ღმერთი

ღმერთი

понедельник, 15 июля 2013 г.

ID ბარათებთან დაკავშირებით.........

ID ბარათებთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართა.

ორგანიზაცია “მართლმადიდებელთა კრებული” საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ელექტრონული პირადობის მოწმობის ალტერნატივის დაშვების თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართავს.

როგორც ზაზა ნანობაშვილმა განაცხადა, “მართლმადიდებელთა კრებულის” კომისია ბოლო პერიოდში კვლევას აწარმოებდა და უცხო ქვეყნებში ელექტრონულ მოწმობებთან დაკავშირებით მიმდინარე სახელმწიფო გადაწყვეტილებებს ეცნობოდა.

ზაზა ნანობაშვილი (“მართლმადიდებელთა კრებულის” ხელმძღვანელი): “დღეს ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ 2013 წელს გამოშვებული უჩიპო პირადობის მოწმობები, რომელსაც გასცემს მთელი რიგი ევროპული განვითარებული ქვეყნები როგორიცაა: ინგლისი, საფრანგეთი, იტალია, ხორვატია, მოლდოვეთი და სხვა მრავალი ქვეყანა.

ასევე მოვაწყეთ ფილმის ჩვენება, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა განვითარებული ქვეყნების მაგალითი, აღმოჩნდა, რომ ამ ქვეყნებში ელექტრონული პირადობის მოწმობების აღება სავალდებულო საერთოდ არ არის. და რაც მთავარია, არც ერთ ქვეყანაში არ არის იძულება”,- ამბობს ზაზა ნანობაშვილი.

ambioni.ge

***

”მე ვერ მოვისმინე დამაჯერებელი არგუმენტები, თუ რა ზიანს აყენებს ეს ბარათები მართლმადიდებლურ რწმენას.”


ამონარიდი ”კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუდან:
თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრი:

- დღემდე გაურკვეველი და ხმაურიანი თემაა აიდი-ბარათების ალტერნატიული პირადობის მოწმობის გაცემის საკითხი. იქნება ალტერნატივა?
- ამ გადაწყვეტილებას, ალბათ, თვის ბოლოს გამოვაცხადებთ, როდესაც კვლევის შედეგებს გავაცნობთ საზოგადოებას და ავხსნით იმასაც, რა დადებითი თვისებები შეიძლება ჰქონდეს ახალ ელექტრონულ პირადობის მოწმობას. მთავრობასთან შეთანხმებულ გადაწყვეტილებას მივიღებთ. არიან ადამიანები, თუმცა არცთუ ისე დიდი ჯგუფი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობები რელიგიურად მიუღებელია. თუმცა, მე ვერ მოვისმინე დამაჯერებელი არგუმენტები, თუ რა ზიანს აყენებს ეს ბარათები მართლმადიდებლურ რწმენას.


kvirispalitra.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий