ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 30 марта 2014 г.

რამოდენიმე სიტყვა სოფლის მეურნეობის მონოპოლიაზე.(51)


სოფლის მეურნეობის მსოფლიო მონოპოლიზაცია უკვე მრავალი წელია გრძელდება. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ეს პროცესი შესამჩნევად დაჩქარდა.

ასევე აქტიურად მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მონოპოლიზაცია. მსხვილი მონოპოლიები აღწევენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების იაფ წარმოებას. პროდუქტები ისე იაფია, რომ მისით კონკურირება არ შეუძლიათ დასავლეთ ევროპელ ან ამერიკელ ჩვეულებრივ ფერმერებს. როგორც ცნობილია, დასავლეთ ევროპაში ფერმერული მეურნეობა უკვე მრავალი წელია არსებობს მთავრობის მიერ გაღებულ დოტაციაზე.

დოტაციის შემცირების პროცესი რამდენიმე წლის წინ დაიწყო და თანდათანობით იღებს ტემპს. ფერმერები ცდილობენ გაფიცვებით შეინარჩუნონ თავიანთი უფლებები. ისინი ახერხებენ გაკოტრების პროცესის მხოლოდ შენელებას, მაგრამ მისი გაჩერება არ შეუძლიათ; თუ ფერმერი, რომელმაც მოიყვანა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი, მოისურვებს მის გაყიდვას, და ამ დროს იგი აღარ ღებულობს მთავრობის დოტაციას, მაშინ აღმოჩნდება, რომ მას ამის გაკეთება არ შეუძლია, რადგან დიდი კონცერნების პროდუქცია უფრო იაფია.

შეიძლება გაკეთდეს დამაჯერებელი პროგნოზი: რომ დაახლოებით 4-5 წლის შემდეგ, დასავლეთის უმრავლეს ქვეყანაში სოფლის მეურნეობას შეუწყდება დოტაციები მთავრობის მხრიდან. ფერმერებს უკვე სთავზობენ შეისწავლონ სხვა სპეციალობები და მოემზადონ ახალი შრომითი საქმიანობისთვის. ბევრი სასწავლო პროგრამა თვით მთავრობის მიერაა დაფინანსებული. მათ სურთ ფერმერები როგორმე მოაწყონ, რათა მომავალში თვით მთავრობას არ შეექმნას ახალი პრობლემები. რაში მდგომარეობს მაინც მსხვილი კონცერნების კვების პროდუქტების სიიაფის საიდუმლო?

ჯერ ერთი, უმეტესი ნაწილი პროდუქტებისა იწარმოება გიგანტურ ფაბრიკებში; თუ დავაკვირდებით უმრავლესი პროდუქტების შეფუთვას, მაგალითად, რძისას, მის გარეკანზე შეიძლება ამოვიკითხოთ შემადგენლობა, რომელთა შორისაც აღმოჩნდება ქიმიური ("უვნებელი") დანამატები. იმავეს ვხედავთ ძეხვეულის, ლიქიორის, სხვადასხვა საკმაზისა და ფუნთუშეულის შეფუთვებზეც.

ჰოლანდიურ კიტრს ან პომიდორს, ან კიდევ სხვა ბოსტნეულს თუ ვიგემებთ, შევამჩნევთ, რომ ისინი უგემურია და არომატს მოკლებული. საიდუმლოება ძლიერ მარტივია: ბოსტნეული იზრდება სპეციალურ ქიმიურ ხსნარში, სპეციალური დახსივების ქვეშ; გარდა ამისა, ხილი და ბოსტნეული განუწყვეტლივ განიცდის "გაუმჯობესებას" გენური ინჟინერიის დახმარებით. "საერთო ბაზარზე" უკვე მიღებულია მთელი რიგი კანონებისა, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე გენური მანიპულაციის ჩატარების ფართო შესაძლებლობას იძლევა.

რამდენიმე კანონი ჯერ ბოლომდე არ არის დამტკიცებული, მაგრამ მათი მიღება დროის საქმეა.

რას იძლევა მცენარეთა გენური მანიპულაცია?

ერთი თვითმხილველის თქმით, რომელმაც ჰოლანდიაში პომიდვრის ფერმა მოინახულა, პომიდორს დილით რგავენ, საღამოს კი დამწიფებულია და მოსავალს იღებენ. გასაგებია, რომ ამგვარად მოყვანილი პომიდვრის ღირებულება ბევრად იაფი იქნება იმ პომიდორზე, რომელიც ფერმერს ჩვეულებრივი გზით მოჰყავს. ამ ხერხით მოწეული ხილ-ბოსტნეული უკვე სერიოზულ კონკურენციას უწევს სამხრეთის ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა იტალია და ესპანეთი. ისინიც გენური ინჟინერიის დახმარებით ეძებენ გზებს, რათა შეძლონ ფასების დაკლება და გაუძლონ კონკურენციას.

სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე მსოფლიო მონოპოლიზაციამ არც რუსეთი დაივიწყა. მისი მიზანია იაფი ექსპორტის ხარჯზე რუსეთში მოისპოს სოფლის მეურნეობა. ამ პოლიტიკის წარმატებები შეუიარაღებეული თვალითც ჩანს. ამგვარად, რუსეთი დამოკიდებული ხდება დასავლეთის სურსათის ექსპორტიორებზე. პოლიტიკური უთანხმოების შემთხვევაში შეწყდება დასავლეთის პროდუქტების მიწოდება, რაც რუსეთში შიმშილს გამოიწვევს.


Комментариев нет:

Отправить комментарий