ღმერთი

ღმერთი

суббота, 15 марта 2014 г.

აგუტინი: მე მიყვარს უკრაინელები, იმის მიუხედავად, რომ ომამდე საქმე თავად მიიყვანეს

  რუსი მომღერალი და კომპოზიტორი ლეონიდ აგუტინი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და მასთან რუსეთისა და აშშ-ის დამოკიდებულებას ეხმაურება.

“მე მიყვარს უკრაინელები, ეს მგზნებარე რევოლუციონერები იმის მიუხედავად, რომ ომი გამოიგონეს, თავი ჩიხში მოიმწყვდიეს და ახლა მზად არიან, ყველა, ვინც მათ რაღაცაში არ ეთანხმება, წყეულ კონტრრევოლუციონერად ჩათვალონ.

მიყვარს ჩემი თანამემამულეები, რომლებიც გამოღვიძებულ დათვს მაგონებს და რომელიც განრისხებული ისე იქნევს თათებს სხვადასხვა მხარეს, რომ საკუთარ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებსაც იზიანებს.

მიყვარს ამერიკელები, ყველაზე გულუბრყვილო ხალხი დედამიწაზე, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ცხოვრობენ თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყანაში.

გთხოვთ, იცხოვრეთ გულით, მაგრამ იფიქრეთ – თავით. მოუსმინეთ ერთმანეთს, სხვაგვარად ამ არამდგრად მსოფლიოს დაღუპავთ”, - წერს აგუტინი.



მაკა ბრეგვაძე

http://pia.ge/

Комментариев нет:

Отправить комментарий