ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 30 марта 2014 г.

ბიოფსიქოლოგიური ომი.(44)

ი. ვ. ჰელზინგი წერს: "პრაქტიკულად ყოველი ადამიანი ერთხელ მაინც გაიგებდა ბიოლოგიური ომის შესახებ. მაგალითად, ომის დროს წამლავდნენ წყალს, რომელსაც მოწინააღმდეგე სვამდა და მათ ხალხში ავრცელებდნენ ვირუსებს ან ბაქტერიებს. ამაში არაფერია ახალი, მაგრამ თქვენ ოდესმე თუ წარმოგედგინათ როგორ ხდება ომის ამ საშუალების გამოცდა?

აქ მე მომყავს რამოდენიმე მაგალითი:

1950 წელს ამერიკული გემის BMC-ის მეშვეობით, რომელზეც უნდა გამოეცადათ ბიოლოგიური იარაღის თავდასხმითი და თავდაცვითი თვისებები, ექვსი დღის განმავლობაში, სან-ფრანცისკო განიცდიდა ბაქტერიების ზემოქმედებას, რომელსაც Serratia ერქვა. ის, ასე თუ ისე, ქალაქის მთელს მოსახლეობაზე მოქმედებდა, რომელიც მაშინ 800000 ადამიანს შეადგენდა. დღეს ჩვენ ვიცით, რომ ბაქტერია "სერატია" იწვევს ფილტვების ანთების ერთ-ერთ სახეობას, რომელმაც შესაძლოა უეცარი გარდაცვალება გამოიწვიოს.

შემდეგ არმიამ აღიარა, რომ 1949-1969 წლებში 230-მდე ექსპერიმენტი ჩატარდა ღია ცის ქვეშ. აქედან 80 ტარდებოდა ჩანასახებით, რაც წელიწადში ოთხ გამოცდას ნიშნავს, ოთხი თავდასხმა ამერიკის ქალაქებზე, ყოველწლიურად, 20 წლის განმავლობაში! ამბობენ, რომ ეს ექსპერიმენტები თითქოსდა 1969 წელს შეწყდა.

მეორე მაგალითია - ცსს-ს ე. წ. "MK ULTRA". ეს სრულიად საიდუმლო პროექტი გამოიყენებოდა 50-იანი წლების ამერიკაში. მას სათავეში ედგნენ ფსიქოლოგები და სოციოლოგები იმ მიზნით, რათა დაედგინათ მოქმედება ნარკოტიკისა, რომელიც ადამიანის აზროვნებას შეცვლის.

ამრიგად, ექსპერიმენტები ტარდებოდა არა ზღვის გოჭებზე, არამედ ამერიკის უნივერსიტეტის სტუდენტებზე. მათ აძლევდნენ დამათრობელ შხამს და ფსიქოტრონულ ნარკოტიკებს. ეს პროექტი ფინანსდებოდა და ტარდებოდა იყო სახელმწიფო მეცნიერების თანხმობით, ხშირად კი მათი თანხმობის გარეშეც. ასეთმა მასობრივმა ექსპერიმენტებმა თავისი შედეგები გამოიღო ე. წ. "ჰიპების მოძრაობაში", რომლებიც ინტენსიურად იყენებდნენ ჰალუცინოგენურ ნარკოტიკ LSD-ს.

საერთოდ, ამერიკელებს არა მხოლოდ "ჩანასახებს" უშენდნენ, არამედ რაღაც ამაზე უფრო მოქმედს. როგორც ენ-ბი-სიმ 1981 წლის 16 ივნისს განაცხადა, საბჭოთა კავშირი მრავალი წლის განმავლობაში ბომბავდა ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს დაბალი სიხშირის ტალღებით. ეს რადიოტალღები ფიქსირდება ბიოლოგიურ-ელექტრონული სიხშირის სიმაღლეზე. პროფესიონალურ ჯარგონზე მათ "ELF"-ს უწოდებენ (ელექტრონული დაბალი სიხშირე), რომელიც ჩვენი საუკუნის დასაწყისში აღმოაჩინა ცნობილმა მეცნიერმა ნიკოლა ტესლამ.

1884 წელს ტესლა ჩავიდა ედისონთან, მაგრამ ისინი, ელექტრონის წარმოქმნის შესახებ აზრთა სხვადასხვაობის გამო, მალე დაშორდნენ ერთმანეთს და ტესლამ ედისონის კონკურენტთან, ჯორჯ ვესტინგჰაუზთან ერთად დაიწყო მუშაობა. 1892 წელს პირველად აამოქმედეს ვესტინჰაუზის მიერ აგებული და ტესლას მიერ შემოწმებული ცვალებადი დენის ელექტროსადგური ნიაგარის ჩანჩქერზე. რამდენიმე ხნის შემდეგ ტესლას ახალი გატაცება გაუჩნდა - "მეცნიერული ზე-სივრცე". რამდენადაც ცნობილია ამ კვლევაში მას არ შეეძლო რომელიმე იმდროინდელი მეცნიერის კვალს გაჰყოლოდა. ვესტინგჰაუზერს აფინანსებდა ბანკირი ჯ. პ. მორგანი, მაგრამ, როგორც ჩანს, მან დროულად შეიგრძნო საჭირო ჟამის დადგომა. იმ პერიოდში ტესლამ დაიწყო ენერგეტიკული ველის დაპყრობა, რომელიც დედამიწას გარს აკრავს და ავსებს სივრცეს - მაშინ მას სამყაროს ეთერს უწოდებდნენ. ტესლა მისგან იღებდა მუქთა ენერგიას.

ამავე დროს, იგი იყენებდა ენერგიას გარკვეულ მანძილზე გადასაცემად. ენერგიის ისეთი წყაროები, როგორიცაა ქვანახშირი, ნავთობი და წყალი - ზედმეტი ხდებოდა ისევე, როგორც ტრანსკონტინენტალური ელექტროგადამცემი ხაზები. გემებს, ავტომობილებს, თვითმფრინავებს, ფაბრიკებსა და საცხოვრებელ სახლებს შეეძლოთ ენერგია მიეღოთ პირდაპირ, ეთეროვანი ენერგეტიკული ველიდან.

1989 წელს, კოლორადო სპრინგსში (აშშ), თავის გამოსაცდელ პოლიგონზე, რომელსაც ჯ. პ. მორგანი აფინანსებდა, ტესლა მიუახლოვდა ენერგიის ეთერიდან მიღების ტექნიკურ რეალიზაციას. მოცემულ ტექნოლოგიას რეს ენერგიის მიზიდულობის კონვერსიას, ანუ ტაქიონურ ენერგიას უწოდებენ. მორგანისთვის ნათელი გახდა, თუ რას ნიშნავდა ეს დამუშავება. ახლა უკვე შეუძლებელი ხდებოდა ელექტრობის, ნავთობის, ბენზინის, ნახშირისა და ა. შ. კონტროლი. ამიტომაც, მან აიძულა გამომგონებელი შეეწყვიტა მუშაობა და ბრძანა კოლორადო სპრინგსში არსებული ტესლას ცენტრი მიწასთან გაესწორებინათ.

მიუხედავად ამისა, ტესლა არ დანებდა. თავისი სიცოცხლის ბოლო წუთამდე, 1943 წლის 7 იანვრამდე, მან განახორციელა აურაცხელი რაოდენობის აღმოჩენა, რომელთა ნაწილიც მეცნიერებაში რევოლუციურ ხასიათს ატარებდა და მრავალი მათგანი, თავისი მნიშვნელობით, დღესაც კი არ არის ჯეროვნად შეფასებული. მის გამოგონებებს სულ მოკლე დროის განმავლობაში შეეძლო დედამიწის სამოთხედ გადაქცევა, რაც, როგორც უკვე იცით, სულაც არ სურთ ჩვენს ფარულ "მესაჭეებს".

ტესლას გამოგონებათა რიცხვს, მანქანებთან ერტად, განეკუთვნება ეთერის ენერგიის დაჭერა (დღეს მას ტაქიურ ველს უწოდებენ) და მისი ტრანსფორმირებით გამოყენებული ენერგიის სახეები. ასევე "მყარი მდგომარეობის კონვერტორი (1931), რომელიც სპეციალურ ელექტრომოტორს იყენებს, რომელიც ჩადგმული იყო მძიმე და მდიდრულ ლიმუზინში და, ანიჭებდა მას ისეთივე ექსპლუატაციურ თვისებას, როგორიც აქვს სტანდარტულ ბენზინის მოტორს. ეს ავტომობილი იცდებოდა მთელი კვირის განმავლობაში. ის ავითარებდა საათში 130 კმ. სიჩქარეს და, ცხადია, ყოველგვარი საწვავის გარეშე.

ტესლამ მოახერხა ხელოვნური მიწისძვრის გამოწვევა ტაქიონური ველის ინდუცირებული დარღვევით, რის შედეგადაც ვიბრაცია გადაეცემოდა გარშემომყოფ მთელს მატერიალურ გარემოს. ტესლამ გამოიგონა ასევე ენერგიის უკაბელოდ გადაცემის მეთოდი და მრავალი სხვა.

მაგრამ ჩვენი განსჯის საგანია მის მიერ აღმოჩენილი მდგრადი და უკიდურესად დაბალი სიხშირის ტალღები, რომლებსაც "ტესლას ეფექტსაც" უწოდებენ. ამ ექსპერიმენტმა დაუდო საფუძველი ყველა თანამედროვე გამოკვლევას ELF კავშირების სფეროში. თუ დავადგენთ მოცემული ELF ტალღების ტაქიონურ ველს და მივმართავთ მას ადამიანისკენ, მას დაერღვევა ტვინში ელექტრონული ფუნქციები, რაც ცნობიერების სერიოზულ დაზიანებას იწვევს. სულიერი აქტიურობის შესუსტების შედეგად ირღვევა ნევროლოგიური და ფიზიოლოგიური ფუნქციები, რის გამოც ადამიანი იოლად ექვემდებარება შთაგონებას.

ის, რომ სწორედ ეს იყო სასურველი შედეგი თანამედროვე მკვლევართათვის, ცნობილი ხდება სტატიიდან, რომელიც გამოქვეყნდა "ასოშიეიტედ პრესში" 1983 წლის 20 მაისს. მასში ნათქვამია, რომ სსრკ, სულ მცირე 1960 წლიდან იყენებს დანადგარს, რომელიც ЛИДА-ს კრიპტონიმითაა ცნობილი და, რომელიც დაახლოებით 40 მეგაჰერცი სიხშირის რადიოტალღების გამოყენებით გავლენას ახდენს ადამიანის ქცევაზე.

ЛИДА-ს საბჭოთა კავშირში იყენებენ შიდა წესრიგის დასამყარებლად, იგი იწვევს ტრანსის მსგავს მდგომარეობას. ასეთი დანადგარის საშუალებით შეიძლება დაძლიო ფსიქიკური პრობლემები, ნევროზები, მაღალი არტერიული წნევა, მაგრამ ასევე შეიძლება გამოიწვიო დეპრესია ან აგრესია.

ЛИДА-ს ტიპის მძლავრი დანადგარების საშუალებით დიდი ხანის განმავლობაში მიზანდასახულად ასხივებდნენ ცალკეულ პირებსა და ქალაქებს საბჭოთა კავშირისა და აშშ-ს მთელს რეგიონებში (არ არის გამორიცხული ახლაც ასხივებდნენ - რედ.), რათა დასაბამი მისცემოდა ცხოვრების წესის სასურველ მოდელს.

აშშ-ს თავდაცვისა და დაზვევრის სააგენტოების მონაცემებით, ამ სახით, დისტანციური მართვის საშუალებებით, სავსებით შესაძლებელია ადამიანის ცნობიერებაში ჩანერგო ტონები ან მთელი სიტყვებიც კი. გამოიწვიო ინსულტები, ინფარქტები, ეპილეპფსიის შეტევები და სხვა ამგვარი დაავადებები.

ფსიქოტრონიკის საშუალებით შესაძლებელია შეიარაღებაში ტესლას შედარებით მსუბუქი და მოდიფიცირებული მოწყობილობის შეტანა, რომელიც შეტევაზე გადასულ მტერს კოორდინაციას დაურღვევს და სრულიად წაართმევს მათ საომარ სულისკვეთებას. სწორედ ამის შესახებ გამოქვეყნდა სტატია "ჟურნალ 2000"-ში 1993 წლის დეკემბერს, სადაც ნათქვამია: "ახალი ფსიქოტრონული იარაღი - თქვენ შეგიძლიათ გაიხსენოთ სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომის ფოტოსურათები, როდესაც ერაყელი ჯარისკაცები, დანებებულები ამოდიოდნენ ტრანშეებიდან. ისინი ნებდებოდნენ ჟურნალისტებსაც კი, რომლებსაც (მიუხედავად თეთრი ალმებისა, რომლებსაც ჟურნალისტები ატარებენ) ჯარისკაცებად მიიჩნევდნენ".

ნუთუ ნებაყოფლობით ხდებოდნენ ისინი ამერიკელების ლუკმად? სამხედრო ექსპერტები დღეს სულ უფრო მტკიცედ აღიარებენ, რომ ეს უცაბედი კაპიტულაცია გამოწვეული იყო არა მარტო სადამის ჯარის ცუდი შეიარაღებით, არამედ, ამერიკელების მიერ ფსიქოტრონული იარაღის "ტვინზე კონტროლის" გამოყენებით. ცალკეული ასეთი დანადგარი გამოიყენება რადიოსიხშირული ტალღებით ადამიანის ტვინის დამუშავებისთვის. როგორც 1993 წლის იანვრის ნომერში წერდა პროფესიონალური ჟურნალი "აიევიშნ უიკ ენდ სპეის ტექნოლოჯი" - ახლა აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო უკვე რაკეტებზე ამონტაჟებს კომპლექსურ დანადგარებს, რომლებიც ელექტრომაგნიტურ იმპულსებს (EMP) გამოუშვებენ, რათა მოახდინონ მოწინააღმდეგის პარალიზება ყოველგვარი ატომური, ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღის გამოყენების გარეშე.

პირველ რიგში შეიარაღების ეს ტიპი მიზნად ისახავს მოწინააღმდეგის ელექტრონული სისტემის ლიკვიდაციას. სხვა მოწყობილობები იყენებენ უტლრაბგერებს (ELF), რომლებიც იწვევენ გულყრას, ღებინებას, არღვევენ ადამიანში ორიენტაციის უნარს. ასეთი იარაღის შორსმსროლელეობა არა ნაკლებ 2500 კმ-ა.

ზუსტად ასევე, როცა მცირდება შეტევითი სულისკვეთება, შეიძლება გამოიწვიონ აგრესიული შეტევები, რომლებსაც შემდეგ სამოქალქო ომებამდე, მასიურ უწესივრობებამდე, კკოლექტიურ თვითმკვლელობებამდე და სიძულვილის ესკალაციამდე მივყავართ.

სწორედ ამიტომ განსაზღვრული გავრცელების პერიოდიკაში გამუდმებით ჩნდება ხოლმე რაღაც ახალი ტესლას იარაღებზე. ლაპარაკობენ ასევე რომელიღაც იარაღზე, რომელცი სამყაროს სივრცეში არსებობს და, რომელიც თავისი მუშაობისთვის ტაქიონური ველის გამოულეველ ენერგეტიკულ მარაგს იყენებს.

ამ სფეროში ყველაზე ცნობილი ავტორიტეტები არიან: ამერიკის არმიის პოლკოვნიკი, ფიზიკოსი თომას ე. ვერდენი, ამერიკელი ფიზიკოსები: სიდნეი გურვიცი და გაი ობელენსკი. ეს უკანასკნელი მრავალი წელია მუშაობს ისრაელის დაცვაზე. 1969 წელს გურვიცმა ააწყო ტესლას იარაღი, რომელიც 300 მეტრის რადიუსზე მკვეთრად ამცირებს ან აძლიერებს რკინის შემცველი შენადნობების გრავიტაციულ აჩქარებას. მაგალითად, გურვიცს შეეძლო მიეცა პატარა პისტოლეტისთვის რამდენიმე კოლოგრამიანი წონა, ან შეეცვალა საგნების ზომები ისე, რომ ტყვია-წამალი გამოუსადეგარი ყოფილიყო იმ იარაღისთვის, რისთვისაც იყო განსაზღვრული.

ველის ძაბვის გაზრდით მას შეეძლო მეტალის დაყვანა "ცომის" კონსტისტენციამდე. უმრავლესობას, რა თქმა უნდა, არც კი გაუგია ისეთი იარაღის შესახებ, როგორიცაა "მეტეროლოგიური იარაღი". სანამ ამ საკითხს შევეხებოდეთ, კიდევ ერთხელ გავიაზროთ თუ რა არის ამინდი.

ჩვენ ვთვლით, რომ დღევანდელი არანორმალური ამინდის ძირითადი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ დედამიწა განიცდის საერთო გაცივებას, მაშინ, როდესაც ატმოსფეროში CO2-ის შემადგენლობის გაზრდა იწვევს მის გახურებას "სითბური ეფექტის" შესაბამისად.

ერთ-ერთი თემა, რომელზედაც არ შეიძლება ცნობები მიიღო მასმედიიდან, არის გამყინვარების პერიოდის შესაძლო დადგომა. არცთუ ისე მცირეა რიცხვი გამოჩენილი მეტეოროლოგებისა და გეოლოგებისა, რომლებმაც გაქვევებისა და ნიადაგის შესწავლის მრავალათწლიანი გამოცდილების საფუძველზე, სხვა მკვლევარების მსგავსად, მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მომდევნო ასწლეული ახალი პერიოდის ნიშნებით აღინიშნება. მათი აზრით, გამყინვარების პერიოდი სულაც არ არის დაკავშირებული ჩვენი ატმოსფეროს დაბინძურებასთან ან რომელიმე სასათბურე ეფექტთან. უკვე რამდენიმე ათწლეულის შემდეგ მზარდი აციება კომპენსირებას უწევს ნაუცბათევ დათბობას.

სამყაროს დაბინძურების შედეგად მზის რადიაციის შემცირება ნიშნავს იმაზე ბევრად უფრო ნაკლებს, ვიდრე ის, რომ მზის სხივი არსებითად შეიძლება ჩვენგან მოიკვეთოს გიგანტური ვულკანის ამოფრქვევის გამო. მტვრის ღრუბლები, რომლებიც ფერფლის ნაწილაკებისგან შედგება, სტრატოსფეროში მრავალი წელი რჩება, რაც მნიშვნელოვნად იწვევს დედამიწის ზედაპირის გაცივებას. თუმცა ამის შესახებ მასმედიიდან ფაქტობრივად არაფერი გვესმის.

ამგვარად, ის მასალა, რასაც გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით გვაწვდიან, არ შეიძლება უსიტყვოდ დავიჯეროთ. საჭიროა ყველაფერში ყოველთვის მეორე მხარე ვეძებოთ. როდესაც ამინდის შესახებ მსჯელობენ, შეუძლებელია არ მოიხსენიონ ის "რაღაც", რის შესახებაც მასობრივი საინფორმაციო საშუალებები დუმან. დავესესხები მაირ ტაიმსს წიგნიდან "აპოკალიფსისის აჩრდილი", რომელშიც ნათქვამია:

"უცილობლივ სახიფათოა მცდელობა შევცვალოთ ან დავასახელოთ კლიმატის ცვლილებების მიზეზი მთლიანი თეორიის გარეშე (ეს წააგავს მედიკამენტოზურ თერაპიას, რომელიც აქრობს სიმპტომებს, მაგრამ მიზეზს არ კურნავს). 1975 წელს, მარტო აშშ-ში, ფედერალურმა მთავრობამ ამინდზე კონტროლის ცხრა პროგრამა განახორციელა. 66 პრპგრამა კი სხვადასხვა ადილზე. ეს პროგრამები ითვალისწინებენ კლიმატის მასობრივ შესწავლას, რისი ნაყოფიდცაა ღრუბლებში ნივთიერების დაქუცმაცება მათი კონდენსაციის მიზნით, რათა წვიმა გამოიწვიონ ან აიცდინონ სეტყვა, გაფანტონ ნისლი, ზემოქმედება მოახდინონ ქარიშხალზე, თავიდან აიცილონ თოვლის ქარბუქი, მიზანდასახულად გამოიწვიონ თოვა, მიწისძვრები, ტალღების მიმოქცევა, ჭექა-ქუხილი და სხვა.

როდესაც მომენტალური შედეგი გაუთვალისწინებელი გახდება და სიცივე გამეფდება, ყველაზე მეტად დაზარალებული ჩრდილო ამერიკა, კანადა, ჩრდილოეთ ევროპა და რუსეთი აღმოჩნდება. ამინდის მართვა რთული ტექნოლოგიით, რომელიც უფრო ღარიბ ქვეყანას ართმევს სასურველ ამინდს, შეიძლება ძალიან მალე რეალურ პრობლემად იქცეს, როდესაც "ბუნებრივი" კატასტროფები, შიმშილი და გვალვა თავს დაატყდება ნაკლებად განვითარებულ ერებს. ამან შეიძლება საერთაშორისო კონფლიქტებამდე მიგვიყვანოს".

1973 წელს ჰონდურასმა დაადანაშაულა აშშ იმაში, რომ იგი მათ წვიმას "იპარავდა", რამაც სერიოზული გვალვები გამოიწვია. ამასთან ერთდ, აშშ-მ ფლორიდაში, ტურისტული ინდუსტრიის გადასარჩენად, ხელოვნურად გამოიწვია ქარიშხალი, რომელმაც სერიოზულად დააზარალა ჰონდურასის მხარე. გვალვით დაზარელბული ელ სალვადორიც ასეთივე პრეტენზიებს აცხადებდა აშშ-ს მიმართ. ასევე იაპონია, სადაც დარწმუნებულნი არიან, რომ გუამის ტაიფუნებით მორწყვამ იაპონელებს წაართვა არსებობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კოკისპირული წვიმები. ასევე ადანაშაულებენ როდეზიასა და ისრაელს მეზობელი ქვეყნები მათი წვიმების მიტაცებაში...

გაერთიანებული ერები ახლა მუშაობენ ომის დროს კლიმატური საშუალებების გამოყენების აკრძალვაზე, მაგრამ ეს მძიმე და რთული ამოცანაა. როგორც ჩანს პრაქტიკულად შეუძლებელია დაიკეტოს ყველა "გასაძრომი" იმათთის, ვინც მოინდომებს ამგვარი აკრძალვების გადალახვას.

ამის შემდეგ წიგნში მოტანილია მტკციებები, რომ ამინდის პირობების მასირებული ცვლილებები, რომლებიც წყნარ ოკეანეში 1982-1983 წლებში წარმოქნმა ქარიშხალმა "ელ ნინიომ", სავსებით შესაძლებელია გამოწვეული ყოფილიყო იონოსფეროში საბჭოების გარკვეული მოქმედბებით. ფენომენი, რომელსაც "ელ ნინიო" უწოდეს, წარმოადგენს ამინდის დარღვევის თავისებურ სახეს, რომელიც წყნარი ოკეანის რეგიონში ბუნებრივად წარმოიქმნება და, რომელიც უკვე ათეული წელია განუწყვეტლივ მიმდინარეობს. როგორც წესი, ის იწვევს ძლიერ წვიმებს პერუს მცირე მონაკვეთზე და სამხრეთ ამერიკის დასავლეთ სანაპიროს გარკვეულ ტერიტორიებზე. მაგრამ 1982-83 წლებში "ელ ნინიოს" დროს ყველაფერი კარდინალურად შეიცვალა; ეკვატორის პასატის ქარებმა, რომლებიც სამხრეთის ნახევარსფეროზე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ქრიან, სადღაც წყლის აწევა გამოიწვია და მოხდა ისე, რომ თბილი წყალი, რომელიც ჩვეულებრივ მიედინებოდა აზიაში, შეჩერდა, უკან დაბრუნდა და სამხრეთ ამერიკის ნაპირს მოაწყდა. მეტეროლოგებისთვის გაუგებარი მიზეზებით პასატის ქარებმა დაიწყეს უკუქროლვა, რაც პერუში ძლიერი წვიმების მიზეზი გახდა, ხოლო ავსტრალიაში ძლიერი გვალვა გამოიწვია. შემდგომ მათვე წარმოქმნეს ძლიერი მიწისძვრები, ტალახის ზვავები და ტორნადო სამხრეთ კალიფორნიაში, ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროსა და ალიასკაზე.

ეს მაგალითები ბევრს მეტყველებს ELF-ის ტალღების გამოყენებაზე. იმ ტალღებისა, რომლების ტესლას გადამცემი გამაძლიერებლის საშუალებით, დედამიწის გავლით პირდაპირ იონოსფეროში ასხივებენ რათა მიიღონ გიგანტური მდგრადი ტალღები. სწორედ ისინი ემსახურებიან ამინდის ბლოკირების მექანიზმს, რომელსაც შეუძლია ზემოთ აღწერილი მოვლენების გამოწვევა.

1978 წელს დოქტორი მიხროვკის კანადის სახელმწიფო დეპარტამენტიდან წერდა, რომ საბჭოელებმა 1976-77 წლების ზამთარში შესძლეს შესულიყვნენ დედამიწის ელექტრონულ რეზონანსში და ამით შედარებით სტაბილური და ადგილობრივად ლოკალიზებული მდგრადი ტალღები მიიღეს, რომელთა დახმარებითაც რეაქტიული ნაკადი ჩრდილო ნახევარსფეროზე შეიძლება შემცირდეს ან გაძლიერდეს.

მაგრამ ამინდის მიზანდასახული შეცვლა ELF-ის ტალღების მეშვეობით ვნებს ბუნებრივ კლიმატურ სტრუქტურას. მიმოქცევის რიტმი, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის დაავადებათა განვითარებას, შიცავს სხვა უარყოფით ეფექტსაც. როგორც ცნობილია, ცხოველები დამოკიდებულნი არიან თბილ ქარებსა და ზღვის დინებებზე, რომლებიც მათთვის საორიენტაციო შუქურას წარმოადგენენ. როდესაც ეს ორიენტირები იშლება, ცხოველები ძლიერ იტანჯებიან და იღუპებიან კიდეც (გავიხსენოთ ფრინველთა "წვიმები", ზღვის ბინადართა მასობრივი დაღუპვა, სანაპიროებზე გამორიყვა და სხვ. - რედ.).

როდესაც მკითხველი ყოველივე ამას კითხულობს და ესმის, რომ შესაძლო გამყინვარების დადგომის ან გარემოს ძლიერი დაბინძურების შემთხვევაში, ან ადამიანის მიერვე შექმნილ ხელოვნურ კატასტროფულ ვითარებაში, პირადად მისთვის ძალზედ მცირე შანსებია გადარჩენისთვის, ან საერთოდ არც კი რჩება რაიმე არჩევანის საშუალება და გადარჩენის გზები, რომელთაც შეიძლება მიმართოს. მაგრამ სულ სხვაგვარად წარმოგვიდგება ელიტის პირობები. მისი წარმომადგენლები ჯერ კიდევ 1957 წლიდან არიან პასუხისმგებელნი გარემოში გაბატონებული პირობებისთვის.

მონაცემების მიხედვით, რომლებსაც იან ვან ჰელზინგი გვაწვდის, დედამიწაზე აშენებულია დაახლოებით 75 მიწისქვეშა ქალაქი, მათ შორის ჩრდ. ამერიკის კონტინენტზეც. ერთიც შვეიცარიის ალპებში, ერთი ტრანსილვანიაში, სამხრეთ აფრიკაში და ავსტრალიაში. ამერიკის მიწისქვეშა ქალაქებს განეკუთვნება მიწისქვეშა ბაზები "დულჩე ბეიზი", "ნიუ-მექსიკო", "ზონა-51", "გრუ ლეიკი" ("ზონა-51"-ის გვერდით, ნევადას უდაბნოში, აშშ), "ქანთრი-კლაბი" მერილენდსა და ლოს ალამოსში, "დრიმლენდი" კალიფორნიაში, სდაც ასევე ატარებდნენ გენეტიკურ ექსპერიმენტებს ადამიანებზე და ა. შ.

შემდეგ იან ვან ჰელზინგი წერს: "1192 წლის აპრილში სიდნეიში ინტერვიუ ავიღე ერთი ქალბატონისგან, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა; ის მუშაობდა ერთ-ერთ ავსტრალიურ კომპანიაში და მისი საქმიანობის სფეროში შედიოდა სამხედრო-საჰაერო ძალების "პაინ-გეპის" მიწისქვეშა საყრდენი პუნქტები. უზარმაზარი ფულადი ჯარიმის მიუხედავად, მან განაცხადა, რომ "პაინ გეპი" განლაგებულია 13 კმ. სიღრმეზე მიწის ქვეშ და მუშაობს "თავისუფალი ენერგიის საფუზველზე. გააცნია საკუთარი მიწისქვეშა ტბები, ფუნიკულიორები, ბოსტნები, ხილის ბაღები და ა. შ. ოფიციალური წყაროებით ცნობილია, რომ "პაინ გეპი" უპრობლემოდ გაუძლებს ატომური ბომბის პირდაპირ დარტყმას.



Комментариев нет:

Отправить комментарий