ავტორი: თეონა რამაზაშვილი
10 მარტი, 2014.
რუსი ჟურნალისტი მაქსიმ შევჩენკო უკრაინაში და ყირიმში განვითარებულ მოვლენებს საკმაოდ ვრცელ ბლოგს უთმობს, სადაც აღნიშნავს, რომ მისი წერილი გარკვეული მიზეზების გამო რუსულ მედია-სივრცემ არ გააშუქა.
„ეს წერილი ეხება იმას, რაზეც მე გაჩუმება აღარ შემიძლია და არც ამის უფლება მაქვს. მე, როგორც რუს-უკრაინელს არ მაქვს სიჩუმის უფლება და ყველას გვახსოვდეს, რომ უფალთან ყველა ჩვენს საქციელზე პასუხს ვაგებთ.
1991-იანი წლებიდან მოყოლებული ჩემი თავისთვის ბევრჯერ მიკითხავს, თუ რატომ აქვს რუსეთს უკრაინის მიმართ ასეთი დამოკიდებულება?
-ისეთი საზოგადოება როგორც უკრაინაშია, სხვაგან არ არსებობს.
-უკრაინული ენა რუსული ენისგან წარმოიშვა, რომლის დიალექტიც შემდგომ შეიცვალა.
-უკრაინული ისტორია ვიღაცის პროპაგანდის შედეგია, სინამდვილეში მისი მიზანია რუსეთის დიდი იმპერიის დაკნინება და ა.შ.“- წერს ჟურნალისტი და აღნიშნავს, რომ რუსეთს სინამდვილეში მართლმადიდებელ უკრაინაზე დიდი მოკავშირე არ ჰყავს.
შევჩენკო ყირიმში რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვას ეხმიანება და წერს, რომ სინამდვილეში ეს ყველაფერი ფარსია, რომელსაც გარკვეული პირები ბოროტად იყენებენ.
„იმის დეკლარირება, რომ ცალკეულ ეთნიკურ ჯგუფებს დაცვა სჭირდება, სინამდვილეში თავად რუსეთს აქცევს მორიგ ეთნიკურ ჯგუფად.
რჩება შთაბეჭდილება, რომ თითქოს ბოროტმა სულმა რუსი პოლიტიკოსების გონების პარალიზება მოახდინა და ღრმნად ჩაუბეჭდა ფორმულა-„ რუსები და რუსულად მოსაუბრენი,“ სწორედ ასეთმა მსჯელობამ შეიძლება ყველაზე დიდი შეცდომა ჩაგვადენინოს.
თუ რუსეთს ასე საშინლად არ სურს მასთან ყველაზე ახლოს მყოფი ქვეყნის, უკრაინის ღირსება აღიაროს, მაშინ რა ელის უკრაინზე ბევრად პატარა ქვეყნებს?
უკრაინა რუსეთისთვის კულტურით, ენით, მენტალურად და გეოგრაფიულად ყველაზე ახლო ქვეყანაა.
რუსი მართლმადიდებელი ხალხის სახელით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მოკავშირეებს და მეგობრებს ვეძებთ და არა მტრებს.“- წერს შევჩენკო და კრემლის პოლიტიკას აფასებს. მისი თქმით „უკრაინული სინდრომი“ რომელიც რუსეთის მაღალჩინოსნებში გავრცელდა დაინტერესებული პირების პროპაგანდის ნაწილია, რომელიც რუსებს აიძულებს საკუთარი თავი სხვაგვარად დაინახონ.
„რუსები თავიანთ მრუდე სარკეში ლოთ აზიატებად ჩანან, რომლებიც მუდამ იმას ცდილობენ, რომ გარშემო ყველა ერი გაანადგურონ. (განსაკუთრებით უკრაინელები). მიზანი ერთმანეთთან ყველაზე ახლოს მყოფი ქრისტიანული ხალხის გადამტერებაა, რომ შემდგომ „გათიშონ და იბატონონ.“
ბოლო რამდენიმე დღე ყირიმში გავატარე, ადგილობრივი რუსეთის მოქალაქეების მიმართ ასეთი გაშმაგებული ქომაგი და დაცვა უცნაურად გამოიყურება. ვისგან იცავენ ისინი ამ ხალხს? უკრაინაში მართლმადიდებელი უკრაინელი ორი მილიონია, ხოლო თათარი 300 ათასი. თათრებისგან იცავს რუსეთი თავის მოქალაქეებს? „- აღნიშნავს წერილში შევჩენკო და საზოგადოებას მოიწოდებს, რომ სისხლისღვრას უარი უთხრან. მისი თქმით, დღეს რუსეთის მოსახლეობას მშვიდობა სურს და გარშემო ისეთ ადამიანებს აგროვებს, რომლებიც ომს და დაძაბულობას მეზობლებს შორის უარს ეტყვიან.
http://reportiori.ge/?menuid=2&id=19292

Комментариев нет:
Отправить комментарий