ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 30 марта 2014 г.

სადამ ჰუსეინი და "ქარიშხალი უდაბნოში".(46)

ერაყი ძლივს გამოძვრა ირანის წინააღმდეგ წარმოებული სრულიად უაზრო ომიდან, რომელსაც იარაღით მოვაჭრეთა საერთაშორისო კარტელებისთვის მოგების მოტანის გარდა არავითარი სხვა მიზანი არ გააჩნდა. 80-იანი წლების დასაწყისში ამერიკამ ერაყს ყალბი სადაზვერვო ცნობა მიაწოდა. ამ ცნობის მიხედვით ერაყს ირანელებზე სწრაფი და უმტკივნეულო გამარჯვება შეეძლო მოეპოვებინა. ამ გაწელილი ომის მსვლელობისას ერაყის ეკონომიკა სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. მარტო 1989 წელს სახელმიწიფო ვალმა 65 მილიონ დოლარს მიაღწია. საბჭოთა კავშირის შემდეგ, მათი მთავარი იარაღის მიმწოდებელი საფრანგეთი იყო.

ამჯერად, პაიკის წერილის თანახმად, მოვიდა დრო დაიწყონ მესამე და ამავე დროს უკანასკნელი ომი. ამისთვის საჭიროა ახლო აღმოსავლეთში აქტიური კრიზისის კერის შექმნა. ილუმინატებმა გადაწყვიტეს ომის მიზეზად სადამ ჰუსეინი გაეხადათ. სწორედ მას უნდა მოემზადებინა ნიადაგი ინგლისისა და ამერიკის სამხედრო ინტერვენციისთვის, სანამ რეგიონიში მშვიდობა არ აღსდგებოდა. 1989 წლის ივნისში სადამ ჰუსეინის მიწვევით ბაღდადში გაემგზავრა დელეგაცია ალან სტოგის (კისინჯერ ასოშიეტედ ლტდ), ოქსიდენტალ პეიროლის და მობილის საბანკო ტრესტების წამყვანი წევრებისგან.

მოლაპარაკების ცენტრში იყო ბალუშ-სტაუდამას პროექტი, რომელიც ერაყს 5 წლის განმავლობაში სურსათის იმპორტისგან ათავისუფლებდა. ეს პროექტი არ მიიღეს. ამასთან ერთად, მიუთითეს, რომ ჰუსეინს ჯერ უნდა დაერეგულირებინა საკუთარი სახელმწიფო დავალიანებები, რისთვისაც ნაწილობრივ მაინც სახელმწიფოს ნავთობის პრივატიზება მოუწევდა. რასაკვირველია, ეს წინადადება უარყოფილ იქნა.

1989 წლის ბოლოს ერაყმა ჯორჯ ბუშის დაპირებისამებრ 2,3 მლრდ. დოლარი მიიღო. ამრიგად, 1990 წლის დასაწყისში ერაყი დასავლეთის საბანკო კრედიტებისგან მოკვეთილი აღმოჩნდა. ახლა თამაშში კუვეიტის ემირი და ინგლისის სამეფო ოჯახის მეგობარი შეიხი ალ-საბაჰი ჩაერთო. აქამდე ის ლონდონისა და ვაშინგტონის მითითებებით ფულს ერაყში აგზავნიდა, რათ 8-წლიანი ომი არ დასრულებულიყო, ომი, რომელსაც უდიდესი იარაღით მოვაჭრეთათვის უდიდესი მოგება, ხოლო ისრაელისთვის პოლიტიკური უპირატესობა მოჰქონდა.

1990 წელს კუვეიტმა მიიღო განკარგულება მსოფლიო ბაზარი იაფი ნავთობით აევსოთ, რაც "ოპეკის" (The Organization of the Petroleum Exporting Countries; შემოკლებით: OPEC) ჩარჩოებში ხელმოწერილ შეთანხმებებს ეწინააღმდეგებოდა. "ოპეკის" სხვადასხვა წევრი-ქვეყნებისა და ერაყის დემარშების მიზანი იყო იძულებული გაეხადათ კუვეიტი გადასულიყო ამ ყველასთვის დამანგრეველი კურსიდან.

1990 წლის ივლისში დაძაბულობამ ერაყსა და კუვეიტს შორის კულმინაციას მიაღწია. 1990 წლის 6-9 ივლისს, ბილდერბერგერების შეხვედრაზე უკვე საბოლოოდ გადაწყდა ის, რაც ბაღდადში ამერიკელთა სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ეიპრილ გლასპაიმ 27 ივლისს სადამ ჰუსეინს აცნობა: "ამერიკა არ აპირებს ერაყსა და კუვეიტს შორის არსებულ კონფლიქტში ჩარევას" (ამ განცხადების ოფიცალური შეტყობინება ერაყმა ომის დაწყების შემდეგ გამოაქვეყნა). სადამისთვის ეს მწვანე შუქის ანთებას ნიშნავდა. 2 აგვისტოს ერაყელი ჯარისკაცები კუვეიტში შეიჭრნენ. რა თქმა უნდა, ამ მოვლენებამდე ცსს-მ სამეფო ოჯახს ომის დაწყების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა და მანაც ქვეყანა დატოვა თავისი როლს-როისებითა და ბრილიანტების კოლექციებით.

შემდეგი ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა კარგად დადგმული სპექტაკლი. 11 სექტემბერს ჯორჯ ბუშმა თავისი "ახალი მსოფლიო წესრიგი" გამოაცხადა. ცხადია, ომის აცილება შესაძლებელი იყო, მაგრამ გადაწყვეტილება მისი დაწყების შესახებ ბევრად უფრო ადრე იყო მიღებული. ამრიგად, 1991 წლის 15 იანვარს ამერიკის ჯარები ომში ჩართულები აღმოჩნდნენ.

მთელი ეს სცენარი აღწერილი აქვს ჯეიმს გ. უებს, რომელიც რეიგანის დროს საზღვაო ქვეითი ჯარის უმაღლესი მთავარსარდალი იყო. ის წერს: "სპარსეთის ყურეში ჩვენი ყოფნა არის გზის გაკაფვა" ბუშის ხელისუფლებისა (როგორც ილუმინატების მარიონეტისა) და "ახალი მსოფლიო წესრიგის" დასამყარებლად. მაგრამ, ეს მე სრულებითაც არ მომწონს".

ახლა შევადაროთ ეს ყოველივე იმ მონაცემებს, რაც იმავე დროს ახალი ამბების სააგენტომ გადმოსცა...

ჯერ კიდევ ომის დაწყებმადე ერთი წლით ადრე უილიამ კუპერმა დაასახელა სპარსეთის ყურეში ამერიკის არმიის შტევის ზუსტი თარიღი. ეს ინფორმაცია მან საიდუმლო საბუთებში იპოვა, რომელთა ნახვის უფლება მას თავისი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მიხედვით ჰქონდა, რადგან სამხედრო-საზღვაო დაზვერვის ოფიცერი გახლდათ. თარიღი, სხვა ინფორმაციებთან ერთად, მან ინტერვიუს დროს გააცხადა, რაც ვიდეოფირზეც აღიბეჭდა. უილიამ კუპერი ამტკიცებს, რომ მან თავის აუდიტორიას სპერსეთის ყურეში ომის დაწყების ზუსტი თარიღი ერთი წლით ადრე ამცნო.

ეს ომი დაგეგმილი და მომზადებული იყო დაწყებამდე ბევრად უფრო ადრე, ამიტომაც მას მესამე მსოფლიო ომის დასაწყისად მიიჩნევენ...



Комментариев нет:

Отправить комментарий