ღმერთი

ღმერთი

пятница, 28 марта 2014 г.

უფლის საფლავის თავზე იერუსალიმის პატრიარქი კელიაშია გამოკეტილი და მთელი მსოფლიო დუმს...


ეს გახლდათ პირველი შემთხვევა იერუსალიმის საპატრიარქოს ისტორიაში, როცა პატრიარქი ჩამოაგდეს თავისი ტახტიდან.

უნეტარესი ირინეოსი იერუსალიმის 140–ე პატრიარქია და დღემდე რჩება ასეთად, რამეთუ მის წინააღმდეგ განხორციელებული შეთქმულება უკანონოა.მოგეხსენებათ პირველი პატრიარქი თავად უფლის ხორციელი ძმა, იაკობი გახლდათ.

ირინეოსი ცნობილია,როგორც ანტიეკუმენისტი და მასონთა წინააღმდეგ მებრძოლი ჭეშმარიტი მოძღვარი. მისი გამოსვლები და მხილებანი აშკარად არ შედიოდა მსოფლიო ბატონების გეგმებში და ხელს უშლიდა მათი ზრახვების განხორციელებაში.

შეთქმულების მთავარი შემსრულებელი გახდა ეხლანდელი ე.წ.პატრიარქი თეოფილე III,რომელიც ზუსტად იმ 2005 წლის თებერვალში,თავად ირინეოსმა ეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა. ეს გახლავთ პატრიარქი,რომელიც „საყოველთაო სიყვარულის "საფარველით გაერთიანებულ, ეკუმენისტურ წირვა–ლოცვებს ატარებს წარმართებთან ერთად.

პატრიარქ ირინეოსს ორი არჩევანის საშუალება მიეცა: ან უნდა დაეტოვა კელია,შერცხვენილს და დამორჩილებულს,ან დარჩენილიყო ტყვეობაში პატრიარქად,რომელმაც არ ცნო უკანონო გადაწყვეტილება და არ აღიარა თავი გადაყენებულად.მან ,როგორც ჭეშმარიტმა ღვთისმსახურმა და სამაგალითო მართლმადიდებლმა,უყოყმანოდ აირჩია მეორე გზა,ეკლიანი,მაგრამ უფლის სიყვარულით განპირობებული და ერთადერთი სწორი.მას პატიმრობა არ აკმარეს და კარ–ფანჯარა გისოსებით ამოურაზეს,რათა იმ უამრავ ადამიანს,რომელსაც უყვარს ირინეოსი და დადიოდნენ მასთან,აღარ ჰქონოდათ მისი ნახვის საშუალება.მოგვიანებით მას წყალი და ელექტროენერგიაც გადაუკეტეს,რათა პატრიარქი მძიმე პირობების გამო გლობალისტებს დანებებოდა და დამარცხება ეღიარებინა.

ეს ხდება კელიაში,რომელიც პირდაპირ მაცხოვრის საფლავის თავზე მდებარეობს.ადამიანები დადიან წმინდა ადგილას,ლოცულობენ,ყიდულობენ სუვენირებს და ბევრმა არც კი იცის,რომ მაცხოვრის საფლავის თავზე,გისოსებიან კელიაში იერუსალიმის ნამდვილი პატრიარქია გამოკეტილი.

ირინეოსმა დახმარებისათვის მსოფლიოს პატრიარქს,კონსტანტინოპოლისეპისკოპოსს ბართოლომეოს მიმართა.ბართოლომეომ მას დახმარება აღუთქვა და სტამბულში ჩასვლა სთხოვა.სტამბულში ჩასულ ირინეოსს ბართოლომეომ დახმარების სანაცვლოდ ქვეყნის საზღვრებს გარეთ იერუსალიმის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული 19 ტაძრის გადაცემა მოითხოვა,რაზეც რა თქმა უნდა სასტიკი უარი მიიღო.

და მოხდა ის, რაც უკვე მოგახსენეთ.იერუსალიმის პატრიარქს ცილი დასწამეს სამშენებლო მიწის ნაკვეთების ებრაელთათვის მიყიდვაში და პატრიარქობიდან გადააყენეს.რამდენადაც ცნობილია,სერბეთის პატრიარქი პავლე, საქართველოს პატრიარქი ილია II და რამდენიმე სხვა წინააღმდეგი იყვნენ ამ უკანონო გადაწყვეტილების,მაგრამ სამწუხაროდ ვერ აღუდგნენ წინ მსოფლიო პატრიარქის განაჩენს.მინდა მჯეროდეს,რომ მათი სიჩუმე გამამართლებელი მიზეზებით იყო განპირობებული.ერთადერთი,ვინც ხმამაღლა გამოთქვა პროტესტი და დღემდე არ ეგუება ამ გადაწყვეტილებას,ანტიოქიის პარიარქი გახლავთ.

მოგვიანებით ისრაელის სასამართლომ ირინეოსი სრულიად უდანაშაულოდ ცნო და მის წინააღმდეგ განხორციელებული ცილისწამება აღიარა,თუმცა ის დღემდე უკანონო პატიმრობაში რჩება.ხოლო,ის მღვდელმსახურნი,ვინც პატრიარქ ირინეოსის ერთგულნი დარჩნენ,ისეთ ადგილებში გაამწესეს,რომ ადამიანს მათი პოვნაც კი გაუჭირდება.(ჩრდილოეთ სირიაში,ავსტრალიაში და ა.შ )

2005 წლის შემდეგ საბერძნეთი ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და ისეთ კატასტროფამდე მივიდა,რომ ფაქტიურად სუვერენიტეტი უკვე დაკარგული აქვს.ბერძნები თვლიან,რომ ირინეოსის უკანონო ჩამოგდების გამო,რომლის წინააღმდეგ შეთქმულებაშიც უმეტესწილად ბერძენი ეპისკოპოსები და მღვდელმსახურნი მონაწილეობდნენ,ისინი ღვთისგან ისჯებიან.ერთ–ერთი მღვდელმსახური იერუსალიმშიც კი ჩავიდა და თეოფილეს ყველაფრის სასწრაფოდ უკან დაბრუნება და პატრიარქ ირინეოსის აღდგენა მოსთხოვა,თუმცა უშედეგოდ.

უნეტარეს ირინეოსზე მსოფლიოში უამრავი ჭორი გაავრცელეს.თითქოს ის გარდაიცვალა,ან თითქოს მას ფსიქიკური პრობლემები აქვს და ა.შ.

სინამდვილეში,ის დღესაც მხნედ არის და არ აპირებს მასონთა,გლობალისტთა და ეკუმენისტთა ჭკუაზე სიარულს და რჩება ერთგული ღვთისა და ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისა.

მე,ერთი დიდად ცოდვილი,უმცირესთაგანი მართლმადიდებელი ქრისტიანი სოლიდარობას ვუცხადებ იერუსალიმის ნამდვილ პატრიარქს,უნეტარესს ირინეოსს და მოვითხოვ დაუყოვნებლივ მის განთავისუფლებას და სრულად აღდგენას საპატრიარქო ხარისხში.

ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს მოგიწოდებთ სოლიდარობა გამოუცხადოთ უნეტარეს ირინეოსს.

გთხოვთ,გაავრცელეთ ეს მიმართვა,რათა ყველამ იცოდეს სიმართლე და გაიზიაროს სოლიდარობა !

გამაოგნებელია,უფლის საფლავის თავზე იერუსალიმის პატრიარქი კელიაშია გამოკეტილი და მთელი მსოფლიო დუმს.

დიდება შენს მოთმინებასა,უფალო იესო !

ამოვიღოთ ხმა,მართლმადიდებლებო,თორემ ეს უდიდესი მკრეხელობა ყველას მოგვეკითხება,ოდეს მოვა უფალი დიდებითა თვისითა.თუნდაც იმ მცირე პროტესტით,როგოც შეგვიძლია !!!


http://orthodox.do.am/publ




  



Комментариев нет:

Отправить комментарий