სასოწარკვეთილება და დეპრესია თანამედროვე ცხოვრების თანმდევია, ადამიანთა უმეტესობას ხვალინდელი დღის დღევანდელზე მეტად ეშინია, რადგან სასიკეთო ცვლილების იმედი არ აქვს. უიმედობაში ყოფნა კი დიდი ცოდვაა. ეკლესია გვასწავლის, რომ განსაცდელებს თავად ღმერთი გვივლენს, რომ სულიერად გავძლიერდეთ. მაგრამ როგორ შევინარჩუნოთ ამ რთულ რეალობაში სულიერი სიმშვიდე, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი, მამა გიორგი (სხირტლაძე) გვასწავლის.
– მამაო, ადამიანები ხშირად ვარდებიან სასოწარკვეთილებაში. რას ურჩევდით მათ?
– მიწიერი ცხოვრება სავსეა სხვადასხვა ხაფანგებით, განსაცდელებითა და ცდუნებებით. ჩვენთვის ხშირად ძნელი ხდება გადავლახოთ ის წინააღმდეგობები, რასაც ცხოვრება გვივლენს. ვერ ვპოულობთ გასაღებს სხვადასხვა პრობლემის გადასაჭრელად. ადამიანი აწყდება გარდაუვალ დილემას, მით უმეტეს, თუ ის ურწმუნოა ან მცირედმორწმუნე. ფაქტობრივად, ადამიანი სხვადასხვა განსაცდელის და მისი ცნობიერებისათვის გადაულახავი მატერიალური თუ სულიერი პრობლემის მსხვერპლი ხდება. შემდეგ ჩამოყრის მხრებს, იმედს დაკარგავს და უკვე სასოწარკვეთილება ეუფლება. სასოწარკვეთილება კი ადამიანს მიაქანებს იმ განსაცდელებისაკენ, რასაც ჰქვია ათეიზმი, სამყაროს არასწორი აღქმა, უმოძრაობა, სულიერი ენერგიის დაკარგვა. შესაბამისად, კარგავს თავის ადამიანურ იერს.
არ არის აუცილებელი, ადამიანმა თავი მოიკლას, შეიძლება მას ფსიქიკური აშლილობა, რაიმე ავადმყოფობა დაემართოს. უიმედობა და სასოწარკვეთილება ყველაზე დიდი საშინელებაა. ეს არის ადამიანის სულის ყველაზე ბნელი მდგომარეობა, რომელშიც სინათლე ვერ აღწევს. ეფრემ ასურის ლოცვა, რომელიც დიდმარხვაში იკითხება, არის ერთ–ერთი ეფექტური საშუალება, იესოს ლოცვასთან ერთად, რომ ადამიანი განიკურნოს და გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. როცა ადამიანი სულიერ ფუნდამენტს კარგავს, იგი ამა ცხოვრებისგან ტანჯული ხდება, მაგრამ არა – ქრისტესთვის. სასოწარკვეთილებით დაცემა უფრო მძიმეა, ვიდრე ცოდვით, რადგან ცოდვით დაცემული ადამიანი შეიძლება გამოვიდეს, თუ იგი სასოწარკვეთილებას არ მიეცემა. დღეს ერთ–ერთი ყველაზე საშიში მდგომარეობა ადამიანისთვის არის სწორედ სასოწარკვეთილება.
– ახსენეთ ურწმუნო ადამიანები. მორწმუნე არ ვარდება სასოწარკვეთილებაში?
– სასოწარკვეთილება ორივესთვის საშიშია, ურწმუნოსთვისაც და მორწმუნისთვისაც. განსაკუთრებით ურწმუნოსთვის და მცირედმორწმუნე ადამიანისთვის არის საშიში და ნაკლებად საშიშია მორწმუნისთვის, რადგან მას აქვს იმუნიტეტი. ქრისტიანი არის მცირედმორწმუნეც და ქრისტიანი არის ღრმად მორწმუნეც. მცირედმორწმუნე რადიკალურად განსხვავდება სრულიად ურწმუნოსაგან, რადგან მას შედარებით მეტი იმუნიტეტი აქვს, ვიდრე იმას, ვისაც საერთოდ არ სწამს. ქრისტეს ვნება და მკვდრეთით აღდგომა მოუწოდებს ადამიანს ოპტიმიზმისკენ. მოუწოდებს წარმატებისკენ, ცოდვაზე გამარჯვებისკენ, სიკეთისკენ, ბედნიერებისკენ, მომავალი აღდგომისკენ.
მორწმუნე ადამიანი განსაკუთრებით მოწოდებულია აღდგომისკენ და მას აქვს იმედი. ადამიანი დაჯილდოებულია უნიკალური უნარით და ნიჭით იმისა, რომ აღდგეს ცოდვით დაცემის შემდეგ და არ მიეცეს სასოწარკვეთილებას. ღმერთი განკაცდა, რათა ადამიანი განიღმრთოს. ქრისტემ მოგვცა გზა, რომელიც ჭეშმარიტებისკენ მიდის, თუმცა ეს გზა არის საკმაოდ რთული და ხშირად ვერ დავდივართ მასზე. ასევე მოგვცა ამ გზაზე სიარულის რუკა, ორიენტირი, სხვადასხვა განსაცდელებზე რეაგირების მეთოდი, თუ როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობებიდან. ამ გზაზე შეიძლება მრავალ რაღაცას გადავეყაროთ, ისეთ სიტუაციასაც, რომელმაც შეიძლება სასოწარკვეთილებაში ჩაგვაგდოს, შიში მოგვიტანოს, იყოს თავდასხმა, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გადავლახოთ. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენი გონება მართლმადიდებლური სარწმუნოების წიაღში გავაფართოვოთ ხშირი ზიარებით, აღსარებით.
ის, რასაც ჩვენ შემთხვევითობას ვეძახით და შემდეგ სასოწარკვეთილებასა და წუხილში ვვარდებით, შემთხვევითობა კი არ არის, არამედ ღვთის დაშვებაა. სხვადასხვა გზაჯვარედინს უნდა დავუპირისპირდეთ ლოცვით, ზიარებით, ხშირი აღსარებით, მარხვით. ეს გზაჯვარედინი ადამიანისთვის არის მიზანი და მიზეზი იმისა, რომ იგი მიეახლოს ღმერთს. ეს გზაჯვარედინი დაკავშირებულია მომავალ გზასთან. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს.
– რატომ უშვებს ღმერთი ადამიანზე განსაცდელს?
– ადამიანი ზოგჯერ თავისი ცხოვრებით ამოვარდება ღვთის კონტროლიდან, იმ გაგებით, რომ თავს ამოიგდებს იმ გზიდან, საითკენაც უნდა მიდიოდეს. იმის მაგივრად, რომ ადამიანმა ქრისტიანული გამოცდილება მიიღოს, წრეგადასულ ღრეობაში, ნარკომანიაში, ლოთობაში, მრუშობასა და სხვა ცოდვებში იმყოფება. ამა თუ იმ მიწიერი დოვლათის ძიებას და სულის გაყიდვის მდგომარეობას უახლოვდება. იმის გამო, რომ ადამიანმა სრულიად არ დაიღუპოს თავი და არ გადაიჩეხოს, განსაცდელების სახით ხდება მისი დამუხრუჭება და განწმენდა. ასეთი ადამიანებისათვის განსაცდელი არის ღვთის წყალობა. ეს არის საიდუმლო საჩუქარი და დაუმსახურებელი წყალობა, რომლითაც ადამიანი თავისი მძიმე მდგომარეობის ჭეშმარიტ გემოს გაიგებს. სხვადასხვა განსაცდელები არის სხვადასხვა ზომის ხიდები, რომ ცოდვის მორევმა არ წაგვიღოს. განსაცდელი ჩვენთვის არის განმწმენდელი ქარი, რომელიც ყოველგვარ ჭუჭყს მოგვაშორებს. მეორე საკითხია, ადამიანი როგორ აცნობიერებს ამ განსაცდელებს. აღიქვამს ყოველივეს თავისი ილუზორული წარმოდგენების ფონზე თუ აღიქვამს ისე, როგორც მართლმადიდებლური სარწმუნოების მსოფლმხედველობას შეესაბამება. ამ განსაცდელიდან გამოაქვს მორალი თუ უფრო დემონიზირდება. გააჩნია, ადამიანი რაზეა კონცენტრირებული. ნათქვამია, რაშიც მოგისწრებთ, იმაში განგსჯითო.
– რამდენად დიდი ცოდვაა უიმედობა და როგორ მოვიპოვოთ სულიერი სიმშვიდე?
– ადამიანის უიმედოდ ყოფნა მოასწავებს იმას, რომ მან დაკარგა სულიერი კავშირი ღმერთთან, კარგავს თავის ცხოვრების სულიერ აზრს და მისი არსება, სული, სამშვინველი და სხეული დაშლის პირას არის. ასეთი ადამიანი იმსახურებს შეცოდებას და თანაგანცდას, რომ ის გამოყვანილ იქნას ამ მდგომარეობიდან ღვთის მიერ. ადამიანი გონს უნდა მოვიდეს, როცა ასეთი ცოდვის ულუფას ჭამს. უნდა გაიხსენოს ღმერთი, რაც უკვე იმას ნიშნავს, რომ მან პირველი ნაბიჯი გადადგა იმისათვის, რომ სუფთა წყლებში შევიდეს, დაინახოს ჭეშმარიტება. მისი საშინელი მდგომარეობის გაცნობიერება უკვე ნიშნავს, რომ ის ეძებს ზეციდან გამოწვდილ ხელს, რომელსაც უნდა ჩაეჭიდოს. ეს ხელი რა არის? – ეკლესიის ხელი.
ადამიანი უპირველესად დაკავებული უნდა იყოს შრომით. უშრომელობა არის ის, რაც მას სასოწარკვეთილების ნევროზში აგდებს. ასევე აუცილებელია დაკავებული იყოს მეცადინეობით, ანუ ისწავლოს ქრისტიანული სარწმუნოება. ყველა უბედურება გვემართება უცოდინრობით. უგუნური ადამიანი ლოცვასაც ვერ შეძლებს. ლოცვა არის უპირველესი ხსნა ყველა ცოდვისგან.
– როგორ მოვიპოვოთ წარმატება სულიერ ცხოვრებაში?
– კარგი კითხვაა. ნათქვამია, იყავით ბრძენნი, ვითარცა გველნი და უმანკონი, ვითარცა მტრედნი. ქრისტიანი არასოდეს არის ნატარები ხელისგულზე ამა სოფლის მიერ, განსაკუთრებით კი დღეს. დღეს განსაკუთრებით გვმართებს მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში გაძლიერება. როგორც მაცხოვარი ამბობს, ცხვრებს მგლებს შორის გვმართებს არა შიში, არამედ სიმამაცე, ქრისტიანული სიმამაცე და სიმხნევე. გვმართებს ლოცვა, შრომა და სწავლა. იყავით ბრძენნი, ვითარცა გველნი, ნიშნავს იმას, რომ ვიცოდეთ, რა არის ცუდი და რა – კარგი, რაა მარჯვენა და რა – მარცხენა. უნდა ვერიდოთ ბოროტებას და მივსდიოთ სიკეთეს. ბრძენი უნდა ვიყოთ არა ბოროტებაში, არამედ – სიკეთეში. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რა არის ბოროტება და არ უნდა ვიყოთ უცოდინარნი. მაგრამ ამავე დროს უნდა ვიყოთ უმანკონი, ვითარცა მტრედნი. უნდა ვიყოთ სუფთა, გულახდილნი. მართალი ადამიანი ქვაზე უმტკიცესია. მართალ ადამიანს ვერავითარი განსაცდელი ვერაფერს დააკლებს.
ანა ნოდია
sana.ge

Комментариев нет:
Отправить комментарий