ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 30 марта 2014 г.

როკფელერის საგარეო საქმეთა სამინისტრო (CFR).(21)


ილუმინატებმა მსოფლიო ომი მოაწყვეს იმისთვის, რათა შედეგად მსოფლიო ბატონობა მიეღოთ. თუკი ეს ამ ომით იქნებოდა მიღწეული, მაშინ შემდგომი ღონისძიებებიც აღარ იქნებოდა საჭირო. დაზავების შემდეგ, 1918 წლის 22 ნოემბერს, ვუდრო ვილსონი და მისი მრჩეველი, პოლკოვნიკი ჰაუსი ევროპაში ჩავიდნენ იმ იმედით, რომ იქ დააფუძნებდნენ მსოფლიო მმართველობას ხალხთა კავშირის ფორმით. ვილსონის თოთხმეტმა პუნქტამ დაკარგა ეფექტი, ვინაიდან მოხდა სახელმწიფო ვალის თანაბარი გადანაწილება და გეგმა ჩაიფუშა. ამასთან დაკავშირებით 1919 წ. ჰაუსი შეხვდა ბრიტანეთის საიდუმლო ორგანიზაციის, "მრგვალი მაგიდის" წევრებს. მაშინ ნათელი გახდა, რომ ამ საბოლოო მიზნის მისაღწევად მთელი სისტემა მნიშვნელოვნად უნდა გაზრდილიყო. მას შემდეგ, რაც ინგლისში უკვე შეიქმნა RIIA, დაუყოვნებლივ გამოიტანეს დასკვნა, რომ მსგავსი საჩვენებელი ორგანიზაცია უნდა დაეფუძნებინათ აშშ-შიც.

1919 წ. მშვიდობიანი კონფერენციის დროს, პარიზში , პოლკოვნიკმა ჰაუსმა, რომელიც მოქმედებდა როგორც "მრგვალი მაგიდის" ჯგუფის გამგებელი, ვილსონის "ჭკუის ტრესტიდან" შეიკრიბნენ ყველაზე ნათელი გონების ნიჭიერი ადამიანები, რათა ჩამოეყალიბებინათ ჯგუფი, რომელიც დაკავებული იქნებოდა საერთაშორისო ურთიოერთობების პრობლემებით.

ეს ჯგუფი შემდეგ პარიზიდან ნიუ-იორკში დაბრუნდა და 1921 წელს "საერთაშორისო ურთიერთობის საბჭოდ" (CFR) იქცა. ის შედგებოდა ამერიკელებისგან და, როგორც RIIA-ს, თავისი ორგანიზაციის ბირთვად ჰყავდა ჯგუფი "მრგვალი მაგიდა". დღეს CFR, "სამმხრივ კომისიასთან" ერთად, ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციაა აშშ-ს კულისებში მყოფ ფარულ ორგანიზაციებს შორის. CFR, "მრგვალ მაგიდასთან" ერთად, მხოლოდ "ბანკ ჯ. პ. მორგანისა და კომპანიის" უკან დგას.

ამრიგად, სრულიად არ იწვევს გაკვირვებას ის, რომ მისი დაარსებისას სამაოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თვით ჯ. პ. მორგანმა. CFR-ის "შიდა რგოლს" წარმოადგენს ორდენი "თავის ქალა და ძვლები".



Комментариев нет:

Отправить комментарий