ამ ცოდვის მიმართ მიდრეკილება ანუ ჩვეულება წარმოიშვება. ასე ჩნდება ვნებიანი მიდრეკილება ლოთობისადმი, ქურდობისადმი, ანგარებისადმი, სიძვისადმი, ცილისწამებისადმი, განკითხვისა და სხვა უსჯულოებებისადმი. ეს მიდრეკილება ანუ ჩვეულება ისეთი ძლიერია, რომ თითქოს ადამიანის მეორე ბუნებად იქცევა... რადგან ვნებიანი მიდრეკილება გულში ღრმად იდგამს ფესვებს. რაც უფრო მეტად სცოდავს ადამიანი რაიმე ცოდვით და ყოვნდება მასში, მით მეტად ღრმავდება ვნება მის გულში. რაც უფრო იზრდება ხე, მით უფრო იდგამს ფესვებს მიწაში, ასევე, რაც უფრო მეტად იზრდება ცოდვიანი ჩვეულება, მით უფრო ღრმად იდგამს ფესვებს კაცის გულში.
წმ. ტიხონ ზადონელი
წმ. ტიხონ ზადონელი
Комментариев нет:
Отправить комментарий