ღმერთი

ღმერთი

четверг, 27 марта 2014 г.

ცოდვის არსი, ეშმაკისეული იქნება ის თუ ადამიანური,

არის დაუმორჩილებლობა ღმრთისადმი, რომელიც აბსოლუტური სიკეთეა და ყოველგვარი კეთილის შემოქმედი. ამ ურჩობის მიზეზი თავისმოყვარე ამპარტავნებაა. „ეშმაკი ვერ შეძლებდა ადამიანის ცოდვაში ჩაგდებას, – ამბობს ნეტარი ავგუსტინე, – ამ საქმეში თავისმოყვარებას რომ არ ემოქმედა“. „ამპარტავნება ბოროტების მწვერვალია, – ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი. – ღმერთის წინაშე არაფერია ისე საძაგელი, როგორც ამპარტავნება. ამიტომაც მან დასაწყისშივე ყველაფერი ისე მოაწყო, რომ აღმოეფხვრა ჩვენში ეს ვნება. ამპარტავნების გამო გავხდით მოკვდავნი, მწუხარებასა და ჭმუნვაში ვცხოვრობთ. ამისთვის მიედინება ჩვენი ცხოვრება ტანჯვასა და უძლურებაში, განუწყვეტელი შრომით არის დამძიმებული. პირველი ადამიანი ცოდვაში ამპარტავნებამ ჩააგდო, რადგან ღმერთის თანასწორობა მოისურვა“.



წმ. იუსტინე





Комментариев нет:

Отправить комментарий