ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 30 марта 2014 г.

სერგეი ლავროვი: დასავლეთის მოწოდებები რუსეთისადმი, აბსოლუტურად უიმედოა!

ავტორი: ლილუ მიროტაძე

30 მარტი, 2014.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეფასებით, დასავლეთი ცდილობს ხელოვნურად შექმნას რუსეთის საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევის მტკიცებულება.


„იზოლაცია - ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოგონილი ტერმინია, რომლებიც ცდილობენ იმოქმედონ ნეოიმპერიული ნოსტალგიური ამბიციებიდან გამომდინარე. რამე ისე თუ არაა, ისინი მაშინვე „ეტაკებიან სანქცირების ხელკეტს", - თქვა ლავროვმა და აქვე დასძინა, რომ „ასეთი ქმედებების დრო უკვე წავიდა". ამასთან, ლავროვი აბსოლუტურად უიმედოს უწოდებს დასავლეთის მოწოდებებს რუსეთის მიმართ, შეცვალოს თავისი პოზიცია ყირიმთან მიმართებაში.


„შესაძლოა სავსებით არ ეთანხმებოდე სიტუაციის ჩვენეულ გაგებას და შესაძლოა არ მიიღო რუსეთის ფედერაციის მიერ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ყირიმელების ნების გამოხატვის საპასუხოდ მან მიიღო და რომელსაც, სხვათა შორის, მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს. ჩვენთვის სრულიად გასაგებია ასეთი პოზიცია. ეს ცხოვრებაა. მაგრამ არ გესმოდეს რეალური პოლიტიკა და აბსოლუტური უიმედობა ჩვენდამი მოთხოვნებისა, იმ მომენტში როდესაც ჩვენ განვაცხადეთ, რომ მივიღებთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ყირიმელებისა და გვეუბნებოდე: კარგით, მიუხედავად იმისა, თუ არ არის ნათქვამი პრეზიდენტის მიერ, მოდით დავწეროთ, რომ მისია წავა უკრაინაში, მათ შორის ყირიმში - ეს დიპლომატიური თავხედობაა", - განაცხადა ლავროვმა ტელეარხ „რასიას" ეთერში.



http://reportiori.ge/?menuid=8&id=21615

Комментариев нет:

Отправить комментарий