნებას, როგორიც გვახარიაა.


მისმა დამცველებმა «შემახსენეს», რომ თავის დროზე ილია ჭავჭავაძემაც გააკრიტიკა ქართველი ერი და სარკეში ერის ჩახედების უფლება ყველას აქვს, ამაში ცუდი რა არისო. თუ მათი გონება ვერ არჩევს განსხვავებას სარკეში ჩახედებასა და ჩასაფრებული კაცის სიმყრალეს შორის, ავუხსნი: ნაკლოვანების წარმოჩენა და ერის კრიტიკა ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელს, მიხეილ ჯავახიშვილს და სხვა პატრიოტ ქართველებს თავის დროზე მშვენივრად გამოსდიოდათ. დღესაც აკრიტიკებენ ერს და მეც ხშირად დამიწერია იმის შესახებ, რაც არ მომწონებია. გულისტკივილით დაწერა სხვა საქმეა, ხოლო სხვაა, როდესაც ჩასაფრებული ხარ და ხელიდან შანსს არ უშვებ, ეკლესიას უკბინო, მრევლს ბნელები ეძახო, ქართველებს აგინო და სუნიანები უწოდო. ჯანსაღი კრიტიკა, რომელშიც შენი გულისტკივილი გამოჩნდება, მისაღებია, მაგრამ კრიტიკა გვახარიასნაირი პიროვნებებისგან, მითუმეტეს _ ჩასაფრებულის პოზიციიდან, ჩემთვის მიუღებელია. გოგი გვახარია არის ადამიანი, რომელიც გამუდმებით ცდილობს, შეურაცხყოს ეკლესია, პატრიარქი, ყოველგვარი ქართული და ეროვნული. იმასაც ვიტყვი, რომ თავის სფეროში ნიჭიერია, მაგრამ არ უყვარს ეკლესია, მართლმადიდებლობა, ქართული ტრადიციები და ა. შ. და თუ თავად გვაძაგებს და გვლანძღავს, თვითონაც ნუ ეწყინება მის მიმართ ნასროლი «ქათინაურები».


_ 17 მაისზე გკითხავთ: შარშანდელი სიტუაცია განმეორდება?


_ წელს ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლებმა ტაქტიკა შეცვალეს და კინოთეატრ «ამირანსა» და «რუსთაველში» გეებზე გადაღებული ფილმის ჩვენებას აპირებენ. ეს არის გეიფილმი, რომელიც გადაიღო ვინმე დავით ბეჟიტაშვილმა სახელწოდებით «ჩვენ გიჟები ვართ». საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდიც მაინცდამაინც 16 მაისს ჩამოდის, 17-ში რომ დააკვირდეს, როგორ ჩაივლის ეს დღე საქართველოში. განაცხადეს, ლგბტ-ების აქცია წელს არ გაიმართებაო. შესაძლოა, ეს ერთგვარი ფარსია და მოულოდნელად გამოვიდნენ ქუჩაში. თანაც, არეულობის მოწყობით «ნაციონალური მოძრაობაც» არის დანტერსებული. როგორც ამბობენ, გასული წლის 17 მაისის აქციას გიგა ბოკერია და მისი მეუღლე ხელმძღვანელობდნენ და ცხადად ჩანს, რომ ჰომოსექსუალებისა და «ნაციონალური მოძრაობის» წევრთა ინტერესები იკვეთება. მგონია, რომ წელს ტაქტიკას შეცვლიან და სხვანაირად მოახერხებენ 17 მაისის აღნიშვნას _ გარდა გეიფილმის პრემიერისა, შესაძლოა, ქუჩაშიც გამოიყვანონ გეები, რასაც საზოგადოების დიდი ნაწილისგან რაც მოჰყვება, ყველასთვის ცხადია.


_ ორი წლის წინ ბვრს ეგონა, რომ ხელისუფლებაში «ქართული ოცნების» სახით მოდიოდა ეროვნული ძალა, რომელიც მსგავს ინციდენტებს არ დაუშვებდა.


_ სამწუხაროდ, «ქართული ოცნებაც» არ დგას ეროვნულ პლატფორმაზე. გერმანიის პირველ კანცლერ ოტო ფონ ბისმარკს აქვს ნათქვამი, _ ადამიანები ხშირად იტყუებიან ნადირობიდან დაბრუნების შემდეგ, ომის დროს და არჩევნების წინო. ასევე მოიქცა «ქართულ ოცნებაში» შემავალი პარტიების უმრავლესობა ხელისუფლებაში მოსვლამდე, საპარლამენტო არჩევნების წინ, როდესაც ამომრჩევლის ყურადღება ეროვნულ ფასეულობებზე გაამახვილა. არც იმ ადამიანების მესმის, რომლებიც ამბობენ, რომ «ოცნებას» 1 ოქტომბერს ხმა ტყუილად მივეცითო. უნდა მიეცათ ხმა, აბა, რა უნდა ექნათ?! ან უნდა შეგუებოდნენ იმას, როგორ ხდებოდა ქვეყნის ნგრევა, წაბილწვა და გვეყურებინა, როგორ ვკარგავდით სამშობლოს, ან ეს ყველაფერი უნდა შეგვეცვალა. კი, ბატონო, ბოროტი ძალა მოშორდა, მაგრამ დღესაც ბევრი რამ არ მოგვწონს და ხელისუფლებას უნდა მოვუთითოთ მათი გამოსწორებისკენ. რაც შეეხება ეროვნულობას, დღეს ეროვნულობის მოთხოვნა არც არის. ამას ვერ ვხედავ საზოგადოებაში, მცირე ნაწილის გარდა. «ნაცმოძრაობამ» 9 წლის განმავლობაში მოასწრო და საზოგადოებას ტვინები გამოურეცხა. ამ 9 წელს თავი რომ დავანებოთ, ეს პროცესი გაცილებით ადრე დაიწყო. სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომის დროს ვინც პატრიოტი იყო, ყველა ომში წავიდა და ზოგი დაიხოცა, ზოგიც ხეიბარი დარჩა. ინტელექტუალთა ნაწილი, რომელიც ვერ შეეგუა შევარდნაძის მმართველობას, ბოდიში და, სულში ჩაფურთხებას, ემიგრაციაში წავიდა. ამის შემდეგ «ნაცმოძრაობის» მმართველობის დროს ზოგი თავისუფალი სიტყვის გამო ციხეში გამოკეტეს, გააუპატიურეს და ასეთ ადამიანებს ეროვნულობა დააინტერესებთ? საქართველოს გენფონდი ქვეყნიდან არის წასული. დააკვირდით ნებისმიერ აქციას, რომელზეც ეროვნული სულისკვეთებით ერთიანდება ხალხი, ჯერ ხომ ძალიან ცოტა მიდის და, ვინც მიდის, ისინიც შუა ხნის ადამიანები არიან. აქედან დასკვნა: განათლების სისტემის «მამებმა და დედებმა» _ ბენდუქიძემ, ლომაიამ, გიგი თევზაძემ, გიული ალასანიამ, მათ მიერვე შემუშავებული სასწავლო პროგრამის მეშვეობით, ახალგაზრდობის უმრავლესობაში ეროვნული სულისკვეთება თითქმის ჩაკლეს, მაგრამ ქართველ კაცში ეროვნულ თვითშეგნებას ბოლომდე ვერ მოსპობენ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მხოლოდ ტელეგადაცემების გახსენებაც საკმარისია. ეს ამაზრზენი «ნანუკას შოუები» და «პროფილები» ცხადყოფს, როგორ გრძელდება ტვინების გამორეცხვა და ინტელექტის დაქვეითება. ეს მიზანმიმართულად ხდება. კონტრიძეს რომ გამოიყვან და ალაპარაკებ საზიზღრობებს, ქართლის დედას ხელში ფალოსი უჭირავსო, რა უბედურებაა ეს?! და კიდევ ერთი სისულელე წამოროშა _ ქართველი კაცები სექსში უმაქნისები არიანო. ლეგენდები დადიოდა და დადის მრავალ ქვეყანაში ქართველ კაცებზე და რაღა კონტრიძეს არ უმართლებს?! ქალბატონ კონტრიძეს უჯობს, სარეცელში წარუმატებლობის მიზეზები საკუთარ თავში ეძებოს და არა ქართველ «პარტნიორში». სამწუხაროდ, «ნაციონალური მოძრაობა» და ლიბერასტები დღემდე აკონტროლებენ ტელევიზიებს _ მასებზე მანიპულაციების ჩატარების საშუალებებს. ამ ყველაფერს კარგად ხედავს «ქართული ოცნება», თუმცა ეს ამბავი არ ადარდებთ, რადგან «ნაცმოძრაობას» ისეთი დაბალი რეიტინგი აქვს საზოგადოებაში, რომ მისი ნებისმიერი განცხადება, «ქართული ოცნების» წისქვილზე ასხამს წყალს. დღევანდელმა მთავრობამ ისიც იცის, რომ «ნაცმოძრაობის წევრები» შეეცდებიან ქვეყანაში სიტუაციის არევას, მაგრამ ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან. მათ იმხელა აგრესია დათესეს ხალხში, რომ ფეხს ვეღარ მოიკიდებენ, მაგრამ დესტაბილიზაციის მცდელობები ექნებათ და ამისთვის საჭირო მომენტს ელოდებიან. ამიტომაც მგონია, რომ 17 მაისს პროვიკაციას მოაწყობენ. მესმის, რომ შუა ქუჩაში უზნეობის პროპაგანდა შეურაცხმყოფელია, მაგრამ ამ პროვოკაციას არ უნდა წამოვეგოთ. ამის ნაცვლად უნდა ვიბრძოლოთ, რომ ლგბტ _ ეს მარაზმი კანონით აიკრძალოს! ამ საკითხზე რუსეთის დუმამ მშვენიერი კანონი მიიღო, რაც ჩვენ ვერ შევძელით და ამჟამინდელი ხელისუფლების ხელში ასეთი კანონის მიღება მომავალშიც წარმოუდგენელია.


ესაუბრა
ნინო მაისურაძე


Комментариев нет:

Отправить комментарий