ღმერთი

ღმერთი

суббота, 15 марта 2014 г.

ფენტეზი.

ფენტეზი (ინგლ. Fantasy — ფანტაზია) — ლიტერატურული ჟანრი, რომელშიც სიუჟეტის ძირითად ელემენტად გამოყენებულია მაგია და სხვა ზებუნებრივი მოვლენები. ამ ჟანრის ბევრ ნაწარმოებში მოქმედება ხდება გამოგონილ სამყაროში, სადაც ჯადოქრობაა გავრცელებული. ასევე, ხშირად გვხვდებიან მითიური არსებები (დრაკონები, ჯუჯები, ტროლები და სხვა). სამეცნიერო ფანტასტიკისგან განსხვავებით, ფენტეზი არ იძლევა შეუძლებელი მოვლენების ლოგიკურ (ან ფსევდო-ლოგიკურ) ახსნას. თუმცა, ამ ორ ჟანრს ბევრი რამ აქვს საერთო.

პოპულარულ კულტურაში უფრო გავრცელებულია ფენტეზის მედივალისტური ფორმა, განსაკუთრებით ჯ. რ. რ. ტოლკინის ბეჭდების მბრძანებლის წარმატების შემდეგ. ფართო გაგებით, ფენტეზი მოიცავს ბევრი მწერლის, რეჟისორისა და მუსიკოსის ნამუშევრებს, უძველესი მითებიდან და ლეგენდებიდან თანამედროვე ნაწარმოებებამდე.


ჯუჯები — ხალხური ცრუ რწმენის ნაყოფი, ცნობილი სახე, მითებსა და თქმულებებში ხშირად მოქმედი კაცუნა, უცნაური და ჯადოქრული თვისებებით აღჭურვილი. ცხოვრობენ კენტად ან ერთად მიწისქვეშ, გამოქვაბულებში, ტყეში, კერიის ქვეშ, საჯინიბოებში და სხვა. ხშირად არიან ჭრა-კერვის ოსტატები ან განძისმცველები ("ნიბელუნგებში"). მომდინარეობენ მიცვალებულთა სულების რწმენიდან, ტყეებში გაფანტული ტანმორჩილი ტომების ხილვიდან, ფანტაზიის სამეფოდან.

ბევრს სახელიც აქვს. ჯუჯა ოიგელი ზიგფრიდს ტყეში ბუმბერაზ კუპერანის ბუნაგს ასწავლის, თეთრი აბრეშუმივითაა მოსილი და ძვირფასთვლებიანი გვირგვინი ადგას. კეთილია, მაგრამ მშიშარა. გმირს მხოლოდ მას შემდეგ ეხმარება, რაც იმან გვირგვინი კლდეს მიანარცხა.

გერმანელები "ვექსელბალგს" (გერმ. Wechselbalg) ეძახიან გონჯ არსებას, რაც თითქოს ჯუჯებმა "გამოცვალეს". ანალოგიური რწმენა სვანეთში დევებზეა ნათქვამი ("ნაცადე" — გამოცვლილი გონჯი ბავშვი).

ჯუჯებს, პიგმეებს, გნომებს, ქონდრისკაცებს, ტროლებს, ლილიპუტებს ფოლკლორში და მწერლობაში თვალსაჩინო ადგილი უჭირავთ, როგორც კომიკურ ტიპებს.


ტროლები (შვედ. Troll, მრ. რ. Trollen) — სკანდინავიური მითოლოგიის თანახმად ადამიანისადმი მტრულად განწყობილი არსებანი, მთის სულები, რომლებიც ქვებთან ასოცირდებიან. ტროლები ხშირად გვხვდებიან ფენტეზის ჟანრის ლიტერატურაში.

დევი არის ქართულ მითოლოგიასა და ფოლკლორში ბოროტი სული. დევები თმით დაფარული ზოომორფული არსებები არიან რქებით და მრავალი თავით (სამიდან ასამდე). თავების რიცხვის ზრდასთან ერთად მათი ძალაც მატულობს. მოკვეთილი თავის ადგილზე ახალი ამოდის. დევები მიწისქვეშეთში ცხოვრობენ, მაგრამ შეიძლება მიწაზეც ცხოვრობდნენ და სასახლეებსა და სიმდიდრესაც ფლობდნენ. ჩვეულებრივ, ერთად ცხოვრობს შვიდი-ცხრა ძმა დევი. დევები მესაქონლეობას და ნადირობას მისდევენ, იტაცებენ და ატყვევებენ ლამაზ ქალებს. საქართველოს მთიელებში დევი მჩაგვრელის და დამმონებლის სინონიმის როლში გვევლინება, მათ ებრძვიან ადგილობრივი ღვთაებები. დევების ქალური პერსონიფიკაციები ნაკლებად ბოროტები არიან, ისინი იფარებენ მომხდურებს და იცავენ მათ თავისი კაციჭამია შვილებისაგან.

დევი აგრეთვე, ქართული ხალხური ზღაპრების პოპულარული პერსონაჟი, ადამიანის მსგავსი ფანტატისკური არსება, ტანად დიდი და ღონიერი, ზოგჯერ მრავალთავიანი. განასახიერებს უმთავრესად ბოროტ ძალას. დევი მზეთუახავებს იტაცებს და ქვესკნელში ან ზესკნელში მალავს. ბევრი ზღაპრის გმირი გონებაჩლუნგ დევს ჯაბნის და კლავს.


ბაყბაყ-დევი — ქართულ მითოლოგიაში ტყის კაცი, ერთ-ერთი დევი. ბაყბაყ-დევი, რომელიც ბოროტ საწყისს განასახიერებს (მაგრამ ყოველთვის მარცხდება დადებით გმირთან), წარმოგვიდგება მრავალთავიან არსებად, რომლის სიმძიმეს ძლივს უძლებს დედამიწა, კაციჭამიად, რომელიც თავის დამხმარეებთან ერთად ჭამს ადამიანებს.


Комментариев нет:

Отправить комментарий