ღმერთი

ღმერთი

пятница, 21 марта 2014 г.

ტამპლიერები . ტამპლიერთა ორდენი.

ქრისტესა და სოლომონის ტაძრის ღატაკი რაინდები (ლათ. Pauperes commilitones Christi Templique Solomonici), ასევე ცნობილი როგორც ტამპლიერები ან ტამპლიერთა ორდენი (ფრანგ. Ordre du Temple ან Templiers), იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამხედრო ორდენი დასავლეთ ევროპაში არსებულ სამხედრო-რელიგიურ ორდენებს შორის.ორგანიზაცია არსებობდა ორი საუკუნის მანძილზე შუა საუკუნეებში (XII-XIV სს.).


ტამპლიერების ბეჭედი

კათოლიკური რაინდული ორდენის წევრები შუა საუკუნეებში. ორდენი დააარსეს ფრანგმა რაინდებმა იერუსალიმში I ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ (დაახლ. 1118-19). ორდენის მიზანი იყო სალოცავად მავალთა დაცვა და პალესტინასა და სირიაში ჯვაროსანთა სახელმწიფოების განმტკიცება-გაფართოება. ტამპლიერები ეწოდათ ორდენის დამაარსებელთა თავდაპირველი რეზიდენციის სახელწოდების მიხედვით. ეს რეზიდენცია იმყოფებოდა ეკლესიის მახლობლად, რომელიც გადმოცემით სოლომონის ტაძრის ადგილას იყო აგებული. ტამპლიერები ატარებდნენ თეთრ მოსასხამს, რომელზედაც წითელი ჯვარი ჰქონდათ გამოსახული. 1128 წელს შემუშავებული წესდებით (დაამტკიცა პაპმა ჰონორიუს II-მ) ორდენი მკაცრ ცენტრალიზებულ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. 1139 წელს პაპმა ინოკენტი II-მ ტამპლიერებს დიდი პრივილეგიები უბოძა. ტამპლიერები აქტიურად მონაწილეობდნენ XII-XIII სს ჯვაროსნულ ლაშქრობებში, ორდენი თანდათანობით მდიდრდებოდა და მძლავრი პოლიტიკური ძალა ხდებოდა, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში ტამლიერების ორდენი უდიდესი ფეოდების მფლობელი გახდა. ორდენის გამდიდრების წყაროს ვაჭრობა, უმთავრესად მევახშეობა, წარმოადგენდა. ტამპლიერთა სახლი პარიზში ფართო საბანკო ოპერაციების ცენტრი ხდება. 1291-დან ტამპლიერები ჯერ კვიპროსზე, მერე კი ევროპაში, ძირითადად საფრანგეთში დამკვიდრდნენ. XIV საუკუნის დამდეგს საფრანგეთის მეფე ფილიპ IV ლამაზი იწყებს ორდენის წინააღმდეგ ბრძოლას. ტამპლიერებს ბრალი დასდეს მწვალებლობაში და მრავალ სხვა მანკიერებაში და 1307 წლის 13 ოქტომბერს ორდენის თითქმის ყველა წევრი დააპატიმრეს. 1310 წელს ორდენის დიდი მაგისტროსი ჟაკ დე მოლი და ყველა ტამპლიერი დაწვეს. ორდენის ქონებას სამეფო ხაზინამ კონფისკაცია უყო, ხოლო ავინიონის პაპმა კლემენტ V-მ 1312 წელს ორდენი საბოლოოდ გააუქმა.


ორდენის ისტორია


1099 წელს, იერუსალიმის აღების შემდეგ პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის ბევრი მონაწილე დაბრუნდა დასავლეთში ან დაიღუპა, ხოლო აღმოსავლეთში მათ მიერ შექმნილ ჯვაროსნების სახელმწიფოს არ ჰქონდა საკმარისი სამხედრო ძალა და ჭკვიანი სარდლობა, რომელიც დაიცავდა მათ სახელმწიფოს სხვა მტრებისგან. ამის შედეგი იყო ის, რომ წმინდა მიწაზე მიმავალ მომლოცველებს ხშირად თავს ესხმოდნენ მძარცველები და ძარცვავდნენ, ჯვაროსნებს კი მათი დაცვის უზრუნველყოფა არ შეეძლოთ. დაახლოებით 1119 წელს ფრანგმა დიდგვაროვანმა ჰუგო დე პეინმა შეკრიბა რვა თავის ნათესავი რაინდი გოდფრუა დე სენტ-ომერის ჩათვლით და დააარსა ორდენი, რომლის მიზანიც იყო პილიგრიმების დაცვა ახლო აღმოსავლეთში და წმინდა მიწაზე. ამ ორდენს ეწოდებოდა "მათხოვარი რაინდები". ისინი იმდენად ღარიბები იყვნენ, რომ ორ რაინდს მხოლოდ ერთი ცხენი ჰყავდა.სწორედ ამიტომ მათ მეხსიერებაში დიდხანს რჩებოდა სურათი-ერთ ცხენზე მჯდარი ორი კაცი. ორდენის სამიანობის შესახებ, ისევე, როგორც თვით ორდენზე ძალიან ცოტა რამ იყო ცნობილი 1128 წლამდე-ტრუას საბჭომდე, რომელზეც ორდენი ოფიციალურად წარადგინეს, ხოლო მღვდელს-ბერნარს დაავლეს შეექმნა ორდენის წესდება.

შუასაუკუნეების ისტორიკოსი-ვილჰელმ ტირის არქიეპისკოპოსი. იერუსალიმის სამეფოს კანცლერი,თავის ნაშრომში წარმოადგენს ორდენის შექმნის პროცესს:"ამავე წელს რამდენიმე ღვთისმოშიშმა მამაკაცმა-კეთილშობილმა რაინდმა გამოთქვა სურვილი ეცხოვრა მკაცრი მორჩილების წესით, ქონება გადაეცათ ეკლესიისთვის და შესულიყვნენ საეკლესიო ორდენის სასახურში. მათ შორის იყვნენ ჰუგო დე პეინი და გოდფრუა დე სენტ-ომერი. რადგან ორდენს არ ჰქონდა არც თავისი ტაძარი და არც საცხოვრებელი, მეფემ მათ ნება დართო მათ ეცხოვრათ მის სასახლეში, რომელიც გაშენებული იყო წმინდა მთასთან.ტამპლიერებს პირველ რიგში უნდა გამოესყიდათ თვიანთი ცოდვები და პატრიარქის ხელმძღვანელობით "დაეცვათ იერუსალიმში მიმავალი მომლოცველები ყაჩაღებისა და ქურდებისაგან".

თავისი არსებობის დასაწყისში ორდენს ევალებოდა მხოლოდ მომლოცველების დაცვა და პირველი რაინდები წარმოადგენდნენ რაღაც "სასულიერო ძმობის" მსგავსს.ორდენი ასევე იცავდა ქრისტეს საფლავს.

იერუსალიმის სამეფოს მმართველმა ბალდვინ მეორემ რაინდებს გამოუყო ადგილი სამხრეთ აღმოსავლეთით, ალ-აქსას მეჩეთში შტაბ-ბინის ნაცვლად. იმ დროიდან ორდენი იწოდებოდა, როგორც "ტაძრის ორდენი", ხოლო რაინდები-როგორც ტამპლიერები. ტამპლიერები, რომლებიც ესწრებოდნენ ტრუას საბჭოს,წავიდნენ ინგლისში და საფრანგეთში ხალხის მათი ორდენისკენ გადმობირების მიზნით. მათ მიბაძეს გოდფრუა დე სენტ-ომერის მაგალითს და დაბრუნდნენ სამშობლოში.

ჰუგო დე პეინმა მოიარა შამპანი, ანჟი, ნორმანდია, ფლანდრია, ასევე ინგლისი და შოტლანდია. გარდა იმისა, რომ ორდენმა მიიღო დიდი შემოწირულობა ნეოფიტებისაგან, ასევე მათ მიიღეს საკმაოდ დიდი მიწის ფართობები, რამაც უზრუნველყო მათი ეკონომიკური მდგრადობა დასავლეთში, განსაკუთრებით კი საფრანგეთში და განამტკიცა მათი "ეროვნული" კუთვნილება-ორდენი ითვლებოდა ფრანგულად. ძალიან მალე ამ სასულიერო-რაინდული ორდენის წევრობის იდეამ დაიპყრო ლანგედოკისა და პირინეის ნახევარკუნძულის მოსახლეობა.

1139 წლის 29 მარტს რომის პაპმა ინოკენტი მეორემ გამოსცა ქარტია სახელწოდებით Omne Datum Optimum, რომელშიც ეწერა, რომ ტამპლიერს შეეძლო თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე გადაელახა ნებისმიერი ქვეყნის საზღვარი. ის თავისუფლდებოდა ყოველგვარი გადასახადისაგან და არ ემორჩილებოდა არავის.

ტამპლიერების განძს დიდი საიდუმლო აქვს და ასევე დღეისთვისაც ბურუსით არის მოცული. იგი დიდხანს ინახებოდა და ბევრს უცდია მისი მითვისება. ტამპლიერები ამ განძს კარგად უფრთხილდებოდნენ და თითოეულისთვის კარგად ფასობდა. განძის შესახებ მხოლოდ ტამპლიერებმა იცოდნენ და ინახავდნენ. თქმულებით ტამპლიერების განძი მიუნხენში, ერთ-ერთი სახლის ეზოში არის საგულდაგულოდ შენახული. მეცნიერებმა და მაძიებლებმა ბევრი სახლის ეზოში ეძებეს, მაგრამ ამაოდ. რატომღაც ტამპლიერებს არ უნდოდათ განძი ეპოვათ. განძის აღმოჩენა კი საჭიროა.




Комментариев нет:

Отправить комментарий