9 მარტს, დიდი მარხვის პირველ კვირა დღეს, მართლმადიდებლობის ზეიმზე მართლმადიდებელ ეკლესიათა წინამძღოლების და წარმომადგენლებს სვინაქსის მონაწილეთა ეპისტოლე გამოცხადდა ღმრთისმსახურების დასრულებისას, წმიდა დიდმოწამე ძლევაშემოსილი გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში, ფანარაში.
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.
წყალობითა ღმრთისაითა, უწმიდესი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრები – სრულიად მსოფლიოს მართლმადიდებელ მორწმუნეებს, ჩვენს ყველა ქრისტიან ძმებს და დებს და კეთილი ნების ყოველ ადამიანს: კურთხევა ღმრთისა და ამბორი სიყვარულისა და მშვიდობისა.
„მარადის ვმადლობთ ღმერთს ყოველი თქვენგანისათვის და ჩვენს ლოცვებში გიხსენებთ“ (1 თეს. 1:2).
1. შევიკრიბეთ რა ყოვლადკეთილი ღმრთის მადლით, კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოსის მიწვევით ფანარაში, 6-დან 9 მარტის ჩათვლით, 2014 წელს, ძმური სიყვარულით განვბჭეთ ის საკითხები, რაც აღელვებს დღეს ჩვენს უწმიდეს ეკლესიას, და აღვავლინეთ რა ერთობლივი მსახურება უფლისადმი წმიდა გიორგის ტაძარში, მართლმადიდებლობის ზეიმის უშესანიშნავეს დღეს, მოგმართავთ თქვენ სიყვარულის, მშვიდობის და ნუგეშის სიტყვით.
მყოფობს რა ამა სოფელსა შინა, ჩვენი ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია გარემოცულია განსაცდელებით ყოველ ეპოქაში. მისი ეკლესია, რჩება რა ერთგული წმინდა გარდამოცემისა, იმყოფება მუდმივ დიალოგში თითოეულ ისტორიულ პერიოდში, თანა ევნება ადამინთან და იზიარებს მის შეშფოთებას. „იესუ ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არის უკუნისამდე“ (ებრ. 13:8).
ჩვენს დღეებში განსაკუთრებული დაძაბულობითაა გარემოცული ის ისტორიული განსაცდელები და გამოწვევები, რომლის წინაშეც მართლმადიდებელ ქრისტიანებს არ ძალუძთ დარჩნენ მონაწილეობის გარეშე და გულგრილად. ამიტომ ჩვენ შევიკრიბეთ ერთად (შდრ. საქმ. 2:1), რათა მიმოვიხილოთ ის პრობლემები და განსაცდელები, რასაც აწყდება თანამედროვე კაცობრიობა. „გარედან – თავდასხმებია, შიგნით კი – შიში“ (2 კორ. 7:5) – მოციქულის ეს სიტყვები ეკლესიისათვის დღესაც აქტუალურია.
2. ვხედავთ რა მთელ მსოფლიოში ადამიანთა ტანჯვას, ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და პლანეტის სხვა მხარეებში ქრისტიანთა მოწამეობის მიმართ და აღტაცებას მათი მოწმობის მიმართ. ჩვენ ვინახავთ მათ ხსოვნას ორმაგი მოწამეობისათვის: როგორც რწმენისათვის, ისე სხვა რელიგიური შეხედულებების ადამიანებთან ისტორიულად ჩამოყალიბებული ურთიერთობების დაცვისათვის. ჩვენ განვსჯით მშვიდობისა და სტაბილურობის არარსებობას, რაც აიძულებს ადამიანებს მიატოვონ ის მიწა, სადაც დაიბადა უფალი ჩვენი იესუ ქრისტე და საიდანაც კეთილი უწყება მოეფინა მთელ მსოფლიოს.
ჩვენ თანავიტანჯებით სირიაში ყველა მსხვერპლის ტრაგედიის გამო. ჩვენ განვსჯით ტერორიზმისა და რელიგიის დიფამაციის ყველა ფორმას. მიტროპოლიტების პავლეს და იოანეს, აგრეთვე სხვა მღვდელმსახურების და მაალულრას წმიდა თეკლას სავანის მონაზვნების გატაცება, ღრმა ჭრილობას გვაყენებს ჩვენ და ჩვენ მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
ჩვენ მივმართავთ კონფლიქტის ყველა მონაწილეობას, მოვითხოვთ რა სამხედრო მოქმედებათა დაუყოვნებლივ შეწყვეტას, ტყვეების გათავისუფლებას და მშვიდობის აღდგენას მოლაპარაკებების გზით. ახლო აღმოსავლეთის ქრისტიანები – საფუარია მსოფლიოსი. მშვიდობა ყოველი ადამიანისათვის უზრუნველყოფს აგრეთვე მშვიდობას ქრისტიანებისათვისაც. ჩვენ მხარს ვუჭერთ ანტიოქიის საპატრიარქოს მის სულიერ და ჰუმანიტარულ მსახურებაში და მცდელობებში, აღადგინოს დანგრეული და დააბრუნოს დევნილები.
3. ჩვენ მხურვალედ ვლოცულობთ მშვიდობიანი მოლაპარაკებებისათვის ლოცვითი შერიგებისათვის უკრაინაში მიმდინარე კრიზისთან დაკავშირებით. ჩვენ განვსჯით მუქარებს, მიმართულს წმინდა მონასტრებისა და ტაძრების ძალის გამოყენებით ხელში ჩაგდების თაობაზე და აღვავლენთ ლოცვებს ჩვენი ძმებისათვის, რომლებიც იმყოფებიან საეკლესიო თანაზიარების გარეთ, წმინდა ეკლესიის წიაღში დაბრუნებისათვის.
4. სამართლიანობისა და მშვიდობის მთავარი საფრთხე, როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ მასშტაბებში, მომდინარეობს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან. მისი შედეგები ხილულია საკაცობრიო საზოგადოების ყველა დონეზე, რომელშიც ხშირად უგულებელყოფილია ისეთი ღირებულებები, როგორიცაა პირადი ღირებულებები, ძმური სოლიდარობა და სამართლიანობა. ამ კრიზისის მიზეზები ძევს არა მხოლოდ ფინანსურ სფეროში, არამედ – მორალურ და სულიერ ნიჰილიზმში. არ ვქმნით რა ხელისუფლების, სიხარბისა და თვითკმაყოფილების ამსოფლიურ კერპებს, ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენი მოწოდება მდგომარეობს მსოფლიოს გარდაქმნაში სამართლიანობის, მშვიდობისა და სიყვარულის საწყისებზე.
ეგოცენტრულობა და ხელისუფლების ბოროტად გამოყენება აკნინებს მრავლისათვის ადამიანური პიროვნების წმინდა თვისებების შესახებ წარმოდგენას, მათ არ სურთ დაინახონ ხატი ღმრთისა მცირეთაგან ძმებსა და დებში (შდრ: მთ. 25:40, 45). მრავალი რჩება გულგრილი სიღარიბის, ტანჯვისა და ძალადობის მიმართ, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან კაცობრიობის უბედურებად.
5. ეკლესია მოწოდებულია, რომ მოიტანოს მსოფლიოში საწინასწარმეტყველო სიტყვა. ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს შეშფოთებას ადგილობრივი და გლობალური ტენდენციების გამო, რომლებიც აკნინებენ და ანგრევენ რწმენის საფუძვლებს, თითოეული ადამიანის პიროვნების ღირსებას, ქორწინების, ოჯახის დაა ქმნილების, როგორც ღმრთის ძღვენის უწმიდეს ინსტიტუტს.
ჩვენს მხარს ვუჭერთ ადამიანური ცხოვრების უდავოდ უწმიდეს ხასიათს მისი ჩასახვის მომენტიდან ბუნებრივ სიკვდილამდე. ჩვენ ვაღიარებთ ქორწინებას, როგორც მამაკაცისა და ქალის კავშირს, რომელიც გამოხატავს ქრისტეს და მისი ეკლესიის ერთობას. ჩვენი მოწოდებაა, შენარჩუნებულ იქნეს ბუნებრივი შუალედი, როგორც ქმნილების მეურნისა და არა ბატონისა. დიდი მარხვის ამ დროს ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს სასულიერო დასს და ერისკაცებს, რომ იცხოვრონ სინანულის სულით, ესწრაფონ გულის სიწმიდეს, სიმშვიდეს და მიტევებას და საზოგადოებას მისცენ მოწმობა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს მარადიული სწავლების შესახებ.
6. წინამძღვართა სვინაქსი წარმოგვიდგენს ჩვენ კურთხეულ შემთხვევას, რომ განვამტკიცოთ ჩვენი ერთობა თანაზიარებისა და თანამშრომლობის გზით, და ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ კრებითობის, როგორც ეკლესიის ერთიანობისათვის უპირველესი საჭიროების პრინციპისადმი ჩვენს ერთგულებას. ჩვენ აღვიარებთ, როგორც გვასწავლიდა წმიდა იოანე ოქროპირი, კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი, რომ „ეკლესიის სახელი არის ერთობის და თანხმობის სახელი, და არა განყოფისა“. ჩვენი გულები სავსეა სასოებით წმიდა და დიდი კრების თაობაზე დიდი ხნის მოლოდინით, რომელიც იქნება მოწმობა ეკლესიის ერთიანობისა და მისი ზრუნვისა თანამედროვე მსოფლიოზე.
სვინაქსზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება განხორციელდეს უფრო მეტად ინტენსიური მოსამზადებელი სამუშაო. სპეციალური ინტერმართლმადიდებლური მოსამზადებელი კომისია 2014 წლის სექტემბრიდან დაიწყებს თავის მუშაობას, რომელიც გაგრძელდება 2015 წლის წმინდა პასექამდე. ყველა გადაწყვეტილება კრებაზე და მოსამზადებელ ეტაპებზე მიღებულ იქნება კონსენსუსის საფუძველზე.
წმიდა და დიდი კრება მოწვეულ იქნება მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოსის მიერ კონსტანტინოპოლში, 2016 წელს, თუ რაიმე მოულოდნელი არ მოხდა. კრების თავმჯდომარე იქნება მსოფლიო პატრიარქი. მის მარჯვნივ და მარცხნივ განთავსდებიან მისი თანაძმები – სხვა ავტოკეფალური ეკლესიების წინამძღოლები.
7. მისია უდავოდ დაკავშირებულია ერთიანობასთან. ეკლესია არ ცხოვრობს საკუთარი თავისთვის: მისი ვალია – დაამოწმოს და გაუყოს საღმრთო ნიჭები მოყვასთ და უცხოთ. მონაწილეობა მივიღეთ რა საღმრთო ლიტურგიაში და ვილოცეთ რა მთელი მსოფლიოსათვის, ჩვენ მოწოდებული ვართ განვაგრძოთ ეს ლიტურგია და ლიტურგიის შემდეგ, გავუყოფთ მთელს კაცობრიობას ჭეშმარიტებისა და სიყვარულის ნიჭებს, თანახმად უფლის დასკვნითი მცნებისა და აღთქმისა: „წადით და მოიმოწაფეთ ყოველი ერთი… და აჰა, მე თქვენთან ვარ ვიდრე სოფლის აღსასრულამდე“ (მთ. 28:19-20).
8. ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც არის მულტიკულტურალიზმი და პლურალიზმი –გარდაუვალი და მუდმივად ცვალებადი რეალობა. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ არცერთი საკითხი ჩვენს დროში არ შეიძლება განხილულ ან გადაწყვეტილ იქნეს გლობალური ხედვის გარეშე, რამეთუ ადგილობრივის და გლობალური წინააღმდეგობას მივყავართ აზროვნების მართლმადიდებლური სახის გაუფასურებისკენ.
ვინაიდან განხეთქილების, სეგრეგაციის და დაყოფის წინაშე ჩვენ სრული გადაჭრით ვახარებთ მართლმადიდებლობის სიტყვას. ჩვენ ვაღიარებთ, რომ დიალოგი ყოველთვის სჯობს კონფლიქტს. თავის არიდება და იზოლაციონიზმი არ არის ჩვენი არჩევანი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ჩვენი ვალია ვიყოთ ღია სხვა ადამიანებთან და უცხო კულტურებთან, სხვა აღმსარებლობის ქრისტიანებთან და სხვა რელიგიის წარმომადგენლებთან კონტაქტისათვის.
9. მიუხედავად ყველა სიძნელისა, ჩვენ ვახარებთ ღმრთის კეთილ უწყებას, რომლემაც „ესე შეიყვარა სოფელი“, რომ „მოვიდა ჩვენ შორის“. ამიტომ, ჩვენ, მართლმადიდებლები მომავალს ვუყურებთ იმედით, და, მიუხედავად ყველა სირთულისა, ვსასოებთ „ყოვლისამპყრობელზე… რომელიც არის და იყო და მოდის“ (გამოცხ. 1:8). რამეთუ ჩვენ გვახსოვს, რომ ბოლო სიტყვა – სიტყვა სიხარულისა, სიყვარულისა და სასოებისა, რჩება მასთან. რომელსა შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
† ბართოლომეოს კონსტანტინოპოლელი
† თეოდორე ალექსანდრიელი
† თეოფილე იერუსალიმელი
† კირილე მოსკოველი
† ირინეოს სერბელი
† დანიელ რუმინელი
† ნეოფიტე ბულგარელი
† ილია ქართველი
† ქრიზოსტომოს კვიპრელი
† იერონიმე ათენელი
† საბა ვარშაველი
† ანასტასიოს ტირანელი
თარგმანი: დავით ჩიკვაიძე
http://www.ambioni.ge/martlmadidebel-eklesiata-winamzrolebis-epistole-6-9-marti-2014w

Комментариев нет:
Отправить комментарий