ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 30 марта 2014 г.

იაპონია და მასონობა.(56)

იაპონიის შესახებ ჰელზინგი წერს: "იაპონია წარმოადგენს იმ ქვეყანას, სადაც ყველაზე მეტად არის წინ წამოწეული გლობალური ცვლილებებისთვის მზადება, რომელიც ტექნოლოგიათა განვითარებაში არის ასახული. იაპონიის ხელმძღვანელობა წარმოდგენილია "სამმხრივ კომისიაში", მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ იაპონია 100%-ითაა ინფილტრირებული. იაპონიის ელიტა იმდენად ძლიერადაა გადახლართული საიდუმლო ლოჟებში, რომ ანგლო-ამერიკელი მულტიმილიონერებისთვის დღემდე შეუძლებელია საკუთარი გავლენა მოახდინონ იაპონიის ეკონომიკის ძლიერებაზე. ეს საკმაოდ ნათლად ჩანს წიგნში, რომელიც დაწერეს დირექტორმა სონი აკიო მონიტომ და იაპონიის წამყვანმა პოლიტიკოსმა შინტარო ოშიხარამ, სათაურით "იაპონია, რომელსაც შეუძლია თქვას, "არა"".

ამ წიგნს, რომლის გავრცელება თავდაპირველად მხოლოდ ქვეყნის შიგნით იყო განზრახული, საოცრად ძლიერი აფეთქების ძალა აღმოაჩნდა. მასში აშშ დახასიათებულია როგორც უღირსი მეგობარი, როგორც რასისტული სახელმწიფო და მკაფიოდ შეინიშნება, რომ იაპონია აპირებს სამაგიერო მიუზღოს მას კაპიტულაციით თავსმოხვეული პირობებისთვის.

წიგნის ავტორი იაპონიის თვალთახედვით აშშ-ს აღწერს როგორც მერყევ, შიგნიდან ხრწნად მომაკვდავ კოლოსს, მის თავზე მოფრიალე ვარსკვლავებითა და ზოლებით. იაპონელთა თქმით იაპონიამ ამერიკის ეკონომიკას დე-ფაქტოდ უკვე აიძულა მიეღო კაპიტულაცია. ოშიხარამ და მორიტამ თავიანთი წიგნით გვამცნეს შეულამაზებელი სიმართლე, რომლის შესახებაც, მეტნაკლებად გავლენიანი იაპონელი ბიზნესმენები უკვე დიდი ხანია ბედავენ ვიწრო წრეში ჩუმად საუბარს.

"მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკელი საჰაერო ძალები გერმანიაში სამოქალაქო ობიექტებს ბომბავდნენ, მაგრამ უკვე კაპიტულაციისთვის გამზადებულ იაპონიაში, გამოცდის მიზნით, ორი ატომური ბომბი ჩამოაგდეს (ჰიროშიმასა და ნაგასაკიში). ეს იყო რასიზმის საზიზღარი გამოვლინება.

ეს მოსაზრება განმტკიცებულია იაპონიის გამოჩენილ მოღვაწეთა გამონათქვამებით. ისინი ამერიკის ეკონომიკის კრახს განიხილავდნენ როგორც შურისძიებას ჰიროშიმასა და ნაგასაკისთვის. მაგალითდ, ერთ-ერთი მათგანი ასე ჟღერდა: "იაპონია ამერიკასთან ომის მდგომარეობაშია. ჩვენი მოვუგებთ ამერიკას ეკონომიკურ ომს, და ასე გადავუხდით მათ სამაგიეროს იმისთვის, რომ ოდესღაც დავკარგეთ ჩვენი ღირსება წყნარი ოკეანის რეგიონში".

"უოლ-სტრიტ ჯორნალის" თნახმად მსოფლიოს 100 უმსხვილესი ბანკის თითქმის მესამედი და ხუთი წამყვანი სადაზღვევო საზოგადოებიდან ოთხი, იაპონელებს ეკუთვნის. იაპონელების საკუთრებას წარმოადგენს ახალი ზელანდიის უძრავი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი. ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე სასტუმროებისა და კონცერნების დიდი ნაწილი, ასევე კანადის ტყეების უდიდესი ნაწილი. რამდენად ღრმად აკონტროლებენ და საკუთარი მიზნებისთვის როგორ იყენებენ იაპონელებს ილუმინატები, ამას მხოლოდ მომავალი გვიჩვენებს.

არის კიდევ ერთი ორგანიზაცია, რომელიც გარეგნულად სულ სხვა სახით წარმოგვიდგება, ვიდრე იგი სინამდვილეშია. ეს გახლავთ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). ანტონ ჩაიტკინისა და ჯესიკა პრიმაკის სიტყვით USAID "დაძაბულობის სტრატეგიაში" მოქმედებს არა მხოლოდ როგორც ცსს-ს საჯაშუშო ოპერაციების ტრადიციული საფარი, არამედ მთლიანად არის პასუხისმგებელი მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მიმდინარე კონფლიქტების ანგლო-ამერიკულ წარმომავლობაში.

მაგალითად, არსებობს USAID-ის პროგრამა 300 მილიონი ამერიკული დოლარის ბიუჯეტით, რომელიც მიმართულია ე. წ. მესამე მსოფლიოს ქვეყნებში შობადობის კონტროლისკენ და რომლის მთავარი მიზანია ფერადკანიანი მოსახლეობის სტერილიზაცია.



Комментариев нет:

Отправить комментарий