ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 30 марта 2014 г.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი.(36)

ისეთი ახალი საერთაშორისო სტრუქტურები, როგორებიცაა სსფ (საერთაშორისო სავალუტო ფონდი), მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო თანამშრომლობის ბანკი, იმისთვის იქმნება, რათა ხელში აიღონ მთელი ეკონომიკა პლანეტის მასშტაბით. ცალკეული სახელმწიფოების წარმოუდგენლად დიდი ყოველწლიური საწევრო შესატანი მილიარდებს აღწევს. როგორც კი რომელიმე სახელმწიფოს საწევროს შეტანისას რაიმე პრობლემა გაუჩნდება, ამას მაშინვე იგრძნობენ ამ ქვეყნის მშრომელი და ღარიბ-ღატაკი ადამიანები. საერთაშორისო ბანკირების დავალებით სსფ ელვისებური სისწრაფით პოულობს მთლიანი ეკონომიკის გაკონტროლების ახალ გზებს.

"კომიტეტ 300"-ის წევრმა, ჰაროლდ ლეკერმა წამოაყენა წინადადება, რომელიც შემდეგ "დიტჩლის გეგმის" სახელით გახდა ცნობილი. ამ გეგმის შესაბამისად, ნავარაუდევი იყო აშშ-ს მთელი ეკონომიკისა და მონეტარული პოლიტიკის უკანონოდ ხელში ჩაგდება და მისი კონტროლის სფფ-ზე დაქვემდებარება. მოცემული გეგმა სსფ-ის საშუალებით ცალკეული ქვეყნების ყველა ცალკეული ბანკის ერთიან მსოფლიო ბანკში გაერთიანებას ითვალისწინებდა.

1982 წელს წამყვანი საბანკო სახლები, უოლ სტრიტი და ამერიკის მთავრობა მივიდნენ ერთ დასკვნამდე, რომ თითოეული მევალე ქვეყნისთვის შეექმნათ უკიდურესი ზეწოლა, რათა ამოეღოთ დავალიანება, რაც პრაქტიკულად უნდა განეხორციელებინა "კისინჯერ ასოშიეიტს ინკს" (პრეზიდიუმის შემადგენლობაში შედიოდნენ: ნავთობის მაგნატი და ინსტიტუტის პრეზიდენტი ასპე რობერტ ო. ანდერსონი, ტეტჩერის მთავრობის ყოფილი საგარეო მინისტრი ლორდი კარინგტონი და ლორდი ოფ იპსდენი, "ინგლისური ბანკისა" და ბანკის სახლის დირექტორი ს. გ. ვარბურგი).

სსფ, ფედერალური სარეზერვო ბანკი და ინგლისის ბანკი ჩაფიქრებული იყო როგორც "მსოფლიო საფინანსო პოლიცია", რომელსაც უნდა ეტვირთა საფინანსო დავალიანებათა ამოღება. სსფ-ის დავალიანების ყველა ოპერაციის ცენტრალურ პუნქტში დადგენისა და მისი მკაცრი პირობების (დადგენილებების) იდეა ამერიკაში დაიბადა. პირობები, რომლებსაც სსფ კარნახობდა, შემუშავებულ იქნა სსფ-ის წარმომადგენლის ირვინგ ფრიდმანის მიერ (მოგვიანებით ამისთვის მან სიტიბანკშიც მაღალი მდგომარეობა მიიღო).

ფონდის სახსრებს სხვადასხვა სახელმწიფოებს სთავაზობენ, როგორც ერთგვარ სატყუარას. იმის შემდეგ, თუ როგორ განიხილება ამა თუ იმ ქვეყნის სიტუაცია და შეფასდება მისი სიძნელეები, გამოიცემა რეკომენდაციები, რომლებიც უსიტყვოდ უნდა შეიცვალოს. ამრიგად, მევალე ქვეყანა, თუკი მას სურს კვლავ მიიღოს კრედიტი უცხოეთის ბანკიდან, იძულებული ხდება შეამციროს თავისი იმპორტი აბსოლუტურ მინიმუმამდე, მკვეთრად შეამციროს სახელმწიფო ხარჯები, ხოლო, უპირველეს ყოვლისა, ყველა სუბსიდია ძირითად სასურსათო საქონელზე და ამგვარ დამხმარე საშუალებებზე. ეს კეთდება ქვეყანაში სოციალური უძლურების დამყარების მიზნით.

ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნაა ადგილობრივი ვალუტის დევალვაცია. ამის შედეგად სავარაუდოა, რომ საკუთარი ექსპორტი მსოფლიო ბაზარზე უფრო ფასიანი და მიმზიდველი გახდება. სინამდვილეში კი იმპორტული საქონელი ძვირდება და აქედან გამომდინარე, დავალიანება იზრდება. ეს იყო პირველი ნაბიჯი.

მეორე ნაბიჯია მოცემული ქვეყანა ჩაითრიო დავალიანების მსოფლიო პროგრამაში. ამ მიზნით ბანკ-კრედიტორებს განაღდებული აქვთ დიდი უფლებების პერსპექტივა მოცემულ ქვეყანაში. ამასთან ერთად გამოითვლება ყველა თანდათან მზარდი პროცენტი და ამორტიზაცია. მსხვილი კერძო ბანკების სამსახურში სსფ გადაიქცა საერთაშორისო ფინანსურ პოლიციად. ქვეყნებს ერთმანეთის თანმიმდევრობით უხდებათ შეეჯახონ დავალიანების გადახდის პირობებს, რომლებსაც მათ სსფ და დიტჩლის საბანკო ჯგუფი უყენებს.

მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით1980-1986 წლებში კერძო ბანკ-კრედიტორებმა 109 მევალე ქვეყნიდან მიიღეს პროცენტული მოგება 326 მილიარდი დოლარის ოდენობით. ამავე დროს, დაბრუნებული იყო 332 მილიარდი. ამგვარად, შემოვიდა 658 მილიარდი დოლარი, თუმცა თავდაპირველი დავალიანება მხოლოდ 430 მილიარდი იყო. დამატებით 109 ქვეყანა კვლავ რჩებოდა ბანკ-კრედიტორების მევალედ და მათ უნდა გადაეხადათ 882 მილიარდი.

შეტანილი თანხის წარმოუდგენლად აწეული პროცენტულობისა და გაუარესებული გაცვლითი კურსის ერთობლივი მოქმედება კერძო ბანკებს ფულისა და დავალიანების დაუსრულებელი წრებრუნვის შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს.



Комментариев нет:

Отправить комментарий