ღმერთი

ღმერთი

суббота, 29 марта 2014 г.

მასონური ლოჟების წარმოშობის ისტორია.(2)

თავისი წიგნის პირველი თავი ი.ვ. ჰელზინგმა მასონური ლოჟების წარმოშობის ისტორიას მიუძღვნა. აქ ის მხარს უჭერს იმ თვალსაზრისს, რომელსაც გამოთქვამენ მასონების თანამედროვე მკვლევარები. ისინი ამტკიცებენ საიდუმლო ორგანიზაციების წარმოშობას შორეულ წარსულში.

თანამედროვე მასონობის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მკვლევარი ბ. ბაშილოვი მიგვითითებს: "ორდენის ისტორია თავიდანვე დაფარული იყო ლეგენდების საბურველით. ასეთი ლეგენდა მრავალია. ყველაზე გავრცელებული ლეგენდის მიხედვით ფრანკმასონობის წარმოშობა მოდის სოლომონ მეფის დროიდან. მან იერუსალიმში ტაძრის აგების ხელმძღვანელობა ჩააბარა არქიტექტორ ჰირამს, როგორც ეს ადონირამის ლეგენდიდან ჩანს. ამ ბრძენმა არქიტექტორმა მუშები სამ ჯგუფად დაყო. მათ, ერთმანეთი რომ ეცნოთ, შემოიღეს და დააწესეს სიტყვები, ნიშნები, შეხებები. მასონობის აზრით, სწორედ აქედან მოდის მასონობის ხარისხების დაწესება და მასონი ძმების განსაკუთრებული სიმბოლური ენა.

მეორე ლეგენდის მიხედვით, მასონობა არის მემკვიდრეობა ქალდეველი, ინდოელი და ეგვიპტელი სწავლულებისა და ქურუმებისა, რომლებიც თავიანთ ზნეობრივ სწავლებებსა და მოძღვრებებს ავრცელებდნენ და მოწაფეებსა და მიმდევრებს იკრებდნენ.

მესამე ლეგენდა მიგვითითებს, რომ მასონობა წარმოიშვა ტამპლიერთა (მეტაძრეთა) ორდენიდან, რომელიც დროთა განმავლობაში მწვალებლობაში შთავარდა. საფრანგეთის მეფემ ფილიპე IV და პაპმა კლიმენტ V დაარბიეს იგი სატანიზმისთვის, ქრისტეანობის ლანძღვა-გინებისა და მომხვეჭელობისთვის.

ორდენმა იატაკქვეშეთში გადაინაცვლა და ფარულად განაგრძო თავისი მუშაობა. მასონი კადოშ ალბერტ პაიკი ამბობს: "ჟაკ დე მოლე (ორდენის ხელმძღვანელი) და მისი მეგობრები კოცონზე დაწვეს, მაგრამ დასჯამდე, განწირული ორდენის მეთაურებმა შექმნეს და დააფუძნეს ის, რაც შემდგომში იწოდებოდა ოკულტურ, ფარულ ანუ შოტლანდიურ მასონობად".

ი. ჰელზინგი თავის გამოკვლევებში წერს: "თავისუფალი კალატოზები" ერთ-ერთი უძველესი ორგანიზაციაა ამჟამად არსებულთა შორის. პაპირუსებში, რომლებიც 1888 წ. ლიბიის უდაბნოების გათხრების დროს იპოვეს, აღწერილია ჯერ კიდევ ჩვ. წ. აღ. 2000 წელს არსებული ასეთი კორპორაციების საიდუმლო შეკრებები. ეს საამშენებლო კორპორაციები უკვე მონაწილეობას იღებდნენ სოლომონის ტაძრის მშენებლობაში, ასრულებდნენ რა დღევანდელ პროფკავშირის მაგვარ ფუნქციებს. ამასთან, უკვე იმ დროიდანვე იცავდნენ მისტიკურ ტრადიციებს. თავიანთი მოძრაობის მიზნად მათ დაისახეს სულიერი ეტაპების გავლა, რასაც თან ღვთის წინაშე განცდილი შიში ახლდა. ვინაიდან "თავისუფალი კალატოზები" სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები იყვნენ, ამ ღმერთს ისინი "სამყაროს დიად ხუროთმოძღვარს" უწოდებენ. სხვა მინიშნებები ზემოთ მოყვანილ ფაქტზე შესულია ეგვიპტურ "მკვდართა წიგნში", სადაც ამ ღმერთს გროსმაისტერს უწოდებენ. გროსმაისტერი ჩვეულებრივი ტიტულია უზენაესი ლიდერისა. თავისუფალ კალატოზთა სულიერი ცოდნა გამოიხატებოდა სიმბოლიკით, ალეგორიებითა და რიტუალებით, რაც ამავე დროს კომუნიკაციის საშუალებასაც წარმოადგენდა (საიდუმლო სიმბოლური ენაა, მაგალითად, მასონური ხელის ჩამორთმევა, პირამიდა, პენტაგრამა, რიცხვების - 3, 7, 13, 33 გამოყენება გერბებში, ემბლემები, თანამედროვე საფირმო ნიშნები და სახელწოდებები).

მრავალი ორგანიზაციისთვის და, მათ შორის, თავისუფალი კალატოზებისთვისაც, ყველაზე მნიშვნელოვან სიმბოლოს წარმოადგენს წინსაფარი, რომელიც თავდაპირველად მეტად სადა და ყოველგვარ სამკაულს მოკლებული იყო. ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 2200 წელს მელქისედეკის ქურუმებმა იგი შეცვალეს თეთრი ცხვრის ტყავით, რომელიც დღემდე გამოიყენება. ძველეგვიპტური გადმოცემის თანახმად, ღმერთები, "ღვთიური ეტლებით" (UFO) ფრინავდნენ. ტაძრის ნახატებში ისინი წარმოდგენილები იყვნენ წინსაფრებით. მოგვიანებით, ქურუმები "მფრინავ ღმერთთა" ერთგულების ნიშნად და ხალხზე მათი ძალაუფლების სიმბოლოდ, ზუსტად ისეთსავე წინსაფრებს ატარებდნენ; ქურუმები ღმრთის ნაცვალთა როლში იყვნენ. დაახლოებით ძვ. წ. 3400 წელს წინსაფრებს "გველის ძმობის" წევრები ატარებდნენ. ამით ისინი გამოხატავდნენ მორჩილებას იმ ღმერთებისადმი, რომლებიც ციდან "მფრინავი ბორბლებით" ეშვებოდნენ. საკმაოდ საეჭვოა ის, რომ წინსაფრის თავდაპირველი გამოყენების საიდუმლოება ცნობილი იყოს დღეს არსებულ ლოჟათა დაბალი საფეხურის წევრებისათვის.

XIV საუკუნეში პირველად ვხვდებით "გველის ძმობის" უმაღლეს კურთხევასა და მათს ცოდნას. ისინი, ლათინური სახელწოდების მიხედვით ("ილუმინატები")გახდნენცნობილნი მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით კი გერმანიაში (ძველი ბიბლიური სიტყვა "გველი" – "ნეხეშ" - მომდინარეობს ძირიდან NHSH, რომელიც გაშიფვრას, გახსნას ნიშნავს. ხოლო ლათინური "ილუმინატი" განათლებას, გაგებასა და ცოდნას ნიშნავს). ილუმინატების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განშტოება გერმანიაში წარმოდგენილია მისტიკური როზენკრეიცერების სახით. იგი იმპერატორმა კარლოს დიდმა IX საუკუნის დასაწყისში შემოიღო. პირველი ოფიციალური ლოჟა დაფუძნდა 1100 წელს ვორსმში. როზენკრეიცერები აცხადებდნენ, რომ მათ ჰქონდათ ცნობები კაცობრიობის (არამიწიერი) წარმოშობისა და ეგვიპტურ საიდუმლო სწავლებათა შესახებ. შემდეგდროინდელი მათი მუშაობა დაკავშირებული იყო მისტიკურ სიმბოლიკასთან და ალქიმიასთან. როზენკრეიცერებსა და ილუმინატებს შორის მჭიდრო კავშირმა ინიციაციის საიდუმლო ხარისხების აღმავლობა გამოიწვია, რაც ხშირად ილუმინატების გაერთიანებაში მიღებით მთავრდებოდა.

როზენკრეიცერების ლოჟის ისტორია და მისი სტრუქტურა ძნელი საკვლევია, რადგან ყოველი ძმობის მსხვილი სექცია თავისი გამოცხადების მომზადებაზე 108 წლის განმავლობაში მუშაობდა, შემდეგი 108 წელი უმოქმედოდ იყო. ამ ფაზების ცვალებადობა ქმნიდა დროთა განმავლობაში ორდენის გაქრობის შთაბეჭდილებას, რაც მათი ძმების მოქმედებას აადვილებდა.

ბევრი ავტორი როზენკრეიცერების ორდენის წარმოშობის თარიღად 1614 წელს ასახელებს, რომელიც წარმოდგენილია გესენის ხელნაწერში, სადაც ღიად იყო გაცხადებული მათი არსებობა და მოწოდება - ყველა შეერთებოდა მათ. ამ დროისთვის ღიად მოქმედების ფაზა კვლავ დაიწყო. ხელნაწერში გადმოცემულია "ქრისტიან როზენკრეიცის" ფიქტიური პიროვნების ისტორია, რომელსაც სრულიად დაუმსახურებლად მიეწერებოდა ორდენის შექმნა. დღეს, შეცდომით, სწორედ ის მოიხსენიება ორდენის დამაარსებლად. 108-წლიანი ციკლების ცვალებადობის სისტემამ თავის სანუკვარ მიზანს მიაღწია!

როზენკრეიცერები დღეს წარმოდგენილნი არიან მრავალი განშტოებით. თავის მხრივ ეს განშტოებები გაერთიანებულნი არიან ყველაზე დიდ ორდენებში, რომლებიც აცხადებენ, რომ მათი მიზანია, შემეცნების გზით ცალკეული ადამიანის სპირიტუალურ-სულიერი გადარჩენა.

ილუმინატები და როზენკრეიცერები წარმოადგენდნენ იმ ყოვლისშემძლე ძალას, რომელიც "ჭირიანობის" წლებში რელიგიური მოძრაობების მღელვარების უკან იდგა. მათ შორის უნდა მოვიხსენიოთ "ღმრთის მეგობრები", რომლებიც აპოკალიპსურ სწავლებასა და ხელმძღვანელისადმი უსიტყვო მორჩილების პრინციპს სთავაზობდნენ ხალხს. შემდეგ ამ მოძრაობამ "წმ. იოანეს ორდერის" სახელწოდება მიიღო. ამ ორდენს ალბერტ მაკი თავის წიგნში - "მასონობის ენციკლოპედია" - "თავისუფალ კალატოზთა საიდუმლო მისიის ორგანიზაციას" უწოდებს.

ერთ-ერთი პიროვნება, რომელსაც მჭიდრო კავშირი ჰქონდა ილუმინატებთან და როზენკრეიცერებთან მარტინ ლუთერი იყო. ამ კავშირის შესახებ განდობილ ძმებს მან თავისი პირადი ბეჭდით (ვარდი და ჯვარი საკუთარი ინიციალებით, როგორც როზენკრეიცერების ბეჭედზე) აუწყა. ამ დროს კათოლიკური ეკლესიის სათავეში იდგა პაპი ლეონ X, ლორენცო დი მედიჩის ვაჟი. ფლორენციაში ლორენცო დი მედიჩი უმდიდრესი ინტერნაციონალური საბანკირო სახლის მეთაური იყო. ერთი თაობით ადრე, მედიჩების ოჯახმა, პაპ იოანე XXIII საშუალებით, გაატარა დადგენილება გადასახადების აღების შესახებ, რომლის მეათედი ნაწილი პაპს ეკუთვნოდა. მედიჩებს ეს სჭირდებოდათ, რათა გამხდარიყვნენ ერთ-ერთი უმდიდრესი და ყველაზე გავლენიანი საბანკო სახლების მფლობელები ევროპაში.

მარტინ ლუთერის აჯანყება კათოლიკური ეკლესიის პრაქტიკის წინააღმდეგ განპირობებული იყო იმით, რომ იგი იქცა სამეურნეო საწარმოდ, და არა სარწმუნოებრივი სწავლების სისტემად. ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ლიდერი ამ რეფორმაციისა იყო ფილიპ დიდსულოვანი, რომელმაც მარბურგში დააარსა "ევანგელისტური უნივერსიტეტი" და ჩამოაყალიბა პოლიტიკური კავშირი კათოლიკე იმპერატორ კარლ V-ის წინააღმდეგ.

ლუთერის სიკვდილის შემდეგ მის მიმდევრებს ხელმძღვანელობდა სერ ფრენსის ბეკონი, რომელიც ინგლისელ როზენკრეიცერთა უმაღლესი ხელმძღვანელი გახლდათ. მეფე იაკობ I-ის დროს ბეკონი ინგლისური პროტესტანტული ბიბლიის ავტორისეული თარგმანის მომზადების კოორდინატორიც იყო. ეს შრომა 1611 წელს გახდა ცნობილი "მეფე იაკობის ბიბლიის" სახელწოდებით. დღესდღეობით იგი წარმოადგენს ბიბლიის ყველაზე გავრცელებულ ვერსიას ინგლისურენოვან სამყაროში.

კონტრრეფორმა ახალჩამოყალიბებული ძმობის, იესუს საზოგადოების, საყოველთაოდ ცნობილი ე. წ. "იეზუიტების" მიერ გატარდა. იგი 1534 წელს ეგნატე ლოიოლამ ჩამოაყალიბა. ძმობა მებრძოლ, კათოლიკურ ფარულ ორგანიზაციად გარდაიქმნა, თავისი საიდუმლო რიტუალებით, სიმბოლიკითა და სხვადასხვა ხარისხის კურთხევის უფლებით (მეორე ხარისხის ფიცი მათ ყოველი თავისუფალი კალატოზისა და პროტესტანტის სიკვდილისკენ მოუწოდებდა). იეზუიტებს აგზავნიდნენ ინგლისში პროტესტანტული ერესის წინააღმდეგ საბრძოლველად. ისინი გულმოდგინედ ეძებდნენ ერეტიკოსებს, რომლებიც ექვემდებარებოდნენ დასჯას, რაც ნიშნავდა, რომ თავისუფალ კალატოზებს უხდებოდათ თავიანთი საიდუმლოებების მიჩქმალვა საკუთარი თავის გადასარჩენად.

ინგლისში, შოტლანდიასა და ირლანდიაში თავისუფალი კალატოზები სრულიად გასაიდუმლოებულად მუშაობდნენ. სერიოზულ ყურადღებას აქცევდნენ ადამიანის უფლებებსა და პროტესტანტობას. თავისუფალი კალატოზებიდან ერთ-ერთი გროსმაისტერი სხვა რაინდ-მეტაძრე გროსმაისტერთან ერთად თავისუფლების ქარტიაზე ხელმოწერას ესწრებოდა, ხოლო სრულიად სხვადასხვა ლოჟები თანაბრად პასუხისმგებელნი იყვნენ პროტესტანტული მოძრაობის გაძლიერებაზე ინგლისსა და გერმანიაში.

1717 წელს ლონდონის თავისუფალ კალატოზთა ლოჟამ დაიწყო ღია მოქმედება, რადგანაც ინგლისი საკმაოდ უსაფრთხო ქვეყანა გახდა. სწორედ ესაა ის თარიღი, რომელსაც მრავალი ისტორიული გამოკვლევა თავისუფალ კალატოზთა მოძრაობის ჩამოყალიბების თარიღად ასახელებს. ოფიციალურად, ეს სრულიად სამართლიანია, მაგრამ მათი ფარული მოღვაწეობა ათასწლეულებით ადრე დაიწყო და, როგორც უკვე ავღნიშნეთ, მთელს მათს ფარულობას არ ექნებოდა არავითარი აზრი, დღეს, ნებისმიერ მსურველს რომ შეძლებოდა გაეგო როდის, სად და რა გააკეთეს თავისუფალმა კალატოზებმა.

"ლონდონური ლოჟის" ღია მოქმედების შედეგად დაიწყო ძლიერი მღელვარება დანარჩენ მასონურ ლოჟებს შორის. ისინი ლონდონელებს მოღალატეებად მიიჩნევდნენ. მშვიდობის დამყარების შემდეგ თავისუფალი კალატოზები მთელს ევროპასა და ახალ სამყაროს მოეფინენ. მოგვიანებით, ახალ სამყაროში, მათ თავი გამოიჩინეს, როგორც დამოუკიდებლობისათვის მხარდამჭერებმა.

ჯონ ლოკმა, როდესაც განთავისუფლებული სამხრეთ კაროლინის კონსტიტუციას წერდა მასონური ხელნაწერები გამოიყენა. მოგვიანებით კაროლინა თავისუფალ კალატოზთა მოძრაობის ბასტიონი გახდა. ზუსტად ასევე, სერ ფრენსის ბეკონის ნაწერები თავისუფალი კალატოზების ფილოსოფიის ანარეკლს წარმოადგენდა.

დამოუკიდებლობის გამოცხადება განხორციელებული და ხელმოწერილი იყო თავისუფალი კალატოზების მიერ. ჯორჯ ვაშინგტონი და მისი გენერლების უმრავლესობა თავისუფალი კალატოზები იყვნენ. თუ არა თავისუფალ კალატოზთა ძალისხმევა, დღეს არც ამერიკის შეერთებული შტატები იქნებოდა.

ი.ვ. ჰელზინგის აზრით, ზემოთხსენებულის გარდა, სხვა წყაროების მიხედვით, მასონობა იუდაიზმიცაა. მასონობის მეორე ავტორიტეტული მკვლევარი ს. ლურიე წერს: "...უძველეს ლიტერატურაში ჩვეულებრივია შეხედულება, რომლის მიხედვითაც მსოფლიო ებრაელობა, მისი მოკრძალებული გარეგნობის მიუხედავად, წარმოადგენს საშინელ "ყოვლადძლიერ კაგალს", რომელიც ცდილობს მთელი მსოფლიოს დაპყრობას, ფაქტიურად კი მას იგი თავისი საცეცებით უკვე ხელში ჰყავს. პირველად ამ შეხედულებას ჩვენი ერის I საუკუნის ცნობილ გეოგრაფ და ისტორიკოს სტრაბონთან ვხვდებით: "ებრაელთა ტომმა ყველა სახელმწიფოში შეღწევა შესძლო და შეუძლებელია მთელს სამყაროში იპოვოთ ადგილი, რომელიც ამ ტომმა ვერ დაიპყრო და თავის მბრძანებლობას ვერ დაუმორჩილა. ცნობილია ანტიკური ხანის ავტორთა - ციცერონის, სენეკას, ტაციტუსისა და სხვათა მსგავსი გამონათქვამები. "სახელმწიფო ტერიტორიის გარეშე" - ასე ახასიათებს ლურიეს ებრაელთა განბნევას.

ი. ვ. ჰელზინგის მონაცემებით, "მდიდარმა იუდეველმა რაბინებმა, რომლებიც მთელს ქვეყანაზე განბნეულ ებრაელ ხალხთა რელიგიური და პოლიტიკური ლიდერები იყვნენ, შეაერთეს თავიანთი ძალისხმევა და ჩამოაყალიბეს ჯგუფი, რომელმაც შემდეგ მიიღო "სიონელ ბრძენთა" სახელწოდება (სიონისტები საკუთარ თავს იუდაიზმის "მესიანურ" ელიტად თვლიდნენ და მიიჩნევდნენ, რომ მსოფლიოს ყველა ებრაელობა მათს მიზნებს სოლიდარობას გამოუცხადებდა).

1640-1689 წლებში "სიონელმა ბრძენებმა" მოახდინეს ე. წ. "ინგლისური რევოლუცია" (სტიუარტების ტახტიდან ჩამოგდება). ისინი ფულს აძლევდნენ სხვადასხვა სეპარატისტულ პარტიებს. თავის გავლენას იყენებდნენ იმისთვის, რათა ნასაუ-ორანიის სახელმწიფოს ერთ-ერთი გერმანელი თავადი, ვილჰელმ მოლჩალნიკი ჰოლანდიის არმიას ჩასდგომოდა სათავეში. მოგვიანებით მან პრინც ვილჰელმ ორანელის სახელი მიიღო.

მათ ერთმანეთს შეახვედრეს ვილჰელმისა და იორსკის ჰერცოგის ქალიშვილი მარიამი და ინგლისის მეფისმ კარლოს II ძმის შვილობილი, იაკობ მეორე. 1677 წელს ისინი დაქორწინდნენ. მათი ვაჟი ვილჰელმ III მოგვიანებით მარიამ მეორეზე, იაკობ მეორის ქალიშვილზე დაქორწინდა. ახლა უკვე ჰოლანდიური და ბრიტანული სამეფოები ერთმანეთს დაუკავშირდნენ. მათ ვიგების (ერთ-ერთი პარტია, რომელსაც საკმაოდ მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ინგლისსა და შოტლანდიაში) დახმარებით 1688 წელს სტიუარტები ტახტიდან ჩამოაგდეს და 1689 წელს ინგლისის მეფედ ვილჰელმ III ორანელი გამოაცხადეს.

ვილჰელმ მესამემ, რომელიც თავისუფალი კალატოზი უნდა ყოფილიყო, იმავე წელს ჩამოაყალიბა "ორანელთა ორდენი". თავისი არსით ის ანტიკათოლიკე იყო და მის მიზანს წარმოადგენდა ინგლისში ორდენის გამყარება წარმოადგენდა. ეს ორდენი ახლაც, ჩვენს დროშიც არსებობს ირლანდიაში, სადაც ის ყველაზე მეტად ძლიერია და აქტიურ მონაწილეობას ღებულობს რელიგიურ ომებში. ორდენი 100 000-მდე წევრს ითვლის.

ვილჰელმ III მალე ჩაითრია ინგლისი საკმაოდ ძვირადღირებულ ომში კათოლიკურ საფრანგეთთან. ამან ინგლისი ძლიერ დაასუსტა. შემდეგ ვილჰელმ III ანგარიში გაუსწორა "სიონელ ბრძენებს". თავისი აგენტის, პეტერსონის მეოხებით მან შეძლო დაეთანხმებინა ინგლისის ხაზინდარნი 1.25 მილიონი ბრიტანული ფუნტის სესხი აეღოთ ებრაელი ბანკირებისგან, რისი მეშვეობითაც თვითონაც გაძლიერდა და მდგომარეობაც განიმტკიცა.

რადგან სახელმწიფო ვალი განუსაზღვრელად იზრდებოდა, მთავრობა იძულებული გახდა შემოთავაზებულ პირობებს დათანხმებოდა.

სესხის პირობები კი ასეთი იყო:

1. კრედიტორის სახელი საიდუმლოდ რჩება, მას აქვს უფლება "ინგლისური ბანკის" (ცენტრალური ბანკის) დაარსებისა.

2. ზემოაღნიშნული ბანკის დირექტორებს ეძლევათ ნება დაადგინონ ქაღალდის ფულის ოქროს შემცველობა.

3. ბანკის დირექტორის უფლებაა გასცეს სესხი, 10 ფუნტი ქაღალდის ფული, ყოველ შენახულ ფუნტზე ოქროთი.

4. დირექტორს ასევე აქვს უფლება აკუმულირება გაუწიოს ნაციონალურ ვალს და შეაგროვოს საჭირო თანხა ხალხის პირდაპირი დაბეგვრით.

ამგვარად ჩამოყალიბდა პირველი კერძო ცენტრალური ბანკი - "ინგლისური ბანკი".

ამ ოპერაციის გზით საბანკო პროცედურებმა შეძლეს 50% მონაგების მიღება ბანკის 5% კაპიტალდაბანდებით. ამის გადახდა მოუწია ინგლისელ ხალხს. კრედიტორები არ იყვნენ დაინტერესებულნი, რომ ვალი დაეფარათ, რადგან დავალიანების პირობებში მათ შეეძლოთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე მოეხდინათ ზეგავლენა. 1694 წელს ინგლისის ნაციონალურმა ვალმა 1.250.000 ფუნტს მიაღწია, ხოლო 1698 წელს - 16.000.000 ფუნტს.

ვილჰელმ III-ის შემდეგ ტახტი მემკვიდრეობით მიიღეს ჰანოვერებმა და ეს მემკვიდრეობითობა დღემდე გრძელდება, ვინაიდან ვინძორელები წარმოშობით ჰანოვერების სამეფო სახლის პირდაპირი შტოდან არიან (ჰანოვერები მონარქები იყვნენ 1901 წლამდე; როდესაც ედუარდ VII ცოლად შეირთო პრინცესა ალექსანდრა და სახელი ჰანოვერი "საქსენ-კობურგ-გოთაზე", ედუარდის მამის გერმანელ სახელზე შეიცვალა, ხოლო 1917 წლის 17 ივლისს მან კვლავ ვინძორის გვარი დაიბრუნა. რასაც დღემდე ინარჩუნებენ მისი შთამომავლები).

ის, რომ ინგლისელები გერმანელების მმართველობით ინგლისში უკმაყოფილონი იყვნენ, სავსებით გასაგებია, და ისიც გასაგებია, რომ არსებობს საკმაო რაოდენობა ორგანიზაციებისა, რომელთაც სურთ სტიუარტების კვლავ ტახტზე დაბრუნება. ამ საშიშროების გამო, ჰანოვერები ხელს უშლიდნენ ინგლისში არმიის მნიშვნელოვანი ნაწილის შენახვას, ისინი ამჯობინებდნენ შეეკრიბათ საჭირო ძალები საკუთარი სამთავროებიდან და ჯარში გერმანელი მეგობრები დაექირავებინათ. ყოველივე ამის ანაზღაურება, რასაკვირველია, ინგლისის სახელმწიფო ხაზინიდან მოდიოდა, რასაც დიდი მონაგები მოჰქონდა ცეტრალური ბანკის ებრაელი მესაკუთრეებისთვის. დაქირავებულთა უმრავლესობას მათ ჰანოვერების მეგობარი, პრინცი ვილჰელმ IX ფონ ჰესენ-ჰანაუ აწვდიდა.

1567 წელს ინგლისელი თავისუფალი კალატოზები ორ დიდ - "იორსკისა" და "ლონდონის" - ლოჟებად დაიყო. თავისუფალ კალატოზთა ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი XVII საუკუნის დასაწყისია, როდესაც მან, როგორც ოსტატების სამჭედლო ორგანიზაციამ, თავისი მოღვაწეობის ხასიათი საიდუმლო-მისტიკურ და ოკულტურ მეცნიერებათა სასარგებლოდ შეიცვალა. გაიხსნა აგრეთვე "არაკალატოზური" ლოჟები, რომელთა წყალობითაც, დაახლოებით 1700 წელს თავისუფალ კალატოზთა თითქმის 70% სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელი გახდა.

1717 წლის 24 ივნისს ლონდონში შედგა ოთხი მსხვილი ლიჟის შეხვედრა, რომლის დროსაც შეიქმნა ინგლისური "დიადი ლოჟა", რომელსაც აგრეთვე "მსოფლიო დედა-ლოჟას" უწოდებენ. კურთხევის (ხელდასხმის) ახალი სისტემა შედგებოდა სამი ხარისხისგან: მოწაფე, ქარგალი და ოსტატი. ისინი ე.წ. "ლურჯ" ხარისხებს (გერმანიაში იოანეს ხარისხებს) შეადგენდნენ.

"დიადი ლოჟა" შეიქმნა იმისათვის, რათა ინგლისის ტახტზე ჰანოვერები დარჩენილიყვნენ. 1737 წელს უელსის პრინცმა ფრიდრიხ ჰანოვერმა ორივე პირველი ხარისხი მიიღო. ჰანოვერების სამეფო ოჯახის მომდევნო თაობების წარმომადგენლები (ავგუსტ ფრიდრიხი, მეფე გეორგ IV, მეფე ედუარდ VII, მეფე გეორგ VI) გროსმაისტერების პოსტსაც იკავებდნენ. თუმცა მათ მტრებიც ჰყავდათ. იაკობ მეორის ჩამოგდების შემდეგ, 1688 წელს, სტიუარტების მომხრეებმა შექმნეს სავსებით განსხვავებული კავშირები, მათ შორის იაკობინელების კავშირი, რომლის მიზანი ტახტზე სტიუარტების აღდგენა იყო.

მისი შვილის, იაკობ მესამის მხარდასაჭერად შეიქმნა თავისუფალ კალატოზთა ახალი ორგანიზაცია "შოტლანდიური სატაძრო ლოჟა" (1725 წ. მაიკლ რაიმსის მიერ), რომელიც ადრინდელი ტამპლიერების მემკვიდრე იყო. ამ ლოჟას გააჩნდა უფრო მაღალი ხარისხები, ვიდრე ლონდონის "დედა-ლოჟას" და ამიტომაც ცდილობდნენ იქიდან წევრების გადაბირებას.

1736 წელს შეიქმნა "დიადი შოტლანდიური ლოჟა", რომელმაც მინიმუმამდე დაიყვანა ყოველი პრაქტიკული საქმიანობა და წინა პლანზე მისტიკა წამოსწია. შოტლანდიური ლოჟებში სატაძრო თავისუფალი კალატოზების არსებობა ჩვეულებრივი მოვლენა იყო, მოგვიანებით იქ რაინდ-ტაძროსანთა ხარისხის მინიჭებაც დაიწყეს.

ადვილი შესამჩნევია, რომ ბრიტანეთში თავისუფალ კალატოზთა ორი სისტემა წარმოიშვა. ისინი ერთმანეთისადმი უკიდურესად მტრულად განწყობილნი იყვნენ: ერთნი ("ლონდონის დედა-ლოჟის" წარმომადგენლები) მხარს უჭერდნენ ჰანოვერებს, ხოლო მეორენი ("შოტლანდიური სატაძრო ლოჟის" წარმომადგენლები) - სტიუარტებს. ვინ უნდა ყოფილიყო ის მესამე უცნობი პირი, რომელსაც მათი ურთიერთდაპირისპირება აინტერესებდა?

ნუთუ ვიღაც "ილუმინატების" მსგავსი?



apocalypse.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий