და ხალხის წინაშე შიშიც არცთუ იშვიათად არიდებს ცოდვას; ხოლო ზრახვები უშიშრად და უშრომლად აღესრულება (იგულისხმება აზრით ცოდვა - მთარგმნ. შენ.). მაგალითად, არც თუ იშვიათად ხდება, როცა ვინმე თქვენგანი მიმართავს თავშეუკავებელ მზერას და თავის გულისსიტყვას მიჰყვება, მაგრამ იმწუთასვე გვერდით ჩაივლის. ასეთი (კაცი) ჰგავს დაჭრილ არჩვს, რომელიც მადევრებს გაურბის, მაგრამ თან მიაქვს ჩასობილი ისარი. რამეთუ ვინც თქვენგან გულისსიტყვის მიერაა დამარცხებული, ის უკვე ღვთის წინაშე უბიწო აღარაა. რომ არა ადამიანური შიში და სირცხვილი, კაცი თავის სულთან ერთად ხშირად სხეულსაც შერყვნიდა. ამიტომაც ის უკვე აღარ შეიქნება გვირგვინოსანი, როგორც უბიწო, არამედ თუკი არ შეინანებს, მუდმივად სასჯელის ქვეშ იქნება.
(წმ. ეფრემ ასური)
(წმ. ეფრემ ასური)
Комментариев нет:
Отправить комментарий