ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 30 марта 2014 г.

სამეფო ოჯახის მკვლელობა.(17)


როგორც მღვდელი როდიონი წერს: "ახლა უკვე ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ მეფისა და მისი ოჯახის დახვრეტა მსოფლიო მასონების მიერ იყო სანქცირებული და აღსრულდა მათი ყურმოჭრილი მსახურების - ლენინისა და სვერდლოვის თაოსნობით. გარდა ამისა, ცნობილია, რომ მასონურმა ძალებმა მართლმადიდებელი მეფე და მისი ოჯახი უბრალოდ კი არ მოკლეს, არამედ რიტუალურად შეწირეს სატანას. ეკატერინბურგში, იპატიევების სახლში, შენობაში, სადაც მოხდა დანაშაული, კედლებზე აღმოჩენილია წარწერა გერმანულ ენაზე: "სწორედ ამ ღამეს დაჰკლეს ბალთაზარი მისმა ყრმებმა". იმ ოთახის სამხრეთის კედელზე დახაზულია ოთხი კაბალისტური ნიშანი. ბრიტანეთის მუზეუმში ინახება ენელის ბროშურა - "მსხვერპლი", რომელშიც ამ ნიშნების შესახებ ნათქვამია: "აქ საიდუმლო ბრძანებით მეფე მსხვერპლად შეწირეს სახელმწიფოს დანგრევას, რაც მთელმა ხალხმა შეიტყო".

როგორც შაფარევიჩი წერს თავის ნაშრომში "რუსოფობია", ნიკოლოზ II ისე დახვრიტეს, როგორც შეეფერებოდა მეფეს. ამ რიტუალური აქტით გაიმიჯნა რუსული ისტორიის მრავალსაუკუნოვანი ეპოქა, ასე რომ ეს შეიძლება შევადაროთ მხოლოდ კარლ I-ის დასჯას ინგლისში, ან საფრანგეთში - ლუდოვიკო XVI-ის დასჯას.

მეფის ოჯახის დახვრეტას პირადად ხელმძღვანელობდა იაკობ იუროვსკი; ადგილობრივი საბჭოების თავმჯდომარე იყო ბელბოროდოვი (ვაისბერგი), საერთო ხელმძღვანელობის წარმომადგენელი ეკატერინბურგში იყო შაია გოლოშჩოკინი.

ვუბრუნდებით რა მეფისა და მისი ოჯახის გამცემლურ ისტორიას, ვიხსენებთ წამებული მეფის სიტყვებს ამ ბოლო დროის შესახებ: "ირგვლივ ლაჩრობა, ღალატი და სიცრუეა".

როგორც მ. ნაზაროვი წერს: "ღალატის სიღრმესა და საზოგადოების გახრწნაზე მიგვითითებს ის, რომ მეფეს მაშინ უღალატა თითქმის მთელმა უმაღლესმა გენერალიტეტმა, მათ შორის, მომავალი თეთრი არმიის დამფუძნებელმა გენერალმა ალექსეევმა და გენერალმა კორნილოვმა, რომელსაც წილად ხვდა ეცნობებინა მეფისთვის და მისი ოჯახისთვის დროებითი მთავრობის დადგენილება დაპატიმრების შესახებ".

ა. ი. რუჩკოვის ინიციატივით მასონობას ეზიარნენ: გენერალი ვ. ი. გურკო, მ. ვ. ალექსეევი, ნ. ვ. რუზსკი, ა. მ. კრიმოვი, ა. ა. მანიკოვსკი. მეფეს ხელმწიფის დინასტიის წევრებმაც კი უღალატეს. უღალატა მას დიდმა თავადმა, რომელიც შემდგომ საზღვარგარეთის ყრილობაზე "ბელადად" აირჩიეს (ის აქეზებდა მეფეს გადამდგარიყო); უღალატა მას მეორე დიდმა თავადმაც, რომელმაც ემიგრაციაში მიიღო იმპერატორის ტიტული (1917 წლის 1 მარტს. ის გამოცხადდა სახელმწიფო დუმაში და წარუდგინა მათ რევოლუციური მთავრობის გვარდიის ეკიპაჟის ოფიცრები და მეზღვაურები).

Комментариев нет:

Отправить комментарий