საშიში ურთიერთობების შესახებ.
წმ. ეფრემ ასური
1. ძმებო, უნდა ვუფრთხილდეთ ბოროტ რჩევებს. ორი კაცი ბრწყინვალე სამოსში გამოეწყო და ბაზარში წავიდა. ერთი მათგანი ძირს არ იხედებოდა – წაბორძიკდა, ტალახში ჩავარდა და ძვირფასი ტანსაცმელი მთლიანად გაესვარა. ის შურის გამო მაშინვე შეეცადე თავისი მოყვასიც ტალახში ჩაეგდო, რომ მარტო თვითონ არ ყოფილიყო სამარცხვინო მდგომარეობაში. ამჟამად ბევრნი იქცევიან ასე: განვარდებიან სათნოებისგან და ცდილობენ სხვებიც დაამხონ, რომ მხოლოდ თვითონ არ განიცდიდნენ სირცხვილს. ამასთანავე ისინი თავმდაბლურად საუბრობენ და ცბიერებით პასუხობენ, რომ მათი მიმნდობნი თანდათანობით გადახარონ ჯანსაღი განსჯისაგან და იმავე ორმოში ჩააგდონ. და როდესაც ისინი უჯეროდ იქცევიან, არა მხოლოდ სირცხვილი არ აწუხებთ, არამედ მოყვასს ასე მიმართავენ: "რა არის აქ საშიში, ჩვენ მაინც ცოდვილები ვართ. ნუთუ არ იცი, როგორ ხდება ხოლმე: თუ არ შესცოდე, ვერც მოინანიებ". როცა ისინი ამ სიტყვებს ან რაიმე ამგვარს ამბობენ, არ რცხვენიათ. რატომ? იმიტომ, რომ, როგორც ვთქვი, თავად დაეცნენ და წამოდგომა არ სურთ. პირიქით, ისინი მრავალ ადამიანს უბიძგებენ დაცემისა და სიბილწისკენ – როგორც სატყუარები ეშმაკის ანკესზე. ისინი განსაკუთრებით მერყევი სულების მოტყუებას და იმავე დასაღუპავში ჩაგდებას ცდილობენ. ამიტომ გაფრთხილდი, საყვარელო ძმაო, რომ არ გაცდუნონ ცბიერი სიტყვებით და თავისთან არ გაგიტაცონ მარადიულ ცეცხლში.
2. ერთხელ ერთი ძმა მეორეს უფლის მოძღვრებას ასწავლიდა. ამ დროს სხვა ძმამ ახლოს ჩაიარა და იმან, ვინც ასწავლიდა, უთხრა იმ სხვა ძმას: – აი, ვასწავლი ძმას, მას კი არ სურს მომისმინოს. – აუცილებლად უნდა მოგისმინოს, – უპასუხა მან. – რადგან, შემინდე, შენგან რაიმე ცუდიც რომ გაიგონოს და აღასრულოს, მისთვის მაინც სასიკეთო იქნება. – არავითარ შემთხვევაში! – შეეპასუხა პირველი. – მან არ უნდა დამიჯეროს, ვიდრე არ დარწმუნდება, რომ ეს სათნოა ღვთისთვის. და არა მხოლოდ მე, წინასწარმეტყველსაც კი არ უნდა დაუჯეროს, თუკი ის ღვთის ნების საწინააღმდეგოს ურჩევს რაიმეს, რადგან ნათქვამია მოციქულის მიერ: "არამედ დაღათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარეთ თქუენ, შეჩუენებულ იყავნ!" (გალატ. 1,8). და ვინ იყვნენ ისინი, ვინც სუსანას დაუპირისპირდნენ ბაბილონში? განა მოხუცებულნი არ იყვნენ? და არა მხოლოდ მოხუცებულნი, არამედ მსაჯულნი და ხალხის წინამძღოლნი! და საკუთარი თავისადმი უკრძალველობის გამო რით დაამთავრეს მათ? მათმა დამსახურებებმაც ვერაფერი უშველა. იფხიზლე, ძმაო, და ეკრძალე შენს თავს, რადგან ეშმაკის ხრიკები მრავალგვარია. როგორც კი შეამჩნევს მტერი, რომ რომელიმე ძმა საღვთო საქმეში წარემატება, მაშინვე მიმართავს მის წინააღმდეგ სხვა ძმას, ყველაზე დაუდევართაგანს. ის დაიწყებს მის შეურაცხყოფას უსამართლოდ და უმიზეზოდ, რომ მოღვაწე ჩააგდოს მრისხანებასა და გულღვარძლიანობაში და ამით გადაუღობოს გზა სათნოებისკენ და უბიძგოს დაცემისკენ. და თუკი მტერი დაინახავს, რომ ძმა მოთმინებით იტანს შეურაცხყოფას და ლოცულობს შეურაცხმყოფელისთვის, მაშინ სხვაგვარად ისწრაფვის მის დამხობას. ის ცდილობს მოღვაწე დაამეგობროს ვინმე უყურადღებოსთან და თავქარიანთან. შემდეგ ამ მეგობრობის საშუალებით ის შეაშფოთებს მის გულისსიტყვებს, შეურევს მათში ტკბილვნებობას და ასე ნელ-ნელა მიიყვანს მას უგრძნობელობამდე. ხოლო ის, ვინც ღვთისმოშიშია, ზეციდან გარდამომავალი სიბრძნის გარდა არაფერს შეიყვარებს; და ამ სიბრძნის შესახებ დაწერილია: "ხოლო ზეგარდამოჲ სიბრძნე პირველად სიწმიდე არს და მერმე მშვიდობაჲ" – და სხვ. (იაკ. 3,17).
პატერიკიდან
აბბა აგათონმა თქვა: ძალიანაც რომ მიყვარდეს ადამიანი, თუკი მივხვდები, რომ ცოდვისკენ მივყავარ, მაშინვე შევწყვეტ მასთან ურთიერთობას.
აბბა ისაია
თუკი გსურს შეუდგე ჩვენს უფალს იესო ქრისტეს და მასთან ჯვარს აცვა შენი ძველი კაცი, უარი უნდა თქვა მათზე, ვისაც სურს ჯვრიდან ჩამოგხსნას, და უნდა მოამზადო საკუთარი თავი იმისთვის, რომ მოითმინო შეურაცხყოფა და ჰმადლობდე მათ, ვინც შეურაცხგყოფს.
წმ. ანტონი დიდი
როგორც უვარგისი წყალი ყველაზე საუკეთესო ღვინოებს გამოუსადეგარს ხდის, ასევე ბოროტი საუბრები რყვნიან ისეთ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრებითა და ზნეობით სათნონი არიან.
წმ. იოანე ოქროპირი
ადამიანური უძლურება იმგვარია, რომ როდესაც კეთილი კაცი ბოროტთა საზოგადოებაში შედის, თვითონაც ბოროტი ხდება, ხოლო ბოროტნი იშვიათად ხდებიან კეთილნი.
წმ. ტიხონ ზადონელი
საცდური უფრო ხშირად ორგვარად წარმოიშობა: პირველი – განმრყვნელი და ღვთის სიტყვის საწინააღმდეგო სწავლებით, რასაც ავრცელებენ მწვალებლები და სხვა ცრუმორწმუნეები; მეორე – საცდური მოაქვს იმასაც, ვინც ღვთის სიტყვის საწინააღმდეგოდ ცხოვრობს და თავის ძმობასთან განმხრწნელად იქცევა. როგორც კეთილი, ასევე ბოროტი მაგალითი ერთისა ეკვეთება მეორის გულს სმენის ან მხედველობის საშუალებით; კეთილი სიკეთისკენ, ხოლო ბოროტი ბოროტებისკენ აღძრავს მხედველს ან მსმენელს. საცდური შავი ჭირივითაა, რომელიც ერთ ადამიანში იწყება და მრავალ ახლო მცხოვრებს გადაედება და კლავს. ასევეა განმხრწნელი სწავლება – ერთ მწვალებლობის შემომღებში იწყება, მაგრამ უთვალავ ადამიანს დასცემს და დაღუპავს. ამგვარადვე ერთი მანკიერი ცხოვრება მრავალს უბიძგებს უსჯულოებისკენ, იმის კეთებისკენ, რაც დაინახეს და მოისმინეს. როგორც სახლი იწვება ცეცხლმოკიდებული მეზობელი სახლისგან, ასევე ადამიანები ბიწიერთა უსჯულო მაგალითის ალით ინთებიან და იწვებიან.
*****************************************************************************
ცოცხლები მკვდრებისგან მხოლოდ იმით არ განსხვავდებიან, რომ მზეს შესცქერიან და ჰაერს სუნთქავენ, არამედ იმით, რომ რაღაც სიკეთეს აღასრულებენ. თუკი ამას არ აკეთებენ, მაშ არაფრით არიან მკვდრებზე უმჯობესნი.
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი
. . .
ქრისტიანი უნდა განეშოროს ხორციელ და ამაო ადამიანებს, მეტი იფიქროს და ნაკლები ილაპარაკოს, არ იყოს კადნიერი სიტყვებში, არ დაუშვას საუბარში ზედმეტობა. ის მიდრეკილი უნდა იყოს სიკეთისაკენ, საკუთარი ხელებით უნდა შრომობდეს, მუდამ ახსოვდეს უკანასკნელი ჟამი, სასოებით უხაროდეს, გასაჭირს ითმენდეს, განუწყვეტლივ ლოცულობდეს, ყველაფრისთვის მადლობდეს; ყველას წინაშე დამდაბლდეს, მოიძულოს ქედმაღლობა, იფხიზლოს და გული არაწმინდა აზრებისაგან დაიცვას, მცნებათა აღსრულებით შეიკრიბოს საუნჯე ზეცაში. უნდა განსაჯოს თავისი ყოველდღიური აზრები და საქმეები, არ მიეჯაჭვოს ყოფით საზრუნავს და ზედმეტ საუბრებს, უზრუნველი ადამიანების ცხოვრებით არ უნდა ინტერესდებოდეს, არამედ მხოლოდ წმიდა მამების ცხოვრებას უნდა ბაძავდეს. უნდა ხარობდეს სათნოებაში წარმატებულთა გამო და არ უნდა შურდეს მათი, დატანჯულებს თანაუგრძნობდეს, მათთან ერთად ტიროდეს და ებრალებოდეს ისინი...
წმ. ბასილი დიდი
. . .
რაც უფრო გამჭრიახია ჩვენი მზერა, მით უკეთ ვხვდებით რა შორს ვართ ცისგან. ამის მსგავსად, რაც მეტად წარვემატებით სათნოებაში, მით უკეთ შევიცნობთ, რა შორსა ვართ ღმერთისგან. დიდი სიბრძნეა, როდესაც თავის შეფასება შეგვიძლია. ყველაზე უკეთ მან უწყის საკუთარი თავი, ვინც თავს არაფრად მიიჩნევს. ამიტომ იყო, დავითმა და აბრაამმა სათნოების უმაღლეს მწვერვალს რომ მიაღწიეს, მაშინ განსაკუთრებით გამოიჩინეს სიმდაბლის სათნოება: აბრაამი თავს მიწასა და ნაცარს უწოდებდა (დაბ. 17,27), ხოლო დავითი – მატლს (ფსალმ. 21,7). მათ მსგავსად ყველა წმინდანი თავს არაფრად მიიჩნევს. ამის საწინააღმდეგოდ, ვინც სიამაყითაა წარტაცებული, ის ყველაზე ნაკლებად იცნობს საკუთარ თავს.
წმ. იოანე ოქროპირი
. . .
დიახ, სასტიკია სიკვდილი – მის მოსვლაშიც და მოლოდინშიც, მაგრამ ბევრად უფრო საშინელია, არ მოვიქცეთ ჩვენი ცოდვებისაგან; აი, სწორედ ამის გამო იზრდება სასჯელი, ხოლო შემდეგ მივეცემით დაუსრულებელ სატანჯველს, რომელიც, დაე, ჩვენგან არავინ შეიცნოს გამოცდილებით! რამეთუ, თუკი აქაური გაჭირვებები აუტანლად გვეჩვენება, თუმცა ისინი წარმავალია და მხოლოდ სხეულს სწყლავს, როგორიღა იქნება ის ტანჯვა, რომელიც სხეულთან ერთად სულსაც ტანჯავს და რომლისგანაც არასოდეს მოველით გათავისუფლებას?! არამედ ვინანიოთ, ძმებო, და მოვიქცეთ, საქმით და სიტყვით გამოვხატოთ სინანული, და შეუვრდეთ ღმერთს შემუსვრილი გულით, ვუთხრათ: „უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე“ (ფსალმ. 6,2); არამედ – „ყავ მონისა შენისა თანა წყალობისაებრ შენისა“ (ფსალმ. 118,124). ის ახლოსაა მის მვედრებლებთან, თუკი ისინი არა მხოლოდ ბაგეებით, არამედ გულითაც ღაღადებენ, საქმეებით და ცხოვრების წესით ღვთისკენ მიქცეულები. – „მოიქეცით ჩემდამო, და მე მოვიქცე თქუენდა“, – ამბობს უფალი, – „და უშჯულოებანი შენნი და ცოდვანი შენნი არა მოვიხსენნე“ (შდრ. ზაქ. 1,3; ეს. 43,25).
. . .
მოწყალების გაცემისას დაე ნუ შეგვეშინდება, რომ გავღატაკდებით, რამეთუ ჩვენც გავიგონებთ ღვთისგან: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი“. შევშინდეთ (სასჯელისაგან) და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ უსულგულობის გამო ღვთის სიყვარულისგან გაუცხოებულნი არ აღმოვჩნდეთ, „რამეთუ რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ თვისი, რომელი იხილა, ღმერთი, რომელი არა უხილავს, ვითარ ძალ-უც შეყუარებად?“ (1 იოან. 4,20) – ამბობს მახარებელი; ხოლო ვისაც ღმერთი არ უყვარს, როგორ შესძლებს მასთან დამკვიდრებას? და ვინც მასთან არაა, ის განეშორება მას; ხოლო მისგან განშორებული, ცხადია, გეენაში მოხვდება.
წმ. გრიგოლ პალამა
********************************************************************************

Комментариев нет:
Отправить комментарий