ღმერთი

ღმერთი

понедельник, 24 марта 2014 г.

მუსტაფა ჯემილევი - თურქეთმა ყირიმის ოკუპანტებს "სასიამოვნო" სიურპრიზი მოუმზადა

23-03-2014

თურქეთმა ყირიმის ოკუპანტებს "სასიამოვნო" სიურპრიზი მოუმზადა, - ამის შესახებ ყირიმელ თათართა მეჯლისის ყოფილმა თავმჯდომარემ, მუსტაფა ჯემილევმა განაცხადა.
ჯემილევის თქმით, თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან ბოლო შეხვედრაზე გარკვეული შეთანხმება მოხდა. "ჩვენ განვიხილეთ შექმნილი სიტუაცია. მოგეხსენებათ, ყირიმის ბედი თურქეთისთვის სულერთი არ არის არა მხოლოდ ისტორიულად, არამედ იმის გამოც, რომ მის ტერიტორიაზე 10-ჯერ მეტი ყირიმელი თათარი ცხოვრობს, ვიდრე ყირიმის ნახევარკუნძულზე. მაგრამ მიღწეულ შეთანხმებაზე მე არაფერს ვიტყვი, დაე, ეს იყოს სიურპრიზი ყირიმის საოკუპაციო რეჟიმისთვის", - აღნიშნა ჯემილევმა.
მისივე ინფორმაციით, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს საუბარი ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და განაცხადა, რომ თურქეთი ყურადღებით აკვირდება ყირიმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და თურქი ხალხი საშუალებას არ მისცემს, უბრალო დამკვირვებლის როლში დარჩეს.



http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/275101-mustafa-jemilevi-thurqethma-yirimis-okupantebs-qsasiamovnoq-siurprizi-moumzada.html?ar=A

Комментариев нет:

Отправить комментарий