ღმერთი

ღმერთი

пятница, 5 июля 2013 г.

სიცილიაში მაფიოზებს წესს აღარ აუგებენ.

სიცილიის კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა ეპისკოპოსმა ანტონიო რასპანტიმ მოამზადა დეკრები ეპარქიის ტერიტორიაზე იმ კათოლიკეთა წესის აგებისა და ქრისტეანული დაკრძალვის შესახებ, რომელთა კუთვნილება მაფიოზური კლანებისადმი სასამართლოს მიერ იყო დამტკიცებული. დოკუმენტს ხელი უნდა მოეწეროს იტალიის იუსტიციის მინისტრის ანნა მარია კანჩელიერის თანდასწრებით.

სპეციალურ განცხადებაში, რომელიც ეპარქიამ გამოაქვეყნა, ხაზგასმულია, რომ ახალი ოფიციალური დოკუმენტი კათოლიკური ეკლესიის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მაფიის წინააღმდეგ. "ეკლესია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებთან თანამშრომლობით ისწრაფვის თავისი წვლილი შეიტანოს კანონის უზენაესობის დამკვიდრებაში", - ხაზი გაუსვა ეპარქიის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ ამასწინათ თვით რომის პაპმა ფრანცისკმა აღიმაღლა ხმა მაფიის წინააღმდეგ, რომელიც "ადამიანებს წირავს მონობისთვის", და სინანულისკენ მოწოდებით მიმართა მაფიოზებს.

პაპის საბჭოს პრეზიდენტი კულტურის საკითხებში კარდინალი ჯანფრანკო რავაზიმ მაფიას "იტალიის ანტიქრისტეანული სუბკულტურა" უწოდა. "შეუძლებელია სახარება შეთავსებულ იქნას მაფიასთან", - თქვა კარდინალმა, და თან ხაზი გაუსვა, რომ იტალიის სხვადასხვა მაფიოზური ჯგუფები, რომლებსაც თავი ღვთისმოსავ კათოლიკეებად მოაქვთ, სინამდვილეში საზოგადოების ანტიქრისტეანულ ძალებს წარმოადგენენ.

ბოლო ჟამს იტალიის კათოლიკე იერარქები სულ უფრო ხშირად გამოდიან მაფიის წინააღმდეგ, და მას "საზოგადოების კიბოს" უწოდებენ. მაფიოზებთან დაკავშირებით თავიანთ მრევლს ისინი მოუწოდებენ "ნულოვანი ტოლერანტობისკენ".

წყარო: Седмица.Ru
apocalypse.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий