ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
მეუფემ ქადაგება მართლმადიდებლობის ზეიმის მნიშვნელობაზე საუბრით დაიწყო, რომლითაც დღეს ეკლესია ხატთმებრძოლობაზე გამარჯვებასა და ხატთა თაყვანისცემას აღნიშნავს. დღესასწაული VII მსოფლიო საეკლესიო კრების შემდგომ დაწესდა.
"VII მსოფლიო საეკლესიო კრება იყო ხატთმებრძოლობის, მწვალებლობის საწინააღდეგოდ. ამ კრებამ კიდევ ერთხელ დაამოწმა, რომ ხატის თაყვანისცემა, ეს არის ღვთისგან დადგენილი შეჭმარიტი მსახურება იმ წმინდანებისა და უფლისა, რომელნიც გამოსახული არიან ხატებზე. იყო კიდევ ერთი მცდელობა ბოროტი სულისა, რომ ეკლესიაში, რომელშიც ყველაფერი ხდება ღვთის გამოცხადების საფუძველზე, შესულიყო ცვლილება და ადამიანს, თავისი ადამიანური გონებით, ღვთის ნება და ღვთაებრივი სწავლება დაერღია. ეს არ მოხდა. ეკლესიამ ცდომილება ამხილა და ამის შემდგომ დაადგინა დღესასწაული, რომელსაც მართმადიდებლობის ზეიმს ვუწოდებთ. დღესასწაული გულისხმობს, რომ ღვთისგან მოცემული შეჭმარიტი სარწმუნოება, ცოდნა ღვთის, სამყაროს და ადამიანის შესახებ, უფლის დახმარებით, არ იქნება შეცვლილი, არ იქნება შერყვნილი, ვერავითარი ძალა მას ვერ შეცვლის. ყოველთვის დედამიწაზე, ვიდრე მეორე მოსვლამდე, ადამიანებს ექნებათ გეზი, გზა – ღვთისკენ მიმავალი, უცდომელი, რომელიც მიიყვანს ღმერთთან, რომელიც არ იქნება გამრუდებული", – ბრძანა მეუფე დანიელმა.
მისივე თქმით, "როცა ბოროტი ძალა გარე საშუალებებით ვერ ერევა ეკლესიას, ცდილობს, მცდარი სწავლება ეკლესიის შიგნით შემოიტანოს".
"ეკლესია ეს არის ღვთისგან დადგენილი ინსტიტუტი, სადაც შეერთებულია ღვთაებრივი და ადამიანური ბუნება. პავლე მოციქული ბრძანებს, რომ ეკლესია არის სხეული ქრისტესი, ხოლო უფალი ჩვენი იესო ქრისტე, თქვენ იცით, რომ არის ღმერთკაცი, არის შეჭმარიტი ღმერთი და შეჭმარიტი ადამიანი. ამიტომ ეკლესია ეს არის სწორედ ღმერთისა და ადამიანის ერთობის, მარადიული კავშირის ადგილი. ვინც ეკლესიაში შევა, ის შეერთებულია უფალთან. ამიტომაც პავლე მოციქული ამბობს, რომ ჩვენ ვართ ასონი გვამისანი – ეკლესიის, როგორც ქრისტეს გვამის, სხეულის ნაწილები. ჩვენშიც, ჩვენს ადამიანურ ბუნებას უერთდება ღვთაებრივი ბუნება, როცა ჩვენ ვხდებით ეკლესიის წევრები. სწავლება, რომელსაც მიჰყავს ადამიანი ღმერთთან, თუ იქნება შეცვლილი, მაშინ ავცდებით ღვთისკენ მიმავალ გზას. ბოროტი ძალა, როცა გარე საშუალებებით ეკლესიას ვერ ერევა, ვერ აფერხებს ეკლესიის წევრების ეკლესიიდან მოწყვეტას, ცდილობდა და ცდილობს, მცდარი სწავლება ეკლესიის შიგნით შემოიტანოს და შესაბამისად გზა-კვალი აურიოს მორწმუნე ადამიანებს. მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან იცავს თვით უფალი და ეკლესია იმარჯვებს ყოველგვარ ცდომილებაზე", – განაცხადა მეუფე დანიელმა.
http://reportiori.ge/?menuid=7&id=19284

Комментариев нет:
Отправить комментарий