ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 30 марта 2014 г.

როტშილდის საკონფისკაციო სამსახური.(12)


ყველა დროის მეფეები და დიქტატორები სარგებლობდნენ იმით, რომ ცნობილნი იყვნენ და ხარჯავდნენ იმაზე მეტს, ვიდრე თავისივე ხალხიდან იღებდნენ ხარკის სახით. ამის გამო ერებიც და ქვეყნის მთავრობაც ბანკებისგან მათთვის აუცილებელ თანხას სესხულობდნენ, მაგრამ როგორ დაიბრუნებს ბანკი თავის ფულს, თუკი ზოგიერთ მთავრობას არ შეუძლია, ან არ სურს ვალის გადახდა? პასუხი ერთია: ომის სახით.

მთავრობის ფინანსური საქმიანობა ფუნქციონირებს როგორც საკრედიტო ორგანიზაცია, რომელიც კლიენტს ფულს სესხად აძლევს, რათა მას შეეძლოს, მაგალითად, იყიდოს ავტომობილი; თუ კლიენტს არ შეუძლია გადაიხადოს ყოველთვიური შესატანი, მაშინ მოხდება მანქანის კონფისკაცია. მაგრამ როგორ ხდება ეს? - მეორე მანქანის საშუალებით. მთავრობის დაფინანსების დროსაც ყველაფერი ზუსტად ასე ხდება. უბრალოდ, შეუძლებელია მთელი ქვეყნის ვალში მიცემა, ამიტომაც, საჭიროა იგივე გაუკეთო ამ ქვეყნის მტრებს. კრედიტორი დარწმუნებული უნდა იყოს ორივე ქვეყნის ძალთა თანაფარდობაში, ისე რომ კონფლიქტის შემთხვევაში ყველაფრის გადამწყვეტი ფაქტორი ფული გახდეს; თუ რომელიმე ქვეყანა არ იხდის, მაშინ კრედიტორი მას სჯის ომით მეორე ქვეყანასთან. იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყანას მაინც არ შეუძლია ვალის გადახდა, კრედიტორი მოახდენს მის კონფისკაციას სამხედრო რეპრესიების, ანუ მეორე ქვეყნის დახმარებით.

აი უკვე თითქმის 160 წელია როტშილდების სახლი ამ პრიციპების შესაბამისად მუშაობს.

ნათანმა და მისმა ძმებმა ამ თამაშს საფუძველი ჩაუყარეს გასული საუკუნის პირველ წლებში, ნაპოლეონის ლაშქრობების წარმატებების შემდეგ. ამ დროისთვის ევროპაში განვითარდა ის, რაც შემდგომ "ძალთა თანაფარდობის" სახელით გახდა ცნობილი. იმისათვის რათა უფრო განემტკიცებინა თავისი მდგომარეობა, როგორც ევროპის "უჩინარი ბატონისა", როტშილდების ოჯახისთვის აუცილებელი იყო თანაბარი ძალის მქონე ორი ძლევამოსილი ჯგუფის შექმნა და ძალთა ამ თანაფარდობის რეალობად ქცევა. როტშილდები აგრეთვე დარწმუნებულები უნდა ყოფილიყვნენ რომ ყველა A მეფე და ყველა B მეფე ერთმანეთს საფრთხეს უქმნიან. ამავე დროს, რასაკვირველია, ორივე ქვეყანა როტშილდებისგან ფანანსდებოდა. ამასთან, უსაფრთხოებისათვის, ანუ იმ შემთხვევისთვის, თუ ერთი მხარე უარს იტყოდა მისთვის დადგენილი წესებით თამაშზე, არენაზე უნდა გამოუსულიყო მესამე ძალაც, რომელიც პოლიციის როლს შეასრულებდა. ასეთი ქვეყანა იყო ნათანის ინგლისი, რომელსაც აღმატებული ძალაუფლება გააჩნდა ევროპაში.

ომის შემდეგ, ყოველთვის შეიძლებოდა ეწინასწარმეტყველათ გამარჯვება იმის მიხედვით თუ ვის მხარეზე იყო ინგლისი, ბოლოს და ბოლოს ის ყოველთვის გამარჯვებულის მხარეს იყო. აქედან გამომდინარე, ინგლისი წარმოადგენდა თავისებურ ეფექტურ "სამეფო-საკონფისკაციო სამსახურს" და მისი დახმარებით როტშილდების სახლმა ისეთ ძლევამოსილებას მიაღწია, რომ გასული საუკუნის ბოლოს ის მთელი მსოფლიოს ქონების ნახევარს აკონტროლებდა.


Комментариев нет:

Отправить комментарий