ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 1 декабря 2013 г.

როგორ უნდა ვიქცეოდეთ განსაცდელსა შინა? დიდის ყურადღებით და გონიერებით

უნდა მოვიხმარდეთ და ვისარგებლებდეთ ყოველთა განსაცდელთა. თუ მრავალგზის გეწვია განსაცდელი და არ მოიხმარე იგი, სრულიად დაიღუპები. დიდი დაფიქრება და მოთმინება გმართებს განსაცდელსა შინა; იგინი მოივლინებიან ჩვენდა გასაუმჯობესებლად. პირველი საქმე ის არის, რომ არ დაჰღონდე დღესა ბოროტსა, მხნეობა არ დაჰკარგო; მეორე, ეცადო, რომ განსაცდელი გარდაიქცეს შენდა სასარგებლოდ. დიდი ჭკუა და მხნეობა იქნება, რომ მწუხარებიდგან სიხარული გამოიყვანო, უბედურებიდგან გამოიყვანო შენი სულისათვის სიკეთე და წარმატება. და ეს ნამდვილად მოხდება, თუ შენ არ დაჰღონდები დღესა ბოროტსა, არამედ აღჭურვილი საჭურველითა საღმრთოითა, ესე იგი სასოებითა, სარწმუნოებითა ეცდები, რომ გაისწორო ყოფა–ქცევა, უმჯობესი შეიქმნე, წინ წაიწიო სულიერითა ცხოვრებითა. კიდევაც მადლობა შესწირე ღმერთსა, თუ გეწია განსაცდელი. მოითმინე იგი, დაიმდაბლე თავი: „ჩემი ცოდვით იყო თქო, მე ვარ დანაშაულითქო, ჩემი ცოდვის კითხვა არისთქო“. თუ ესრედ მოიქეცი, ყოველი განსაცდელი შეიქმნება შენდა სასარგებლოდ.




წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)




Комментариев нет:

Отправить комментарий