,,ეს ამბავი არავინ იცის! მეც პატიმარმა მიამბო...’‘
რა გაუმხილა პატრიარქის შესახებ ,,ვერსიას’‘, რატომ ვერ გამოვიდა ქართული საზოგადოება ,,მამა ოხროხინეების’‘ ეპოქიდან და სად ურჩევს მისვლას სასულიერო პირებისგან განაწყენებულ მრევლს მამა თეოდორე გიგნაძე
საპატრიარქოს ბიუჯეტის ფინანსური გამჭვირვალობა აქტუალური თემა, კიდევ ერთხელ, მას შემდეგ გახდა, რაც 1 წლის გოგიტა აბაშიძის სიკვდილის მიზეზებზე საუბრისას, საზოგადოების ნაწილმა ბრალი ეკლესიასაც დასდო _ არასაკმარისი სოციალური პროექტები აქვს 25-მილიონიანი ბიუჯეტის პირობებშიო. მეორე ნაწილმა პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელის, ლაშა ჟვანიას ინიციატივა გააპროტესტა _ მარხვაში, ხორცის ხარჯზე ქველმოქმედების შესახებ. პრობლემად სახელდება სხვადასხვა პარტიებისა და ლიდერების მომხრე-მოწინააღმდეგე სასულიერო პირთა პოლიტიკური ქადაგება ტაძრების ამბიონიდან და მათი აგრესიული ჩართულობა პოლიტიკურ ბატალიებში. ამ და სხვა საინტერესო თემებზე ,,ვერსიის’‘ კითხვებს ჯვართამაღლების ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე პასუხობს.
_ ვინ გადაწყვიტა, რომ მღვდელი განდგომილი უნდა იყოს პოლიტიკური ცხოვრებისგან? მე ვარ ქრისტეს მღვდელი, მაგრამ ამავე დროს, სამშობლოს მოქალაქე, მყავს შვილები, შვილიშვილები და ვის აქვს უფლება, გადამიწყვიტოს, ჩავერევი თუ არა პოლიტიკაში?! დიახ, თუ მინდა, ჩავერევი, მაგრამ სხვა საკითხია, რამდენად სწორი იქნება ჩემი ჩარევა სასულიერო კუთხით. როცა ორი დაპირისპირებული მხარეა, უნდა გავიაზრო, რომ ორივეს ვჭირდები როგორც სულიერი მოძღვარი. ჩემს მრევლში ,,ოცნების’‘ ძალიან ბევრი წარმომადგენელი იყო, მაგრამ იყვნენ საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე მყოფი ნაციონალებიც. ურთიერთობისას, არანაირი პრობლემა არ გვქონია, უბრალოდ, ეკლესიას თავისი შიდაკანონი აქვს, რომლითაც ქცევის წესებს არეგულირებს.
_ მღვდელი აქციაზე, პარტიული დროშით ან საეკლესიო ამბიონიდან პოლიტიკური გამოსვლით _ ეს ნორმალურია?
_ მე დავდიოდი აქციებზე, რომელსაც ,,ოცნება’‘ მართავდა, ოღონდ მხარს კოალიციას კი არა, ხალხის აღშფოთებას ვუჭერდი იმ უზნეობის წინააღმდეგ, რასაც ხელისუფლება სჩადიოდა. მუდმივად ვუსვამდი ხაზს, რომ პოლიტიკური მხარე არ ვიყავი. მღვდელი რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს შიშველ მხარდაჭერას არ უნდა უცხადებდეს, მით უმეტეს, ამბიონიდან, თუმცა გაკიცხვა შეიძლება. არ შეიძლება მე, როგორც სასულიერო პირი, თუნდაც გენიალურ ლიდერს მივეტმასნო. მაგალითად, მომწონს ივანიშვილი, მაგრამ დაუშვებელია, გუნდრუკი ვუკმიო, რადგან უნდა ვიქადაგო ქრისტე და არა რომელიმე პოლიტიკური ლიდერი, თუმცა ეკლესია ყოველთვის შემწყნარებელია... როცა ახალი ხელისუფლება მოვიდა, პატრიარქი სულ ამბობდა _ შური არ იძიოთო! პატრიარქს უდიდესი ავტორიტეტი აქვს, რომლის გამოყენება, ფაქტია, ყველას სათავისოდ უნდა.
_ თუმცა განსჯის თემა მუდმივადაა ,,პრადოს’‘ ჯიპები, საპატრიარქოს ბიუჯეტი, 25 მლნ ლარი, რომელიც საზოგადოების ნაწილის აზრით, გაუმჭვირვალეა...
_ მონასტერში მეც დავდივარ და იქ დიდი მანქანის გარეშე ვერ ავალ, ისეთი ტალახია. რაც შეეხება მანქანას, რომელიც ფანტასტიკური თანხა ღირს _ მე რიგითი მღვდელი ვარ, რატომ მთხოვ პასუხს, მე რა დავაშავე? ვისაც ასეთი მანქანა აქვს, წადი და იმას ჰკითხე. რატომ ვაზოგადებთ თემას? გასაგებია, ეკლესიის შემოსავლით ამის ყიდვა გამორიცხულია, გამოდის, აჩუქეს. ისე, მაგალითად, წინა ხელისუფლებისგან, ამ საჩუქარს მე არ ავიღებდი!
_ ამ ხელისუფლებისგან აიღებთ?
_ არა! თუმცა ჩვენი ტაძრის გალავანი წინა ხელისუფლებამ ააშენა, განათებაც გაგვიკეთა... ეს რომ პირადად ჩემი საჩუქარი იყოს, არ ავიღებდი და ანგარიშვალდებული არავის წინაშე გავხდებოდი. ხელისუფალი, შესაძლოა, არაპირდაპირ, მაგრამ მაინც მოგთხოვს, გვერდით დაუდგე, თუნდაც მომავალ არჩევნებში. წინა ხელისუფლებას ჰყავდა მომხრე მღვდლები. როცა მოვიდნენ და გალავანი გამიკეთეს, მათთვის მადლობაც არ მითქვამს. ვთქვი: ეკლესია ყველასია, ღმერთმა შეგიწიროთ-მეთქი და დამთავრდა. არავის ეგონოს, ამით მე მიკეთებს რამეს. იგივე დამოკიდებულება მაქვს ამ ხელისუფლების მიმართაც. ან საპატრიარქოს ხარჯზე ადვილი გადასამოწმებელი რა არის? იმდენი სასწავლო ცენტრია საქართველოში, ბიუჯეტი შესაძლოა, მათ შენახვას არ ეყოს. სიამოვნებით გავაკეთებდი საღვთისმეტყველო, თანამედროვე-მისიონერულ სასწავლო ცენტრს, რისი პოტენციური შესაძლებლობაც გვაქვს, მაგრამ დაფინანსება არ გაგვაჩნია. 25 მლნ დიდი რიცხვია, თუ წარმოიდგენ, რომ ერთ ადამიანს ეკუთვნის. აბა, ამდენ ეპარქიასა და სასწავლო ცენტრზე გაანაწილეთ? ვინმემ დაიანგარიშა? თუ დაითვლიან, აღმოაჩენენ, რომ ამ საქმეს 25 მლნ არ ჰყოფნის! აგერ, ერთმა ადამიანმა თქვა, სამებას ოქროს გუმბათი რომ აქვს, ბარემ, ის მოვხსნათ, მშიერ ბავშვებს დავუნაწილოთ, მერე ეს ადამიანები გაიზრდებიან, შუშის ხიდზე გადავლენ და შუშის კაზინოში ჩავლენო. შე დალოცვილო, შუშის ხიდში ამხელა თანხა დახარჯე, რომლითაც ერთი უზნეობა ,,ბუდა ბარიდან’‘ მეორე უზნეობა _ კაზინოში გადადიხარ და ამის ხარჯზე უნდა მოვხსნათ გუმბათები ეკლესიას?!
_ ერთი წლის ბავშვის შიმშილით სიკვდილმა ხალხისა და მასმედიის ნაწილში კითხვა გააჩინა: რას აკეთებს ამხელა ფინანსების მქონე ეკლესია სოციალურად დაუცველი ბავშვების დასახმარებლად _ ეკლესიის მთავარი როლი ხომ მშიერი ადამიანების დაპურებაა?
_ ეკლესიის უმთავრესი როლი მშიერი ადამიანის დაპურება არ არის. პავლე მოციქული ამბობს _ მთელი ჩემი ქონება რომ გავცე და ბოლოს საკუთარი თავი მივცე დასაწვავად, თუ სიყვარული არ მექნება, არაფერი ვარო. ეკლესია იმისთვისაა, ადამიანებს ის სიყვარული ასწავლოს, რომელიც ქველმოქმედებაზე არ დაიყვანება. ეკლესიამ ადამიანს კაცად მოსული ღმერთი უნდა დაანახოს. მისი უმთავრესი როლი ადამიანების ღმერთთან მიყვანაა. აი, ამის შემდეგ, როცა ეკლესიას საშუალება აქვს, გაჭირვებულსაც უნდა დაეხმაროს და როცა საჭიროება იყო, ქართველი ბერები ომობდნენ კიდეც. ალბათ, ვერც ჩვენ ვასრულებთ კარგად ჩვენს მთავარ დანიშნულებას, რადგან შესაბამისი არც განათლება გვაქვს, არც გამოცდილება. ჯერ ერთი, რა წესია, საპატრიარქოს რიცხვებში ჩახედვა, რევიზია უნდა ჩაატარონ? ასეც რომ იყოს, არა მგონია, საპატრიარქოში ეს რიცხვები დამალონ. არც ისაა ნორმალური, ხმამაღლა ილაპარაკო, რამდენს გაუმართე ხელი. ამასწინ, ერთ საპატიმროში ვიყავი, სადაც პატრიარქი იყო მოსული და რამდენიმე ათასი დოლარი გადასცა პატიმრებისთვის ციხის ადმინისტრაციას. ეს ამბავი არავინ იცის! მე პატიმარმა მითხრა, რომელიც მძიმე ცოდვებით იჯდა და ახლა უკვე გამოსწორებულია. ჯერ მარტო რამდენი ადამიანის სული გადაარჩინა ეკლესიამ. საპატიმროებში მივიდნენ და ხალხს დაელაპარაკონ, რამდენი მკვლელი გამოსწორდა. პატრიარქის ერთმა მისვლამ ციხეში უამრავი ადამიანი მოაქცია და იქ რომ შევედი, თავი ლამის, მონასტერში მეგონა. რაც შეეხება ჩვილი ბავშვის სიკვდილს: საქართველოში ჩვილების გარდაცვალების რაოდენობა ძალიან დიდია ისევე, როგორც _ მიუსაფარი ადამიანებისა. ბევრი აბორტი კეთდება, რასაც არ ვამართლებ, მაგრამ დედებს შვილის გაჩენის ეშინიათ _ ჰოდა, ხელი საპატრიარქოსკენ კი არა, სახელმწიფოსკენ უნდა გავიშვიროთ, რომელიც სისულელეებში მილიარდებს ხარჯავდა! ჩემთან მოვიდა ვინმე და მითხრა, სადღაც, მთიან აჭარაში იმ ბავშვს საბუთი არ აქვსო და არ დავეხმარე?! რა სახელმწიფო პროგრამა ან ივანიშვილის პირადი მილიარდები ეყოფა საქართველოში სიღარიბის პრობლემის დაძლევას? აი, ახლა, მე მაქვს საპირისპირო კითხვა ნინია კაკაბაძესა და იმ ხალხთან, ვინც ეკლესიას ხმალამოღებული ებრძვის _ რითი ცხოვრობენ, რა გრანტებს იღებენ, რით ერთობიან, სად და როგორ ატარებენ თავისუფალ დროს, რაში ხარჯავენ უდიდეს ხელფასებს? ეს გავარკვიოთ და მერე შევადაროთ მათი ცხოვრება ერთი რიგითი მღვდლის ცხოვრებას!
_ იქნებ, ხშირად ნათქვამ ფრაზაში, რომ დღეს ქართულ ეკლესიას რუის-ურბნისის კრება სჭირდება, არის სიმართლე?
_ კი, სჭირდება, მაგრამ მანამდე, ამას დავით აღმაშენებელი სჭირდება და ჯერ დავით აღმაშენებელი მაჩვენონ. ახლა რომ აღმაშენებელი იყოს, ეგენი ასე ვერ იყვირებდნენ და ამდენს ვერ ილაპარაკებდნენ.
_ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ლაშა ჟვანიას ინიციატივამაც, რომლის მიხედვით, მარხვის დღეებში ხორცსა და სხვა პროდუქტებში დაზოგილი ფულით ქველმოქმედება უნდა გავაძლიეროთ. კითხვაც დაისვა _ რატომ შენდება შეწირული თანხებით ახალი ეკლესიები და არა ბავშვთა სახლები?
_ ეს ლაშა ჟვანიას ორიგინალური აზრი არ არის, ამას წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს მეოთხე საუკუნეში: თუ მარხვიდან რაღაც თანხები გამოგითავისუფლდა და ამ თანხით ადამიანს დაეხმარე, ეს იქნება ჭეშმარიტი მარხვაო. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ნებაყოფლობითია. თბილისის ზოგ უბანში ტაძარი არ არის და ნუ ვიტყვით, რომ ახალი ეკლესია საჭირო არაა. მოსახლეობა რაც უფრო მორწმუნეა, მით კეთილშობილი ხდება და ალბათ, მის უბანში მშიერი ბავშვების რაოდენობაც მცირდება. ცუდი არაა ბავშვთა თავშესაფრის აშენება, მაგრამ ორგანიზაციულად, ეს საპატრიარქოსი კი არა, უფრო მდიდარი მამულიშვილების საქმე მგონია. ჩემს მრევლში ახლა ორი ადამიანი გამახსენდა, რომლებმაც რაღაც თანხები მოიძიეს და ადამიანებს უფასოდ აჭმევენ.
_ ხშირად, ამ კითხვებს სწორედ მრევლი სვამს, რომელიც ეკლესიაში დადის, მაგრამ რა აზრი აქვს წლიდან წლამდე ისეთი მრევლის მატებას, ვისაც ეკლესიის მთავარი როლი დღესაც ქველმოქმედება ჰგონია?
_ ერთი მხრივ, გასახარია, როცა ახალგაზრდობა ეკლესიაში დადის. მეორე მხრივ, რელიგიურობის ხარისხი ძალიან დაბალია. ამაში ჩვენი ლომის წილიცაა, რადგან ეკლესია ღმერთთან ურთიერთობის სკოლაა და თუ მე, პედაგოგმა, ეს საგანი არ ვიცი, მოსულს ვერ ვასწავლი. გამიხარდება, ნინია კაკაბაძე ჩემთან ტაძარში რომ მოვიდეს _ დაველაპარაკები, შეიძლება, ჩემი ცხოვრების შესახებაც მოვუყვე, დავანახო, რომ შემეძლო, სხვა მიმართულებით წავსულიყავი, დიდი ფულიც მქონოდა და თანამდებობაც, მაგრამ ამ არჩევანით ვარ ბედნიერი და იმასაც ავუხსნიდი _ რატომ. ესაა სწორედ უკულტურობისა და პროვინციალიზმის გამოვლინება _ ძველი ქართული ფილმების გმირებიდან, ,,მამაო ოხროხინეებიდან’‘ ვერ გამოსულან! სირცხვილია, დემოკრატიაზე თავს დებდე და საბჭოეთის იქით ვერ გაიხედო. არსებობს ზნეობრივი საკითხების შემსწავლელი კომისია საპატრიარქოში, რომელსაც 5 ეპისკოპოსი ხელმძღვანელობს. სასულიერო პირების საქციელით თუ ვინმეა შეწუხებული, ჩემთან მოვიდეს და მე გავუშვებ იმ კომისიაში, თორემ უვარგისი ყველგანაა! იუდა ნახეს და ხელი ქრისტესკენ გაიშვირეს _ ეს რა ხალხი ჰყავდაო... თუმცა, მაინც ვფიქრობ _ სასიხარულო ისაა, რომ ადამიანები მასობრივად, გულწრფელად ეძებენ ღმერთს.
ნინო კომახიძე
http://www.versia.ge/index.php/politics2/item/102-ეს-ამბავი-არავინ-იცის-მეც-პატიმარმა-მიამბო’‘

Комментариев нет:
Отправить комментарий