სნეული ხარ? _ გეწამლება,
ჭაბუკი ხარ? _ შეგაყვარებს,
მოხუცი ხარ? _ მოგაშორებს
შუბლზე წელთა ჩანაღარებს.
გაწყენინეს? _
დაგავიწყებს ყველა ფლიდს და ენამწარეს,
ღარიბი ხარ? _ გაგამდიდრებს,
ასეთია `გენაცვალე~.
რა სინათლეც გაუმქრალი,
`გენაცვალე~, სულში გიდევს,
ბულბულებმა მარცვალ-მარცვალ
ვარსკვლავიდან ჩამოზიდეს.
ჩვენს თვალებში გააჩაღეს
და თქვეს _ ნუღარ ჩაქრებიან,
`გენაცვალე~ თან მოგვყვება
საქართველოს აკვნებიდან.
ის მიწაში ჩაითესა და ამ მიწას გლეხი უვლის,
და სიკეთით ნაკეთები სახლი უდგას მასპინძლური,
გამოაღებს ქალი კარებს:
_ გენაცვალე, შემობრძანდი.
გაფიცხდება ღველფზე მჭადი,
ნაკვერჩხალზე წვეთავს მწვადი.
გაიხსენებ ქვეყნის ავ-კარგს,
წუთისოფელს ადღეგრძელებ,
ამ ოჯახის შვილს დალოცავ
და მადლობას ეტყვი ძველებს.
გათენდება დილა სავსე,
წამოდგება მთის მზე ზეზე,
მერე ღამე გაშავდება,
ვით ადესა თხმელის ხეზე.
საქართველოს დღევ და ღამევ,
შენს ფერადებს რაღა დალევს,
შენი წყალი და ჰაერი ტკბილია, ვით `გენაცვალე~.
ცოტა იცის დედამიწის, ვისაც ჯერ არ უგემნია
შენი პური, შენი ღვინო,
შენი სიტყვა თუ გენია.
`გენაცვალეს~ მღერის ქარი, ემატება ხილს შაქარი,
სიტყვა ძველი, თან ახალი, რბილი არის, თან მაგარი.
გენაცვალე, მეგობარო,
სიყვარულო დაუმჭკნარო,
მუდამ ვინმეს მოლოდინით გაღებულო ოდის კარო.
ყველას მოძმედ წამომდგარო,
გენაცვალე, საქართველოვ,
შენმა სიტყვამ, პირნალესმა
გამამაგროს, გამამრთელოს.
გენაცვალე, სიცოცხლეო,
მიტომ მატკბობ, თან მაწვალებ,
რომ შენ უფრო შემიყვარდე _
გენაცვალე!
ფრიდონ ხალვაში.
რა კარგი ლექსია.
ჭაბუკი ხარ? _ შეგაყვარებს,
მოხუცი ხარ? _ მოგაშორებს
შუბლზე წელთა ჩანაღარებს.
გაწყენინეს? _
დაგავიწყებს ყველა ფლიდს და ენამწარეს,
ღარიბი ხარ? _ გაგამდიდრებს,
ასეთია `გენაცვალე~.
რა სინათლეც გაუმქრალი,
`გენაცვალე~, სულში გიდევს,
ბულბულებმა მარცვალ-მარცვალ
ვარსკვლავიდან ჩამოზიდეს.
ჩვენს თვალებში გააჩაღეს
და თქვეს _ ნუღარ ჩაქრებიან,
`გენაცვალე~ თან მოგვყვება
საქართველოს აკვნებიდან.
ის მიწაში ჩაითესა და ამ მიწას გლეხი უვლის,
და სიკეთით ნაკეთები სახლი უდგას მასპინძლური,
გამოაღებს ქალი კარებს:
_ გენაცვალე, შემობრძანდი.
გაფიცხდება ღველფზე მჭადი,
ნაკვერჩხალზე წვეთავს მწვადი.
გაიხსენებ ქვეყნის ავ-კარგს,
წუთისოფელს ადღეგრძელებ,
ამ ოჯახის შვილს დალოცავ
და მადლობას ეტყვი ძველებს.
გათენდება დილა სავსე,
წამოდგება მთის მზე ზეზე,
მერე ღამე გაშავდება,
ვით ადესა თხმელის ხეზე.
საქართველოს დღევ და ღამევ,
შენს ფერადებს რაღა დალევს,
შენი წყალი და ჰაერი ტკბილია, ვით `გენაცვალე~.
ცოტა იცის დედამიწის, ვისაც ჯერ არ უგემნია
შენი პური, შენი ღვინო,
შენი სიტყვა თუ გენია.
`გენაცვალეს~ მღერის ქარი, ემატება ხილს შაქარი,
სიტყვა ძველი, თან ახალი, რბილი არის, თან მაგარი.
გენაცვალე, მეგობარო,
სიყვარულო დაუმჭკნარო,
მუდამ ვინმეს მოლოდინით გაღებულო ოდის კარო.
ყველას მოძმედ წამომდგარო,
გენაცვალე, საქართველოვ,
შენმა სიტყვამ, პირნალესმა
გამამაგროს, გამამრთელოს.
გენაცვალე, სიცოცხლეო,
მიტომ მატკბობ, თან მაწვალებ,
რომ შენ უფრო შემიყვარდე _
გენაცვალე!
ფრიდონ ხალვაში.
რა კარგი ლექსია.
Комментариев нет:
Отправить комментарий