ღმერთი

ღმერთი

среда, 26 марта 2014 г.

ცენტრალური სადაზვერვოს უფროსი რუსეთის უკრაინაში შეჭრას არ გამორიცხავს

26 მარტი, 2014.


ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის, ჯონ ბრენანის აზრით, რუსეთის არმიას ხელს არაფერი უშლის, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში შეიჭრას, იუწყება The Washington Times-ი.

ბრენანს აკრიტიკებენ, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია ვერ იწინასწარმეტყველა. თავის გასამართლებლად, ვაშინგტონში გამართულ საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოზე განაცხადა: ასეთ შემთხვევებში მოვლენების განვითარებაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის ლიდერების პოზიცია და გადაწყვეტილებები.

The Wall Street Joirnal-ი ადრე იტყობინებოდა, რომ პენტაგონი რუსეთის ყირიმში შეჭრის ალბათობას დაბალს უწოდებდა მაშინ, როცა სადაზვერვო სამსახური მიიჩნევდა, რომ ანექსია აუცილებლად მოხდებოდა.

რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ უკრაინაში შეჭრაზე საუბრისას ბრენანი სიფრთხილეს იჩენს:

„რა თქმა უნდა, რუსეთს შეუძლია ჯარი აღმოსავლეთ უკრაინაში შეიყვანოს; ახლა პუტინი ფიქრობს რა უნდა გააკეთოს და რა უნდა რომ გააკეთოს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გაკიცხვის ფონზე“.

„ჩემი აზრით, მხოლოდ პუტინმა იცის რა მოხდება მომავალში, თუ საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს“ – შეაჯამა ბრენანმა თავისი გამოსვლა.

როგორც ცნობილია, ყირიმში და უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან რუსეთის ჯარების რაოდენობა განუხრელად იზრდება. უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა განაცხადა, რომ უკრაინა ყირიმში რუსეთის ოკუპაციის შეჩერებას ძალით არ ეცდება, რადგან ამას შეიძლება ხმელეთიდან ქვეყნის ტერიტორიაზე შემოჭრა მოყვეს.


(მოამზადა თამაზ ჩიქვანაიამ)


http://reportiori.ge/?menuid=8&id=21156




Комментариев нет:

Отправить комментарий