ადამიანებს პრობლემები აქვთ ადამიანებთან ურთიერთობაში. ზოგს სხვებთან კონტაქტი უჭირს, ზოგიც ვერ ახერხებს იმის მიღწევას, რაც ძალიან უნდა. თუმცა, ყველაფერი ურთიერთობით იწყება და სწორედ ამის გამოსწორებას უნდა ვცდილობდეთ.
გთავაზობთ ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგის დეილ კარნეგის რჩევებს, რომელიც ცხოვრებაში გამოგადგებათ.
1. გულწრფელად დააფასეთ და გულუხვად შეაქეთ. დაფასებას და ქებას ადამიანი მთელი სიცოცხლე დაიმახსოვრებს, თქვენ დაივიწყებთ და ის კი კეთილად მოიგონებს.
2. გულწრფელი ინტერესი გამოიჩინეთ სხვათა მიმართ. ყურადღებით უსმინეთ, მიეცით საშუალება გელაპარაკონ თავიანთ თავზე. ილაპარაკეთ იმაზე რაც თქვენს თანამოსაუბრეს აინტერესებს. კამათში გამარჯვების ერთადერთი გზა დათმობაა. პატივისცემით მოეკიდეთ თქვენი თანამოსაუბრის აზრს, არასოდეს არ უთხრათ, რომ ცდება.
3. ღიმილი შეუფასებელია, მაგრამ ბევრს გვაძლევს. ის ამდიდრებს მათ ვინც მათ იღებს და აგრეთვე მათაც ვინც ამას გასცემს. ის გრძელდება წამიერად, მაგრამ მეხსიერებაში გვრჩება სამუდამოდ.
4. ხშირად მიმართეთ ადამიანს საკუთარი სახელით. გახსოვდეთ, რომ ადამიანისთვის მისი სახელი ყველაზე საამურად და ყველაზე საინტერესოდ ჟღერს ნებისმიერ ენაზე.
5. გახსოვდეთ, რომ თქვენი მოსაუბრე შეიძლება არ იყოს მართალი, მაგრამ ის ასე არ ფიქრობს. ნუ განიკითხავთ მას - ასე მხოლოდ სულელი მოიქცევა. შეეცადეთ, გაუგოთ მას. ბრძენი, მომთმენი, გაწონასწორებული ადამიანი ცდილობს მოიქცეს სხვანაირად.
6. არავინ არ არის ისე მდიდარი, რომ სხვის გარეშე შეძლოს არსებობა, და არც არავინ ისე ღარიბი, რომ ის არ გახდეს მეორესგან მდიდარი.
7. ყოველი ერი თავს სხვა დანარჩენზე აღმატებულად თვლის. სწორედ ეს აზრი შობს პატრიოტიზმსა და ომებს.
8. იშვიათად აღწევს ხალხი წარმატებას იმ საქმეში, რომლის კეთებაც მათ სიამოვნებას არ ანიჭებს.
9. საზოგადოება გვაფასებს ამ ოთხი კრიტერიუმით: რას ვაკეთებთ, როგორ გამოვიყურებით, რას ვამბობთ და როგორ ვამბობთ.
10. თუკი გსურს, გაიჩინო მეგობრები, უბრალოდ კარგად დაიმახსოვრე ისინი. თუკი გახსოვთ ჩემი სახელი, ამით თქვენ უსიტყვო კომპლიმენტს მეუბნებით და მაგრძნობინებთ, რომ თქვენზე შთაბეჭდილება მოვახდინე.
11. ერთადერთი გზა არსებობს იმისთვის,რომ აიძულო ადამიანს რაიმეს გაკეთება, გაუჩინო მას ამის გაკეთების სურვილი.
12. ბედნიერებაზე მხოლოდ ჩვენი გონებრივი დამოკიდებულება ახდენს გავლენას და არა გარემო პირობები.
13. სიკეთეს რომ სჩადიხართ, მადლიერებაზე ნუ ფიქრობთ. თუ თქვენ გსურთ ეზიაროთ ბედნიერებას, შეწყვიტეთ ფიქრი მადლიერებასა და უმადურობაზე.
14. ორ თვეში შეგიძლია გაიჩინო გაცილებით მეტი მეგობარი, ვიდრე ორი წელიწადში, თუკი ეცდები, დაინტერესდე მათი პიროვნებით იმის ნაცვლად, რომ გამუდმებით სცადო დააინტერესო შენით.
15. პირველ რიგში, ჰკითხე საკუთარ თავს: "ყველაზე უარესი რა შეიძლება მოხდეს?" - შემდეგ მოემზადე, მის გადასატანად, ხოლო შემდეგ ეცადე, მიაღწიო უარესზე უკეთესს.
16. დიდი სურვილი რაიმეს შესწავლისა - ეს უკვე 50% წარმატებაა!
17. ამ სამყაროში მხოლოდ ერთი გზა არსებობს სიყვარულის დამსახურებაა - შეწყვიტეთ მოთხოვნა სიყვარულისა და მხოლოდ გაეცით იგი უანგაროდ.
●ცნობილი ამერიკელი მწერალი, პუბლიცისტი, მასწავლებელი და ფსიქოლოგი დეილ კარნეგი 1888 წლის 24 ნოემბერს მერივილში, მისურის შტატში დაიბადა. მან ჩამოაყალიბა უკონფლიქტო და წარმატებული ურთიერთობების თეორია. იგი აღიარებდა და ცხოვრობდა პრინციპით - არ არსებობენ ცუდი ადამიანები, არამედ არის უბრალოდ გაუგებარი გარემოებები, რასთანაც ბრძოლა შესაძლებელია და არ ღირს ამის გულისთვის სხვა ადამიანების ცხოვრების და ხასიათის გაფუჭება.
● დეილ კარნეგი ღარიბ ოჯახში იზრდებოდა. ის კოლეჯში სწავლის პერიოდში არასრულფასოვნების კომპლექსით იყო შეპყრობილი, სცხვენოდა თავისი ღარიბი ჩაცმულობისა... იგი ერთი პერიოდი თვითმკვლელობაზეც ფიქრობდა, მაგრამ მან თავში იპოვა ძალა, თუ როგორ უნდა ელაპარაკა და მოეხდინა ზემოქმედება ადამიანზე, ანუ იგი საკუთარი თავის რწმენაში თვითდაჯერებული გახდა. იგი თვლიდა, რომ „ადამიანმა საკუთარ თავში რწმენის გაღვიძებისათვის საჭიროა აკეთოს ის, რისიც ყველაზე ძალიან ეშინია."
●დეილ კარნეგი 1955 წლის პირველ ნოემბერს გარდაიცვალა თავის სახლში ფორესტ ჰილში, ნიუ იორკის შტატში და დაკრძალულია ბელტონში, მისურის შტატში. არსებობს ვერსიები, რომ კარნეგიმ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით ის გარდაიცვალა ჰოჯკინის დაავადებით.
(მოამზადა სოფო როშნიაშვილმა)
http://www.reportiori.ge/?menuid=67&id=19217

Комментариев нет:
Отправить комментарий