ღმერთი

ღმერთი

суббота, 8 марта 2014 г.

ამერიკელი სენატორები რუსეთის ფეხბურთიდან მოკვეთას ითხოვენ

ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორებმა მარკ კერკმა და დენ კოუტსმა, დღეს დილით, ფიფას პრეზიდენტ ზეპ ბლატერს ოფიციალური წერილი გაუგზავნეს, რომლის თანახმადაც, მას რუსეთისთვის ამ ორგანიზაციის წევრობის შეჩერების წინადადებით მიმართეს (რაც რუსეთის ნაკრებს ავტომატურად გამორიცხავს 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატიდან) და უკრაინის ტერიტორიის ნაწილის სამხედრო ოკუპაციასთან დაკავშირებით, რუსეთისთვის 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების ჩამორთმევაც მოითხოვეს:


"სუვერენული უკრაინის ნაწილის რუსეთის ჯარის მიერ ოკუპაციის გამო, გთხოვთ, რომ სასწრაფო წესით მოიწვიოთ ფიფას სხდომა და განიხილოთ რუსეთისთვის ამ ორგანიზაციის წევრობის შეჩერების საკითხი. გარდა ამისა, გადახედოთ რუსეთისთვის 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებასთან დაკავშირებულ საკითხს და ამ ქვეყნის ნაკრებს აუკრძალოთ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწლეობა."


http://reportiori.ge/?menuid=8&id=19163

Комментариев нет:

Отправить комментарий