ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 30 марта 2014 г.

პირველი მსოფლიო ომის მიზეზები .(14)

პირველი მსოფლიო ომის მიზეზებს ბევრი ავტორიტეტული გამოკვლევა მიეძღვნა, მაგრამ ჰელზინგი საყოველთაოდ ცნობილი ფაქტების შესახებ სრულიად ახალ ინტერპრეტაციას იძლევა. კერძოდ, ის მიუთითებს: გერმანელ სახელმწიფოთა კავშირმა ბისმარკის დროს დაარღვია "ძალთა თანაფარდობა", რომელიც შენარჩუნებული იყო ევროპაში თითქმის 200 წელი. 1871 წლამდე ევროპის კონტინენტზე ერთპიროვნულად ბატონობდა ინგლისი. თუმცა უმაღლეს ხელმძღვანელობას დრო და დრო ხან ესპანეთი მიიტაცებდა, ხან საფრანგეთი, მაგრამ საბოლოოდ ინგლისი უცილობლად იმარჯვებდა. გერმანიის გაძლიერება, კოლონიების შეძენითა და სამხედრო ძლიერების გაზრდით, ილუმინატებისათვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა, როგორც ეკონომიკური, ასევე სამხედრო თვალსაზრისით.

უკუქმედების საშუალებების ძებნაში, საერთაშორისო ბანკირები, რომლებმაც იმ დროისთვის უკვე მთლიანად გამორიცხეს გერმანია თავისი ეკონომიკური განვითარების პროგრამიდან, ცდილობდნენ დაერთგუნათ და გაეკონტროლებინათ იგი. 1894-1907 წლებში სახელმწიფოებს შორის დაიდო მთელი რიგი შეთანხმებები, რომელთა ჩარჩოებშიც რუსეთი, საფრანგეთი, ინგლისი და სხვა სახელმწიფოები, გერმანიასთან ომის შემთხვევაში, გაერთიანდებოდნენ.

"კომიტეტ 300"-ს დაევალა შეემზადებინა I მსოფლიო ომის სცენა... "მრგვალი მაგიდის" ჯგუფიდან შეიქმნა მოწინავე ორგანიზაცია "RIIA" (საგარეო საქმეთა სამეფო ინსტიტუტი - Royal institute for international. ცნობილია აგრეთვე "ჩეტემ-ჰაუზის" სახელწოდებით). მის დამაარსებელთა შორის იყვნენ ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან: ალბერტ ლორდ გრეი, ლორდ ტოინბი, მწერალი ჰ. ჯ. უელსი, "მრგვალი მაგიდის" ხელმძღვანელი ლორდი ალფრედ მილნერი, აგრეთვე ე.წ. გეოპოლიტიკის დამფუძნებელი ჰ. ჯ. მაკკინდერი.

RIIA-მ "კომიტეტ 300"-დან მიიღო დავალება გულმოდგინედ გამოეკვლია რა სახის სცენარით შეიძლებოდა ამ ომის დადგმა. ეს მისია პირადად დაეკისრათ ლორდ ნორტკლიფსა, ლორდ როტმერს (ორივე"კომიტეტ 300"-ის წევრი გახლდათ) და არნოლდ ტონბის MI 6-დან. გამოკვლევები მიმდინარეობდა "ველინგტონ ჰაუსში", სადაც შედგა სხდომები ცნობიერების შტურმით დაპყრობის პრინციპით. უნდა დამუშავებულიყო ისეთი ხერხები და ძიება წარმართულიყო ისეთი გზით, რომ შესაძლებელი გამხდარიყო საზოგადოებრივი აზრის შემობრუნება, რათა მოსახლეობას თვითონ მოეთხოვა ომის დაწყება.

იქ ამერიკელი"სპეციალისტებიც" მონაწილეობდნენ, მაგალითად, ედუარდ ბერნზი და უოლტ ლიპმანი. ლორდმა როტმერიმ თავისი გაზეთი გამოიყენა ინსტრუმენტად რათა მოსახლეობაზე "სოციალური კონდიციონირების" მათეული ტექნიკა გამოეცადა. 6 თვის საგამომცდელო ვადის შემდეგ, ზუსტად განისაზღვრა, რომ საზოგადოებრივი აზრის 87% უკვე ჩამოყალიბებული იყო და ყველაფერს აღიქვამდა ყოველგვარი რაციონალური ან კრიტიკული მიდგომის გარეშე. ეს სწორედ ის გახლდათ, რასაც მოელოდნენ. თანაც, ინგლისის მუშათა კლასზე პროპაგანდის რაფინირებული ხერხებით მოქმედებდნენ.
მშრომელები სრულებით არ უფიქრდებოდნენ იმას, რომ მათ მოუხდებოდათ საკუთარი შვილის სასიკვდილოდ გაგზავნა.

ოკეანის გაღმა 26-ე ამერიკელმა პრეზიდენტმა, თეოდორ რუზველტმა, 1912 წელს საარჩევნო პროგრამაში განაცხადა: "ხილული ხელისუფლების უკან, ტახტზე ზის უხილავი ხელისუფლება, რომელიც სრულებით არ ენდობა ხალხს და არავის პასუხისმგებლობას არ იღებს საკუთარ თავზე. ამ უხილავი ხელისუფლების განადგურება, კორუმპირებული საქმიანობისა და კორუმპირებული პოლიტიკოსების უღმრთო კავშირების დარღვევა - აი, რა არის სახელმწიფო მოღვაწის ამოცანა" (დიტერ რიუგჰებერგი: "საიდუმლო პოლიტიკა", გვ.: 75)

Комментариев нет:

Отправить комментарий