სიტყვისა-სიტყვად შეწყობილი და სწ[ა]ვლა საყვარლისა,
ღვთისა და კაცისა ძისა, ყრმათათვის სიმღერად _ `ეეო,
მეო, ქალო ქალთა-მზეო~-ს სანაცვლოდ სათქმელი
1
ეეო, მეო, აქეთ მომხედეო,
რას მომითხრობს საყვარელი, ყური დაუგდეო!
2
არავინა არს უფროსი ღვთისგან უდიდეო,
ღვთის სიტყვასა _ კაცთა ძესა _ სიტყვას მისმენდეო.
3
გზასა რომელსა ხვიდოდე, წინ დაიხედეო,
ფათერაკიანს საფრხესა არცად ჩავარდეო.
4
თავს ასეთზედ ნუ იხარებ, ბოლოს ინანდეო;
ასეთს ნურას მოივაჭრებ, რომ დასზიანდეო.
5
მცან, მე ვარ შენი მოყვარე, შენ მე გიყვარდეო,
ნურაოდეს დამივიწყებ, მუდამ გახსონდეო.
6
ვინც გირჩევდეს ჩემს გაყრასა, ჰკარ და განაგდეო,
ვინც მე მომდევს გაუყრელად, მეც იმასა ვზდეო.
7
მე სულ ყოველთვის შენი ვარ, თუ შენ გინდოდეო:
ვარ ჭირნანახი შენზედა, თორემ რას დაგდეო.
8
თუ არ იცი, რაც მიქნია, გეტყვი, იცოდეო,
რომ შენც იმის სანუფქოდა საქმეს იქმოდეო.
9
ოდეს მამით და სულითურთ ძემ ვიმოქმედეო,
მიწა-წყალი და ქარ-ცეცხლი ერთად შევმზადეო.
10
ჩავბერე სული ცხოველი, კაცად გავხადეო,
ქვეყნად ყოვლი ნივთიერი, რაც რომ დავბადეო,
11
კაცის სახმარად გავხადე, სულ წინ დაუდეო;
ყველას მოვრივე სიბრძნითა, რასაც შევსჭიდეო.
12
კვლავ დედაკაცი შემწედ მას უქმენ, უმზადეო,
დავარქვი ორთავ სახელი, განუზოგადეო.
13
კაცსა ადამ და დედაკაცს ევა უწოდეო,
დავსხი სამოთხის ბაღშიგან, მცნება დაუდეო.
14
უთხარ, ყოვლის ხილისაგან იმ ერთს არ სჭამდეო;
თუ შეშჭამე, უსაცილოდ სიკვდილით მოკვდეო.
15
მცნებას გარდახდა, შეჭამა; გავსწყერ, განვაგდეო,
ადამ დავსწყევლე: ჭირით და ოფლით პურს შჭამდეო;
16
კუროსთავთა და ბალახის თესლით რჩებოდეო,
მიწა იყავ და მიწადვე იქცე, გამიწდეო.
17
ევა დავსწყევლე: შენ, შვილთა კვნესითა შობდეო,
ქმარს აქვნდეს შენზედ უფლება, შენ უმცროსობდეო.
18
რა საფარველი ნათლისა გარდავეხადეო,
თავიანთ ნება ვამყოფე, ყური დაუგდეო.
19
ადამ მიუთხრა სატანას: თუ რამ იცოდეო,
ევასა სტკივა მუცელი, წამლად დანადეო.
20
სატანამ უთხრა: მაგისი ჩემზედ მააგდეო,
მე შენ რაც გთხოვო სახსრადა, იმას მომცემდეო:
21
სული გირაოდ მომეც და ამას დასწერდეო,
თავით, ცოლითა, შვილითა ნათესავამდეო,
22
სანამდისინ უშობელსა შობილად ვსცნობდეო
და უკვდავი მოკვდებოდეს, მანამ შენ გყვანდეო _
23
ადამ მიუგო: ეგრეთ ვყო, ვით შენ ითხოვდეო!
მიჰყიდა სული, ჩავარდა ჯოჯოხეთამდეო.
24
შემბრალდენ, გული გამწყრალი მე დავიმშვიდეო,
ქვეყნად წყალობის თვალითა გარდმოვიხედეო.
25
მო[ვ]ლინდი სიტყვა მამისად, ძედ დავიბადეო,
განვკაცდი, ქვეყნად ვიარე და განვიყიდეო;
26
ვისაჯე ნებსით, ჯვარზედა გარდმოვეკიდეო!
მოვჰკვდი, სისხლითა ჩემითა ბრალი განვსწმინდეო!
27
მამამან ჩემან მადიდა, ვით ძემ ვადიდეო,
ადამის აღნადგინები გარდავიხადეო.
28
საფლავით აღვსდეგ, სიკვდილით სიკვდილი ვსთურგნეო,
ჯოჯოხეთშიგან სატანა რისხვით მივბნიდეო;
29
დავაბი მაგრის ჯაჭვითა, ცეცხლსა, ნავთში ვსდეო,
მარჯვნით დაუსვი იუდა, მარცხნივ ეროდეო;
30
მიველ, ადამს და ევასა ხელი მოვკიდეო,
აღმოვიყვანე სხვანიცა, არვინ დავაგდეო.
31
აწ შენც ადამის ტომი ხარ, მით შემეცოდეო;
სოფელსა შინა პატარა ხოჭიჭით ეგდეო.
32
მიგიღე, ძიძას მიგგვარე, ძუძუს მოგკიდეო;
გასვი, გაჭამე, ჩაგაცვი, ჩჩვილი გაგზარდეო;
33
გასწავლე, გაგაოსტატე, კაცად გაგხადეო,
მოგირთევ ზე-ქვე სავანე, ცოლიც გიბედეო..
34
ჯერეთ ქვეყანად ცოცხალი, გითხარ, ცხოვრებდეო,
მერმე რა მოკვდე, ზეცადა განისვენებდეო.
35
რასაც მე შენთვის გავსჯილვარ, ვითარ მოვსთვლიდეო!
აწ მე როგორ არ მეწყინოს, წახდე, გასცრუვდეო?
36
მე დამთმო, აღარ მინდომო, სხვას მიუხვიდეო,
ან მტერმან სადმე დაგთრუგნოს, მოჰკვდე, წამირწყმნდეო!
37
აწ ნუ ხარ გაუბედავი, გიჯობს, გაბედეო,
გაქსუებული ნუ ხვალ შორს, ახლოს მამენდეო.
38
ნუ გრცხვენის ჩემთან მოსვლისა, ნუ დამერიდეო,
თუ ჩემს საწყენსა რაშიგმე თავი ჩანაგდეო.
39
ან გემთხვა რამე სოფლისა, მით დაიკოდეო,
აწ ეს არს მისი წამალი, წყლულზედ დაიდეო:
40
ჩემს სახლამდის მოაწიო, ამდენს ეცადეო,
რაც მაწყინე, მისი მითხარ: გცოდე, შემინდეო!
41
თუ გულ-მხურვლად ეს ბოდიში შენ მაიხადეო,
მერმე შენი განსვენება ჩემზედ მოაგდეო.
42
თუ ვითარ გაგაყმაწვილო, აღარ დაბერდეო,
არა გაქვნდეს რა საჯავრო, სულ იხარებდეო,
43
თუ არ სხვას ვისმე უცხოთა, მარტო მე მხადეო,
ეს ყველა შენთვის მზა არის, რაც რომ გიქადეო.
44
მე შენ სხვას არას გენუკვი, ღმერთი ადიდეო:
მე შენთვის ნებსით მომკვდარსა მამიგონებდეო,
45
მაგ ჩემს წერილსა წიგნებსა წაიკითხევდეო.
რაც რომ ანდერძად დამეგდოს, აღასრულებდეო:
46
ღარიბს აჭმევდე, მშიერსა მწყურვალს ასმევდეო,
შიშველს შემოსდე უძლურსა, სნეულს ნახევდეო.
47
საპყრობილეში მჭმუნვართა ნუგეშსა სცემდეო,
პატიმარს, ტყვესა, უცხოსა შეიწყნარებდეო.
48
შეიმსუბუქე ცოდვანი, ვირემ ავსწონდეო,
ასეთის სახით მეჩვენე, გნახო, მამწონდეო.
49
ასეთს ცოდვილს ნუმცა გნახავ, რომ გაგირისხდეო.
მაქვს საპყრობილე ასეთი, თუ შიგ შეგაგდეო,
50
დაუშრეტელის ცეცხლითა უნდა იწოდეო.
გჭამდენ გველნი და ბაყაყნი, მატლში ეფლოდეო,
51
ეშმაკნი ცეცხლის მათრახთა გცემდენ, მიძახდეო:
ვამე დავიწვი, მიშველე, ღმერთო, მომხედეო!
52
ნუ გონებ, კიდევ ხელახლა ვიშვა და მოვკვდეო,
ან მისებრ ჯოჯოხეთშიგან მეღა მოვიდეო;
53
ან, ვით მამა-შენს ადამსა, ხელი მოვკიდეო,
ისე შენ ხელი მოგკიდო, ან შამებრალდეო.
54
უნდა იყო და იტანჯო უკუნისამდეო,
დავით, მისთვის მოგახსენებ, ამას უფრთხოდეო!
55
ისევ ხორცით შეინანე, რაც ხორცით სცოდეო,
თორემ სულით ვერას ირგებ, შენ ეს იცოდეო!
დავით, მისთვის მოგახსენებ, ამას უფრთხოდეო!
56
თორემ სულით ვერას ირგებ, შენ ეს იცოდეო,
დავით, მისთვის მოგახსენებ, ამას უფრთხოდეო!
დავით, მისთვის მოგახსენებ, ამას უფრთხოდეო!
57
ადექ, ადექ, ნუღარ სწევხარ, ზეზედ წამოჯეო;
თავს გევლების ქურდ-მპარავი, მას უდარაჯეო.
58
გაუფრთხილდი, არ დათხაროს შენი საუნჯეო,
მღილთ საჭმელად რად ინახავ, გახსენ, დახარჯეო;
59
ორი გივის სატრფიალო, ორივ გასინჯეო,
რომელიც ჩნდეს უფრო მკვიდრად, მას ებღაუჯეო.
რაც რომ დავით შენ გასწავლა, მაგრა დაბღუჯეო.
60
რომელიც ჩნდეს უფრო მკვიდრად, მას ებღაუჯეო,
რაც რომ დავით შენ გასწავლა, მაგრა დაბღუჯეო.
რაც რომ დავით შენ გასწავლა, მაგრა დაბღუჯეო.
61
ადე, ადე, არ დასზარდე, რაც დაგპატიჯეო.
აღე პირი ღვთის საქებრად, ნუ გაიმუნჯეო.
62
ნუ აჭმუნვებ მკვიდრს მიჯნურსა, წუთი დაღრიჯეო,
თუ სულით გსურს განსვენება, ხორცი გასარჯეო.
63
რად განშორდი შენსა მხსნელსა, რად დაიხვანჯეო?
ნუ ხვალ გზასა უკეთურსა, ნუ გარდიქაჯეო!
რაც გზა დავით წინ დაგიდვა, მაზედ აბიჯეო!
64
ნუ ხვალ გზასა უკეთურსა, ნუ გარდიქაჯეო!
რაც გზა დავით წინ დაგიდვა, მაზედ აბიჯეო,
რაც გზა დავით წინ დაგიდვა, მაზედ აბიჯეო!
დავით გურამიშვილი.

Комментариев нет:
Отправить комментарий