ღმერთი

ღმერთი

понедельник, 24 марта 2014 г.

შვილების შეგონება მშობლების ვალია,

– ასე რომ, თქვენიც. რისი უნდა გეშინოდეს? სიყვარულით ნათქვამი სიტყვა არასოდეს გააღიზიანებს (შვილს). მხოლოდ მბრძანებლური (სიტყვა) ნაყოფს ვერასდროს გამოიღებს. საჭიროა დღედაღამ ლოცვა, რომ უფალმა აკურთხოს შვილები და საშიშროებებს გადაურჩნენ. ღმერთი მოწყალეა! მას მრავალი საშუალება აქვს (თქვენ აზრადაც რომ არ მოგივათ), აარიდოს საშიშროება. ღმერთი ყველაფერს განაგებს. ის ბრძენი, ყოვლადმოწყალე და ყოვლადძლიერი მმართველია, და ჩვენ მის სამეფოს ვეკუთვნით. რატომ უნდა ნაღვლობდეთ? ის თავისიანებს არ დააჩაგვრინებს. ერთი რამისთვის უნდა ვიზრუნოთ, რომ ღმერთი არ შეურაცხვყოთ და არ ამოგვშალოს თავისიანების რიცხვიდან. 



(წმ. თეოფანე დაყუდებული)








Комментариев нет:

Отправить комментарий