ბერძნული საინფორმაციო სააგენტო http://www.amen.gr -ის მიხედვით, დღეს კონსტანტინეპოლში მიმდინარე დიდი ასამბლეის საბჭომ, რომლის შემადგენლობაში შედიან ყველა ადგილობრივი ავტოკეფალური ეკლესიების წინამძღვრები და წარმომადგენლობა, დაადგინა დიდი საყოველთაო მართლმადიდებლური კრების ჩატარების თარიღი.
დიდი საყოველთაო მართლმადიდებლური კრება ჩატარდება 2016 წელს სტამბოლში (კონსტანტინეპოლი, თურქეთი). თითოეული ეკლესიიდან იქნება 20 კაციანი წარმომადგენლობა (პრელატი). თითოეულს ექნება 1 ხმა, და ყველა გადაწყევტილება მიიღება კონსესუსის პრინციპით და ერთხმად.
შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც მომაზადებს დიდი და წმიდა კრების ჩატარების პროგრამას და დეტალებს.
ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ მსოფლიო კრებები იმართებოდა ერესებისაგან დაცვისა და ჭეშმარიტი რწმენის გამყარების მიზნით, ხოლო მოსალოდნელი საყოველთაო მართლმადიდებლური კრების მიზანი სხვაა, აჩვენოს თანამედროვე მსოფლიოს მართლმადიდებელ ერთა ერთიანობა; “ამიტომაც ჩვენ ვთვლით, რომ სანამ ეს კრება მოიწვევა, აუცილებლია ყველა დღის წესრიგში შეტანილი საკითხი განიხილოს და კონსესუსის მიხედვით შეთანხმდეს, გათვალისწინებულ იქნას ყველა ეკლესიის ინტერესები, ასევე მომავალი დიდი კრების ჩატარების ფორმატიც შეთანხმდეს კონსესუსით; ამას გარდა აუცილებელია კიდევ ერთხელ გადაიხედოს ის საკითხები, რომლებზეც ჩვენ უკვე ვიმუშავეთ, რათა თანამედროვე მდგომარეობიდან გამომდინარე , გავამყაროთ ჩვენი პოზიციები” – აღნიშნა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II.
მოამზადა სერგო ფარულავამ
p.s. მოგვიანებთ სხვა ბერძნულმა საინფორმაციო სააგენტომ “რომფეამ” გავრცელებული ცნობა დიდი საყოველთაო მართლმადიდებლური კრების ჩატარების წლად 2016 დაადასტურა და დააზუსტა, რომ ის გაიმართება კონსტანტინეპოლის წმ. ირინეს ტაძარში ანუ იქვე სადაც ჩატარდა მეორე მსოფლიო კრება (381 წელს იგივე კონსტანტინეპოლის I კრება)
http://www.orthodoxtheology.ge/msofliokreba2016/
სიახლეები კონსტანტინეპოლიდან: ანტიოქიის ეკლესიამ კრება დატოვა
შაბათს, 8 მარტს, მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებმა პატივი მიაგეს განსვენებულ კონსტანტინეპოლელ პატრიარქებს, რომლებიც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მონასტერში (“ცხოველმყოფელი წყარო”) არიან დაკრძალულნი, საღამოს კი ძმური ტრაპეზი შედგა; ტრაპეზის შემდეგ ეკლესიის მეთაურებმა მიღებულ დოკუმენტებს ხელი მოაწერეს (იხ. ვიდეო 1 ვიდეო 2 ), ხოლო 9 მარტს, მართლმადიდებლობის ზეიმზე საზეიმოდ იქნება წაკითხული ასამბლეის გადაწყვეტილება.
სამწუხაროდ, მართლმადიდებლობის ზეიმზე გასამართ ლიტურგიას არ დაესწრება, საერთო დოკუმენტს ხელს არ მოაწერს და კრება ნაადრევად დატოვა ანტიოქიის ეკლესიის წარმომადგენლობამ, რადგან , როგორც ქვემოთ ორ ენაზე მოყვანილი ცნობა იუწყება, ვერ მოხერხდა ანტიოქიის ეკლესიის წარმომადგენლებსა და იერუსალიმის პატრიარქს შორის კონსესუსის მიღწევა.
ანტიოქიის ეკლესიის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია:
1. ანტიოქიის ეკლესიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოხსნას საკუთარი დელეგაცია ეკლესიის მეთაურთა კრებიდან, რომელიც კონსტანტინეპოლში 5 დან 8 მარტამდე მიმდინარეობდა და თავი შეიკავოს შემაჯამელი დოკუმენტის ხელმოწერიდან სანამ კრიზისი არ მოგვარდება
2. დელეგაცია არ მიიღებს მონაწილეობას კვირას “მართლმადიდებლობის ზეიმზე” გასამართ საღვთო ლიტურგიაში, რათა ხაზი გაუსვას, რომ მართლმადიდებლური ერთიანობა ვერ გამოიხატება იმ ჩრდილქვეშ, როდესაც ერთი ეკლესია თავს ესხმის და – ეკლესიის საზღვრებს,მიუხედავად იმ შეთანხმებისა, რომელიც მსოფლიო პატრიარქის საქები ხელმძღვანელობით შედგა.
3. ეს საკითხი კიდევ ერთხელ განიხილება ანტიოქიის ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ ა.წ. 27 მარტს, რათა მიღებულ იქნას, ის ზომები, რომელსაც ეკლესია აუცილებელად ჩათვლის; დასასრულ ანტიოქიის ეკლესია მოუწოდებს და- მართლმადიდებელ ეკლესიათა წინამძღვრებს იმუშავონ ამ პრობლემის ეკლესიის კანონიკის ფარგლებში უმოკლეს ვადებში მოგვარებისათვის.”
http://www.orthodoxtheology.ge/antioch-withdraws-from-synaxis/

Комментариев нет:
Отправить комментарий