„სიწრფოებასა სჯიდით ძენო კაცთანო“ - არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)
უფალმა ჩვენმა, იესო ქრისტემ, თავის მოწაფეებს უწინასწარმეტყველა: „და იყუნეთ თქვენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის“ (მათ. 10.22), „უკუეთუ მე მდევნეს თქვენცა გდევნენ“ (იოან.15.20), „უკეთუმცა სოფლისაგან იყუნეთ, სოფელიმცა თვისთა ჰყუარობდა: რამეთუ არასოფლისაგანნი ხართ თქუენ... - ამისათვის ჰძულთ თქვენ სოფელსა“ (იოან. 19.12). ჩვენ ვხედავთ, როგორ სრულდება ეს სიტყვები ქრისტიანობის მთელი ისტორიის მანძილზე. იცვლება ქრისტეს მიმდევართა დევნის ფორმები, სულ უფრო ფაქიზი და დახვეწილი ხდება ეკლესიასთან ბრძოლის ხერხები. ხან მეტად აშკარაა, ხან დაფარულია ხრიკები მართლმადიდებლობის წინააღმდეგ, და მაინც, დაპირისპირება ამა სოფელსა და ჭეშმარიტ ქრისტიანობას შორის წამითაც არ სუსტდება, სულ უფრო იზრდება და საშინელ ქარიშხლად მოვარდნით გვემუქრება.
დღეს საზოგადოება თითქოს კეთილგანწყობით ეკიდება ეკლესიას, სინამდვილეში სოფელმა ეკლესიასთან ბრძოლის მეთოდები შეცვალა. ქრისტეს მტრებს ესმით, რომ ქრისტიანული სარწმუნოების ერთხელ და სამუდამოდ განადგურება შეუძლებელია და რომ აშკარა შევიწროვება მხოლოდ შეამჭიდროვებს მორწმუნეებს, მათ გულებში ძლიერ მოშურნეობას აღაგზნებს. გარდა ამისა, ხედავენ, რომ ეკლესიას ძლიერი გავლენა აქვს ხალხის სულზე, - და აი, მათ სურთ შეინარჩუნონ ფორმა და გარეგნული სახე ეკლესიის, როგორც გარკვეული სახის ორგანიზაციისა, რომელსაც ხალხში ავტორიტეტი აქვს. ამასთანავე, ეკლესიის ცხოვრება და მსოფლმხედველობა სურთ დაუმორჩილონ ერთ მიზანს: მისი საშუალებით გავლენა იქონიონ ხალხზე და მიმართონ ისინი გარკვეული მიზნებისკენ, ისარგებლონ იმით, რომ მათ სჯერათ ეკლესიის, ხოლო როცა ეკლესია არ თანხმდება კომპრომისებს, მაშინ მის წინააღმდეგ დაუფარავი მტრობა და დაჟინებული ზეწოლა იწყება და აი, უკვე ყოველი მხრიდან, ხან საზოგადოებრივი პრესითა და ტელევიზიით, ხან საზოგადეოების სხვადასხვა ფენის შუაგულიდან, ხან ამა თუ იმ პოლიტიკური მოღვაწის ან მაღალი საზოგადოების კულტურის წარმომადგენლის ბაგეთაგან ეკლესიის მისამართით სხვადასხვაგვარი მძიმე ბრალდება ისმის. ბევრი საკითხს ისე წარმოაჩენს, თითქოს ეკლესია ძლიერ შეირყვნა, ჭეშმარიტი ქრისტიანობის სულს განეშორა და უკვე არათუ ვერ ეხმარება ადამიანს მართალი გზით იაროს, არამედ პირიქით, ხალხის ცხოვრების განვითარებას აფერხებს, ხელს უშლის პროგრესს, აზიანებს ჯანსაღ აზროვნებას და ნორმალურ ზნეობას ამახინჯებს, მოკლედ, ხალხს ნორმალურ ცხოვრებასა და ჯანსაღ საზოგადოებაში განვითარებას უშლის.
ზოგიერთები ეკლესიის ცხოვრების საქმეებში ჩარევას და „საღი წარმოდგენების“ პრინციპით მის გადაკეთებას ურჩევს (რომლებიც ძირითადად დასავლურ ფსიქოლოგიას და ახალი საზოგადოების მშენებლობის ევროპულ კულტურას დაესესხნენ), ეკლესიის სხეულს „სასწრაფო ქირურგიული ოპერაციაც“ კი გამოუწერეს. („ქირურგია“ - ბერძნული სიტყვაა და ითარგმნება, როგორც „ხელით მოქმედება“, როგორც ჩანს უკვე ცემა-ტყეპვის გამოყენებას სთავაზობენ, ანუ მოქმედებას არა საბუთების და სიტყვიერი პოლემიკის ძალით, არამედ უკვე პირდაპირ - ფიზიკურად. აქ უპრიანია გავიხსენოთ ბიბლიური თხრობა წმინდა სუსანას შესახებ (იხ. დანიელ წინასწარმეტყველის წიგნი. თავი 13.) აი, მოკლედ მისი შინაარსი: ბაბილონში ცხოვრობდა ერთი მდიდარი, სახელად იოაკიმი, მას ცოლად მეტად ლამაზი და ღვთისმოშიში ქალი - სუსანა ჰყავდა. იოაკიმის მდიდრული სახლის ბაღში ხშირად იკრიბებოდნენ ადგილობრივი იუდეველები საკამათო საკითხების გადასაჭრელად, დანაშაულის განსასჯელად, მათ შორის წარმოქმნილი სხვადასხვა პრობლემის მოსაგვარებლად. იმ წელს ორი მოხუცი აირჩიეს მსაჯულებად. მას შემდეგ, როცა ხალხი ბაღს ტოვებდა და იგი ჩაიკეტებოდა, მორცხვი და მშვენიერი სუსანა ბაღში სეირნობდა. ორივე ხუცესი ხშირად სტუმრობდა იოაკიმის სახლს, ხედავდნენ სუსანას და მის მიმართ ბილწი გულისთქმა გაუჩნდათ, მაგრამ ამას ერთმანეთს არ უმხელდნენ. თუმცა, დიდხანს ვეღარ შეძლეს ამ ვნების დაფარვა, იძულებულნი შეიქნენ ერთმანეთისთვის გაემხილათ, ერთად ემოქმედათ და ქალი ცოდვისაკენ მიედრიკათ. ერთხელ უთვალთვალეს როგორ გამოვიდა სუსანა ბაღში მხევალთან ერთად და ბანაობა მოისურვა, როცა ამისთვის მსახურებმა ყველაფერი მოუმზადეს წმინდანმა ისინი განუტევა და ბაღში მარტო დარჩა. მაშინ ორივე უხუცესმა მასთან მიირბინა და დანებება მოსთხოვა, სხვაგვარად იმუქრებოდნენ, რომ სუსანას ყმაწვილკაცთან მრუშობაში დასდებდნენ ბრალს, ვისთან შეცოდებისთვისაც მან თითქოსდა მხევლები განირიდა. ატირდა სუსანა და თქვა: „შეჭირვებულ ვარ ყოველმხრივ, რადგან თუ ამას გავაკეთებ, სიკვდილია ჩემთვის; მიჯობს თქვენს ხელში ჩავვარდე, ვიდრე უფლის წინაშე შევცოდო“ და „დიდის ხმით იყვირა სუსანამ“. მაშინ უხუცესები ბაღის კარებისკენ გაიქცნენ, გახსნეს იგი, მოუწოდეს ხალხს და განაცხადეს, რომ მათ წაასწრეს სუსანას ბაღში, ხის ქვეშ ვიღაც ყმაწვილკაცთან მემრუშეს, მაგრამ როცა ცოდვილთა შესაპყრობად მივიდნენ, ახალგაზრდამ სძლია მათ და გაიქცა. და აი, ხალხმა ირწმუნა პატივცემული უხუცესების, სახალხო მსაჯულების, სუსანას ბრალი დასდეს მომაკვდინებელ ცოდვაში და სიკვდილი მიუსაჯეს. როცა სასჯელის აღსასრულებლად მიჰყავდათ, უფალმა გააღვიძა ახალგაზრდა კაცის, წმინდა დანიელ წინასწარმეტყველის სული და მან შესძახა ხალხს: „უგუნურები ხართ ისრაელიანებო, არ გამოგიძიებიათ, არ გაგირჩევიათ სიმართლე, და ისრაელის ასულს ისე გამოუტანეთ მსჯავრი? დაბრუნდით სამსჯავროში.“ და აი, კვლავ გაიმართა სასამართლო, ოღონდ არა ისეთი ნაჩქარევი. წმინდა დანიელმა წილისმწამებელ უხუცესთა დაშორება და მათი ისე გამოკითხვა მოითხოვა. ეკითხება პირველს: რომელი ხის ქვეშ ჰპოვა მან მემრუშენი და იგი ასახელებს დანამასტიკის ხეს, ეკითხება მეორეს და - იგი, რომელმაც ვერ მოასწრო პირველთან თათბირი, ასახელებს მუხას. ამგვარად იმხილება ცრუმსაჯულთა ტყუილი და ვერაგობა. მაშინ მთელმა კრებულმა ყიჟინა დასცა და აკურთხეს ღმერთი, რომელიც იხსნის თავის მოსავთ... აღდგნენ ამ ორი უხუცესის წინააღმდეგ... ისევე მოექცნენ მათ. როგორც დაიმსახურეს. როცა თვისტომის მიმართ ბოროტს იზრახავდნენ და დახოცეს ისინი“.
წმ. იპოლიტე რომაელი (მესამე საუკუნის მამა) წინასწარმეტყველ დანიელის წიგნის განმარტებისას ამბობს, რომ სუსანა ეკლესიის პირველსახეა, მისი დიდგვაროვანი ქმარი - ქრისტესი, ხოლო ცრუმსაჯულები, უხუცესები ორ ხალხს გამოხატავს, რომელთაგან პირველი წინადაცვეთილთა ტომია (რამდენადაც წმინდა დანიელი პირველ უხუცესს მიმართავს, როგორც კანონის მცოდნეს, მაგრამ უსამართლო მსაჯულს), ხოლო მეორე - წარმართთა ტომიდანაა ( მას წმინდა დანიელი ასე მიმართავს „ქანაანის თესლო, არა იუდასო!“) ბიბლიის სიტყვით „უხუცესნი ყოველდღე გულმოდგინედ დარაჯობდნენ“ სუსანას. წმ. იპოლიტე ამბობს: „ეს ნიშნავს, რომ დღემდე ყველაფერს, რაც ეკლესიაში ხდება აკვირდებიან და თვალყურს ადევნებენ წარმართნი და იუდეველნი, იმ მიზნით, რომ ჩვენს წინააღმდეგ ცრუ მოწმობა მოიყვანონ“. შემდგომ დანიელის წიგნი ამბობს, რომ ორივე (უხუცესი) მისადმი (სუსანასადმი) გულისთქმით იყვნენ შეპყრობილი, მაგრამ ერთმანეთს არ უმხელდნენ თავიანთ ჭირს“, რასაც წმინდა იპოლიტე ასე განმარტავს: „ორივე ტომი სატანის მოქმედებით წაქეზებული განუწყვეტელ დევნასა და შევიწროვებას აღძრავს ეკლესიის წინააღმდეგ და მხოლოდ იმას ცდილობს, დაღუპოს იგი, თუმცა მათ ამავე დროს ურთიერთთანხმობა არა აქვთ“ (იხ. წმ. იპოლიტე რომაელი. „თხზულებანი“. 1997წ. ნაწ.1. გვ.18) სწორედ ასევე, დღესაც ხედავთ როგორ ატყდება თავს ეკლესიას ყოველი მხრიდან საყვედურები, მძიმე ბრალდება სხვადასხვაგვარ „ცოდვაში“, „ნერწყვაი“, „ყურიმლის-ცემაი“, დარტყმა და დაცინვა, როგორც ოდესღაც უფალ იესოს. მაგრამ არცთუ რთულია მცირედმორწმუნე, თუნდაც ურწმუნო ადამიანმა შენიშნოს, თუ როგორ ამხელენ თვით ბრალმდებელნი თავიანთ სიცრუესა და უსამართლობას. ყურადღებას იქცევს სწორედ ის, რომ ეკლესიის ბრალმდებელნი თითქოსდა ორ ტომად, კრიტიკის ორ მიმართულებად იყოფიან, ერთნი - მიეკუთვნებიან კანონმცოდნეთ, მეორენი - „ლიბერალებს“. ერთნი როგორღაც განსაკუთრებული სიმკაცრით, ზედმიწევნით ითხოვენ ყველა წესისა და კანონის ასრულებას და მზად არიან მკაცრად დასაჯონ ეკლესია ამ კანონიდან უმცირესი გადახვევისთვისაც კი, მეორენი უძველეს კანონთა მიმდევრობას ბნელეთის მოციქულობად და ქრისტიანული სულისაგან განდგომად მიიჩნევდნენ.
ამგვარად გაჩნდა ეკლესიისაგან მრავალი განდგომილი, ხალხი, რომელიც ოდესღაც ეკლესიაში იყო, მაგრამ მოწყდა მის სხეულს, თითქოსდა იმიტომ, რომ ეკლესიამ ფეხქვეშ გათელა წმინდა მამათა წეს-კანონები თავის ზეციურ საქმროს ქრისტეს უღალატა და უკვე გაიწირა ღვთისგან. ეს ხალხი გამუდმებით დაეძებს ხან ერთ, ხან მეორე კანონს, ცდილობენ ეკლესიის დარღვევებისა და დანაშაულის გრძელი სია გამოიყვანონ ძველი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ, არადა მათი სიცრუე იქიდან ჩანს, რომ არსებობს დიდი უმრავლესობა, რომლებიც ეკლესიას სულ ერთსა და იმავე ცოდვებს სდებენ ბრალს, მაგრამ არა თუ ვერ ერთიანდებიან, არამედ სულ ახალ და ახალ ჯგუფებად იყოფიან, ეს ადასტურებს იმას, რომ ისინი ეკლესიის წინაღმდეგ ცალკეულ კანონთა დარღვევამ კი არ განაწყო, არამედ გარკვეულმა პირადმა პატივმოყვარეობამ, ეპისკოპოსთაგან ვინმესთან პირადმა ანგარიშმა, სხვადასხვა სახის წყენამ და დაუკმაყოფილებელმა ამბიციებმა, ეკლესიამ არ მისცა მათ რომელიღაც ვნების დაკმაყოფილების საშუალება და ისინი კარს მიცვივდნენ, გარეთ გამოვარდნენ, ეკლესიის საზღვრებს გარეთ აღმოჩნდნენ და ახლა იქიდან აფრქვევენ ცილისწამებებს, მადლმოსილი ცხოვრებისგან განძარცვულად აცხადებენ, სიკვდილს უსჯიან მას, ბრალმდებელთა მეორე ჯგუფი უკიდურესად თანაუგრძნობს სოფელს, მის უახლეს „მიღწევებს“ კულტურის სფეროსა და ახალი საზოგადოების მშენებლობაში. ეკლესიის უძველესი კანონები, წმინდა მოციქულთა დადგენილებები, ძველი დროის მამათა ქცევის წესი, მათი კატეგორიულობა რწმენის საკითხებში, დოგმატთა აღმსარებლობა, ამ ლიბერალებს რაღაც, ძველისძველ უაზრობად და ბნელეთის მოციქულობად ეჩვენებათ. მართლმადიდებელი სწავლება ზნეობრივი სიწმინდის შესახებ. შრომა გულის განწმენდისათვის, საერთოდ, ყველაფერი, რაც ადამიანს ამა სოფლისა და მის ვნებათა ღელვაზე აღამაღლებს, მათ ფანატიზმად, სიბნელედ და პათოლოგიად წარმოუდგენიათ, ისინი ცდილობენ, ისე გააზვიადონ საკითხი, თითქოსდა ეს ნერვიული ფანატები, არასწორად იგებენ ქრისტიანობას, მისგან სამყაროსგან იზოლირებულ სექტას ქმნიან და ყველაფერი ადამიანური, ასე ბუნებრივი და უწყინარი, აკრძალვების შეუვალ ჩარჩოში სურთ ჩაამწყვდიონ, ისინი ბრალს დებენ ეკლესიას იმაში, რომ იგი ფეხს არა უწყობს მსოფლიოს, რომ არ იზიარებს მის ლხინით აღსავსე ცხოვრებას, არ ითქვიფება ბრბოში, რომელიც მეგობრული მარშით მიაბიჯებს აპოსტასიის უფსკრულში. მათ თვით ანტიქრისტეს, აპოსტასიის ხსენება ძალიან არ სიამოვნებთ და შეპყრობილობის და დეპრესიის ნიშნად მიიჩნევენ, რომლითაც თანამედროვე პროგრესის ჯანსაღ სულში ავადმყოფური განწყობა შემოაქვთ. საგულისხმოა, რომ ამ ტიპის ბრალმდებელნი, ეკლესიას უსაფუძვლოდ ლანძღავენ, ანუ არ მიუთითებენ არც წმინდა წერილს, არც კანონებს, არც წმინდა მამებს, მხოლოდ ცდილობენ ეკლესიის ხატება მოსაწყენ გაძვალტყავებულ, სასტიკ დედაბრად წარმოსახონ, რომელიც განუწყვეტლივ ბუზღუნებს, ყველაფერს კრძალავს და ვერაფრით გაუგია, რა დროში ცხოვრობს. ისინი ეკლესიას დანაშაულად უთვლიან საქციალს, რომელიც თანხმობაშია წმინდა მოციქულთა კანონების წიგნთან, წმინდა მამათა კრებებთან, რომელთა დარღვევაც უმძიმეს დანაშაულად ითვლება. ეს მოსამართლენი რატომღაც ეკლესიის სულ სხვა კანონებით განსჯას კიდებენ ხელს და რომელიღაც წარმართული კანონებიდან გამომდინარე ასკვნიან, ეკლესია ქრისტიანობის ერთგულია თუ არა.
საგულისხმოა ერთი ფაქტი: როცა უგუნური მოშურნეობით აღძრული, „იერარქთა ეკუმენისტური ქმედებით ცდუნებული“ მღვდელთა, ბერთა და ერისკაცთა გარკვეული ჯგუფი ეკლესიის სხეულს განეშორა, მაშინ, უეცრად, მასობრივ ინფორმაციის საშუალებებმა ყოველმხრივ უთანაგრძნეს განხეთქილების შემომტანთ, ტანჯული სახით წარმოაჩინეს და საერთოდ, საზოგადოებაში ეკლესიის, როგორც უძველეს დადგენილებათა დამრღვევის წინააღმდეგ გაავრცელეს ხმები. ეს ყველაფერი იმისკენ იყო მიმართული, რომ განხეთქილება გაემწვავებინათ, უფრო ფართოდ გაეშალათ ცდუნება. ახლა (აკი არცთუ დიდი დროა გასული) იგივე საშუალებებით კვლავ ბეჭდავენ ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ სტატიებს, სადაც იმას აყვედრიან, რომ ქრისტიანობის კანონები მას მეტად სიტყვასიტყვით და არასულიერად ესმის, თვისივე წესებისა და კანონების წრეშია ჩაკეტილი, თანამედროვე კულტურას ეჯიუტება. დასავლეთის მიმართულებით, კულტურული და სულიერი ღიებულებების მისეული წარმოდგენებისაკენ გაშლილი მკლავებით არ მიაბიჯებს, უარს ამბობს ეკუმენიზმში მონაწილეობაზე, არადა ადვილი შესამჩნევია, რომ ამგვარი „მსაჯული“, მსურველი აიძულოს ქრისტეს სასძლო იმრუშოს მასთან, არა ორი და სამი, არამედ მთელი კრებულია და ყველა მათგანს ეკლესიისაგან თავისი სარგებლის მიღება სურს, ვერმიმღებელნი ყოველი მხრიდან ტალახს ესვრიან მას. თუკი გამოწვლილვით დავკითხავთ ცილისმწამებელთ, კონკრეტულად რაში ხედავენ ეკლესიის ღალატს, სახელდობრ - ეკლესიის წესიდან და კანონებიდან - ამათგან რომელი „ხის“ ქვეშ უღალატა მან თავის საქმროს - ყოველი მათგანი სრულიად სხვადასხვას მიუთითებს.
გარდა ამისა, ეკლესიის მსაჯულნი ბრალად ხან ერთი მღვდლის შეცოდებას მოიყვანენ, ხან - მეორისას. ხან ერთი ეპისკოპოსის, ხან - მეორის, თითქოს ცალკეულ პირთა ცოდვა მთელი ეკლესიის შეცდომა - ყველას ცდომილებაა. მათ ხომ მშვენივრად იციან, რომ შესაძლოა არსებობდეს უთანხმოება, პოლემიკა, ჭეშმარიტების ძიება, მაგრამ როგორც ჩანს მათ არ იციან ეკლესიის ბუნება და არ ესმით, რომ აქ სულიწმინდა სახლობს - და ყოველი სული, რომელიც უარს ამბობს უფროსობაზე, ეგოიზმზე, სიამაყესა და თავდაჯერებულობაზე, რომელიც გულწრფელად ლოცულობს, ღირსეულად ეძებს ღვთიურ შთაგონებას, სწორედ მისთვის გაცხადდება ჭეშმარიტება, რომელიც ეკლესიაში ცოცხლობს, აცოცხლებს და ქრისტეს წმინდა სასძლოდ აქცევს მას. ხოლო ეკლესიაში მყოფი ყოველი კაცი, რომელიც ქედმაღლობს, ამაყობს, თავის ჭკუა-გონებას ან ამმსოფლიურ განათლებას, საზრიანობასა და მოქნილ ენას ენდობა, ან თავის ამპარტავნულ გაფიცხებას ღვთისათვის მოშურნეობად აღიქვამს - ის თვითონ შეუმჩნევლად სცილდება ჭეშმარიტებას, სულიწმინდას და კარგავს სიცოცხლეს, ხმება და ხეს გამხმარი ქერქივით სძვრება. რაოდენ უგუნურნი არიან ის ადამიანები, რომელბიც ფიქრობენ, რომ შეუძლიათ დაიკაპიწონ მკლავები, დაძაბონ თავიანთი ევროპულად განბრძნობილი ტვინები, აიღონ მჭრელი სკალპელი და ეკლესიის სხეულის „ქირურგია“ დაიწყონ!
იმ ისტორიას წმინდა სუსანას შესახებ მანუგეშებელი ბოლო აქვს, სიმართლემ იზეიმა, მართალი სული გადარჩა, ვერაგი მსაჯულნი დაისაჯნენ, მაგრამ თანამედროვე ცრუ მსაჯულთა მტრობისა და ბოროტების ისტორია ქრისტეს სასძლოს წინააღმდეგ შესაძლოა კიდევ დიდხანს გაგრძედდეს და სააქაო ცხოვრებაში უმეტესი ჩვენგანი ბედნიერ დასასრულს ვერ იხილავს. რას ვიზამთ? ჩვენ ვიცით, რომ დაკრავს საათი, როცა „ყოველი რომელთა გძულთ სიონი (ანუ ეკლესია) სირცხვილეულ იქმნენით უფლისა მიერ და ვითარცა განმხმელი თივა შეგვჭამნეს გეენიამან“ (მე-4 ხმა, I ანტიფონი) ეკლესიას ეს დევნა და შევიწროვება მხოლოდ განწმენდს, განამშვენებს და განადიდებს, როგორც განადიდეს წმინდა სუსანა ქმრის ერთგულებაში მკაცრი გამოცდის შემდეგ. მხოლოდ დასანანია, რომ მრავალი ადამიანი ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას ამ ნაჩქარევი და ქარაფშუტული მსჯავრის გამო, ცილისმწამებელთა ასეთი ნაჩქარევი და განუსჯელი თანხმობით ისინი თვით საუკუნოდ განეშორებიან ხეს სიცოცხლისას და ცხვირწინ იკეტავენ ცხოვრების კარს. მათვე მივმართავთ წინასწარმეტყველის სიტყვით: „უგუნურები ხართ,... არ გამოგიძიებიათ, არ გაგირჩევიათ სიმართლე და.. გამოუტანეთ მსჯავრი ქრისტეს წმინდა სასძლოს? „დაბრუნდით სამსჯავროში“ ანუ ფხიზლად გადასინჯეთ თქვენი დაუფიქრებელი მსჯავრი, შეჯერდით წმინდა წერილთან, ეკლესიის კანონებთან, წმ. მამათა სწავლებასთან, კარგად ჩააცქერდით მსჯავრდებელთა სახეს, ვნება ხომ არ კრთის მათ ანთებულ მზერაში, უწმინდური წარმოსახვები ხომ არ უკიდებენ ცეცხლს მათ ღაწვებს? თვით თქვენგან ბრალდებელს შეხედეთ, ყურადღებით მას მოუსმინეთ, ჯერ თვით გახდით ქრისტიანები, ვიდრე განსჯიდეთ თქვენს წმინდა დედას!
„ჭეშმარიტად თუ სიმართლესა იტყვით, სიწრფოებასა შჯიდით, ძენო კაცთანო“ (ფს. 57).
qadageba.ge

Комментариев нет:
Отправить комментарий