ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 30 марта 2014 г.

საიენტოლოგიის ეკლესია.(57)

მეტად საინტერესო წარსული აქვს არც თუ ისე დიდი ხნის წინ გარდაცვლილ ლ. რონ ჰაბარდს, რომელიც საიენტოლოგიის ეკლესიის დამაარსებელი გახლავთ. რადგან წინამდებარე წიგნი ჩვენს გარშემო მიმდინარე მოვლენების მიზეზთა ძიებას ეძღვნება, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ ორიოდ სიტყვით შევჩერებულიყავით ლ. რონ ჰაბარდის ისტორიაზე, ვისი ორგანიზაციაც საზოგადოებაში განსაკუთრებულად ძლიერაა განტოტვილი.

ადამიანის აზროვნების კონტროლის ამერიკული პროგრამის MK-ULTRA-ს არსებობის პირველ დღეებში, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს ყოფილ ამერიკელ საზღვაო ქვეით ოფიცერს რონ ჰაბარდს, იმ მიზეზით, რომ საზღვაო ქვეითი ჯარისკაცები საიდუმლო დავალებებს ასრულებდნენ. ეს იყო გამოკვლევები ადამიანის აზროვნების სფეროში. იმის შემდეგ, რაც ჰაბარდმა უარი განაცხადა სახელმწიფო გამოკვლევებში მოანწილეობაზე და კონტროლის სფეროში მომუშავე ფსიქიატრებთან გადავიდა, მან გამოაქვეყნა წიგნი "დიანეტიკა - თანამედროვე მეცნიერება სულის ჯანმრთელობაზე", რომელშიც სულიერ თავისუფლებასა და ერთიანობას, კაცობრიობის თანდაყოლილ უფლებად აცხადებდა.

წიგნი ბესტსელერი გახდა და ჰაბარდის "აუდირების ტექნიკა" წარმატებულად გამოცხადდა. სულიერი თვისუფლების მისაღწევად ჰაბარდის მიერ გამოყენებული ცალკეული საშუალებები ტიპიური იყო იმისა, რასაც მთავრობა კაცობრიობის დასამონებლად იყენებდა. ჰაბარდის მიერ აღწერილი მეორე ტექნიკა თავისი არსით წარმოადგენდა აზროვნებაზე კონტროლის მეთოდების წინააღმდეგობის საშუალებას, რომელიც MK-ULTRA-ში დამუშავდა.

აშშ-ს მთავრობამ ამის შემდეგ ჰაბარდის წინააღმდეგ არნახული ცილისმწამებლური კამპანია დაიწყო, რომელსაც სათავეში ცსს-ს აზროვნებაზე კონტროლის განყოფილება ედგა. იმ დროისთვის ჯერ კიდევ ახალგაზრდა ავტორმა აღმოაჩინა (შესაძლოა გაუცნობიერებლადაც) ცივი ომის საიდუმლოებათა საგულდაგულოდ დაცული გასაღები. მისი კანტორა გატეხეს და გაიტაცეს ერთი დოკუმენტი, რომელშიც აღწერილი იყო აზროვნებაზე იმ კონტროლის მექანიზმი, რასაც დღეს "ფსიქოტრონიკას" უწოდებენ.

მიუხედავად ამისა, ჰაბარდი არ ყოფილა მთლად უწყინარი კრავი, რაც საიენტოლოგიის ეკლესიის წარმოუდგენელი გავლენით დასტურდება. რა თქმა უნდა, ლ. რონ ჰაბარდმა იცოდა ზოგიერთი მნიშვნელოვანი ამბები, რომლებიც ნათელს ჰფენდა მსოფლიოში მომხდარ მოვლენებს, რადგან მან თავისი "სამაგისტრო წლები" არა მარტო კალიფორნიაში, ალისტერ კროულის ცენტრში გაატარა, რომელსაც "თელემის ეკლესია" ეწოდება, არამედ თავისუფალ კალატოზთა შოტლანდიური წრის 33-ე ხარისხსაც კი მიაღწია და სავარაუდოდ ილუმინატების გრადუსიც მოიპოვა.

მას შემდეგ, რაც სწავლების პროცესში მას მიანდეს მართვის პრინციპები, ჰაბარდმა მთავრობასთან ერთად დაიწყო გამოყენება იმ ხერხებისა, რომლებიც მთელი ხალხის წინააღმდეგ იყო მიმართული. რონ ჰაბარდს ეს თავისი საიენტოლოგიური ორგანიზაციის იერარქიულ სისტემაში მოსაქცევად სჭირდებოდა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ საიენტოლოგიის ეკლესიის წევრი იყო ელვის პრესლის ქალიშვილიც, რომელიც, როგორც ცნობილია, ცოლად მაიკლ ჯეკსონს გაჰყვა.



Комментариев нет:

Отправить комментарий