საუბარი არქიმანდრიტ ეფრემთან, ათონის მთის ვატოპედის მონასტრის იღუმენთან.
კითხვა: რანაირად აზიანებს ტელევიზია სულიერ ცხოვრებას?
პასუხი: წმ. მამები ამბობდნენ, რომ სიკვდილი კარებით შედის, იგულისხმება სულიერი სიკვდილი, შედეგი ცოდვისა, რომელიც სულში ხუთი გრძნობის მეშვეობით აღწევს: მხედველობის, სმენის, ყნოსვის, შეხების და გემოვნების. ამიტომ, მთელი მართლმადიდებლური მოძღვრება ასკეზის შესახებ დაფუძნებულია გრძნობების გონებისადმი დამორჩილებაზე... მაგალითად, ჩვენ ვჭამთ, რომ ვიცოცხლოთ, მაგრამ არ ვცოცხლობთ ჭამისთვის. პირველ შემთხვევაში კვება ბიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვისაა, მეორეში – სურვილის დაკმაყოფილებისთვის, როცა ის ხდება უმაღლესი მიზანი და სიამოვნების წყარო. წმ. იოანე ღვთისმეტყველი თავის პირველ კათოლიკე ეპისტოლეში საუბრობს ცნება „სოფლის“ სამ უბრალო, მაგრამ ძალიან ტევად განმარტებაზე, მხედველობაში აქვს ის, რაზედაცაა დაფუძნებული სოფლიური საზრუნავები: „გულისთქუმაჲ ხორცთაჲ და გულისთქუმაჲ თუალთაჲ და სილაღე ამის ცხორებისაჲ“ (1 იოან. 2,16).
დღეს ტელევიზია დიდი მონდომებით ცდილობს ადამიანებს წარმოუდგინოს ამსოფლიური ინტერესების დამაკმაყოფილებელი სანახაობები, რადგან ადამიანთა უმეტესობა ამჯობინებს სოფლიურ ცხოვრებას, განშორებულს ღვთისგან და მისი მცნებების დაცვისგან (რომელსაც მივყავართ სიწმინდისა და განღმრთობისაკენ). ადამიანები ირჩევენ მატერიას სულის ნაცვლად, წარმავალ გრძნობისმიერ სიამოვნებას მარადისობისა და ღმერთთან ზიარების ნაცვლად, რისი მიღწევაც შესაძლებელია ამქვეყნიურ ცხოვრებაში.
ამგვარად, ტელევიზია წარმოგვიდგენს ყველაფერს, რასაც შეუძლია ადამიანური ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება (გულისთქუმაჲ თუალთაჲ), რასაც მივყავართ შემდგომ ხორციელ მოდუნებამდე (გულისთქუმაჲ ხორცთაჲ), სიამოვნებამდე, ავხორცობამდე და ხორციელ ტკბობამდე. ხოლო ამათ მივყავართ ამცხოვრებისეული სილაღისკენ, თვითკმაყოფილებისკენ, ქედმაღლობისკენ, ქურდობისკენ, ბოროტმოქმედებისკენ და, საბოლოოდ, მოყვასის მკვლელობისკენ, რაც არის ადამიანური ეგოიზმის, უპირატესობისა და ძალაუფლების სურვილის უკიდურესი სტადია.
ამიტომაც ტელევიზია უმეტესად უჩვენებს გადაცემებს ძალადობის, გარყვნილების, დანაშაულის სცენებით.
ამის შედეგად ადამიანის გონება ყოველდღიურად ივსება უღირსი და სამარცხვინო საგნებით, რადგან თანამედროვე ადამიანი დიდ დროს ატარებს ტელევიზორის და კომპიუტერის წინ, ინტერნეტში. როდესაც ადამიანი გამუდმებით თვალს ადევნებს სხვადასხვა ამორალურ საგნებს, იბილწავს თავის გონებას. და როდესაც გონება იბილწება, ადამიანი იტანჯება, რადგან შებილწული გონება მას ღვთისგან განაშორებს.
კითხვა: რატომ აქვს ტელევიზიას ასეთი დიდი ძალა?
პასუხი: მას ძალა აქვს იმიტომ, რომ თანამედროვე ადამიანს ახასიათებს გართობის ფსიქოლოგიური მოთხოვნილება. ხოლო ყველაზე ხელსაყრელი გართობა ტელევიზიაა. მცირედი თანხით შეიძლება შეიძინო ტელევიზორი და სახლში კინოთეატრი მოიწყო. და რადგან თანამედროვე ადამიანთა უმეტესობა სულიერებას მოკლებულია, მოძრავი სურათების ყურება მათთვის საკმარისი გართობაა. ეს სურათები ადამიანს აზიანებენ, ძალიან სერიოზულად აზიანებენ. თავიდან ხდება გონების განდგომა და რღვევა, ხოლო შემდეგ, ამორალური, პორნოგრაფიული ფილმების მუდმივი თვალიერებით იბილწება და ინგრევა თვითონ ადამიანი.
კითხვა: რა როლს თამაშობს ტელევიზია კოლექტიური ცნობიერების ჩამოყალიბებაში?
პასუხი: დღეს ტელევიზია ამასოფლის ძლიერთა და ბნელ ძალთა ძალაუფლების ქვეშ იმყოფება, რომლებიც იბრძვიან გლობალიზაციისთვის და ისწრაფიან იმისკენ, რომ ადამიანები ერთნაირად აზროვნებდნენ. ისინი ფაქტობრივად ადამიანებს ტვინებს ურეცხავენ, აიძულებენ თეთრი შავად დაინახონ და შავი თეთრად, რაც დამოკიდებულია ძალაუფლების ზენაციონალურ ცენტრებზე, რომლებსაც უპყრიათ ეკონომიური კონტროლი არხებზე.
ამის გარდა, ტელევიზია თავს ახვევს ზნეობის, როგორც ფასეულობის, გაუქმებას, ადამიანებს უკარგავს ორიენტაციას, განაშორებს მათ სულიერი კულტურისა და ნაციონალური იდეალებისგან. მათ სურთ, რომ ადამიანებისგან დარჩეს მხოლოდ ხორცი, რომ ისინი არ ფიქრობდნენ არანაირ სულიერებაზე. თქვენ შეგიძლიათ შეამჩნიოთ, რომ აწინდელ დროში ფილმებისა და ტელეპროგრამების უმეტესობას არ აქვს ზნეობრივი ქვეტექსტი, რომელიც სათნოებისა და ეთიკის განვითარებას შეუწყობდა ხელს. მსახიობები უმეტესად მოჩვენებითი მორალის მატარებლები არიან. ყველა ქვეყნის ფილმები მსგავსია შინაარსით. ეს კეთდება ადამიანის ინდივიდუალურობის მოსასპობად. ადამიანმა უნდა დაკარგოს სახე – აი როგორია ბნელი ძალების საყოველთაოდ მოქმედი ლოზუნგი.
კითხვა: მართალია, რომ ტელევიზია ადამიანს ცოდვაში აგდებს?
პასუხი: უეჭველად. სცოდავს გონება, როდესაც ამორალურ ფილმებს უყურებს. ჩვენს დროში ადამიანისთვის რთული არაა იჯდეს თავის ოთახში და ტელევიზორში უყუროს ნებისმიერ უხამსობას, რომელიც მის გონებას სწყურია. გონება განხურდება და გარდაუვალად მიდის ცოდვამდე.
კითხვა: ტელევიზია ვნებებს კვებავს?
პასუხი: რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ეს ეხება ხორციელ ვნებებს. და ადამიანი ბოლოს და ბოლოს უთმობს ამ ვნებებს. როგორც ცნობილია, ზნეობა სულიერი ცხოვრების აუცილებელი წინაპირობაა. თუკი ადამიანს არ აქვს ზნეობრივი სიწმინდე, ის ვერ მიიღებს ღვთის მადლს. ეს შეუძლებელია, რაც არ უნდა მოიმოქმედოს. ის შეიძლება იყოს ეკლესიური, ლოცულობდეს, მაგრამ ამ ყოველივეს აზრი არ ექნება, თუკი ის არ ეცდება ზნეობრივ განწმენდას; იგივე იქნება, რომ წყალზე ორკაპით წეროს.
კითხვა: ხომ აჩვენებს ტელევიზია ცოცხალ სინამდვილეს და ადამიანურ ურთიერთობას?
პასუხი: ის აჩვენებს ცოცხალ სინამდვილეს, მაგრამ ეს სინამდვილე ცოდვიანია. ტელევიზია სულიერ რეალობას რომ აჩვენებდეს, ის საუკეთესო საშუალება იქნებოდა ზნეობრივი აღზრდისათვის. სამწუხაროდ, ახლა იშვიათად შეხვდები არხებს სულიერი თემატიკით. თესალონიკში მხოლოდ ერთი სატელევიზიო არხია (E4), რომელიც სასარგებლო სულიერ გადაცემებს უჩვენებს. თუმცაღა ის ერთია ასობით და ათასობით არხს შორის.
კითხვა: ნუთუ არ შეიძლება, ადამიანმა ტელევიზორს უყუროს შერჩევით, ანუ მხოლოდ იმას, რაც მისთვის სასარგებლოა?
პასუხი: სამწუხაროდ ადამიანისთვის რთულია, გამორჩევით მიუდგეს ამას. იმის მიუხედავად, რომ არსებობს პულტი, ადამიანი ტელევიზორის ჩართვის შემდეგ განიცდის ეშმაკების გავლენას. და იმის ნაცვლად, რომ, დავუშვათ, უყუროს მხოლოდ ახალ ამბებს, ის სხვა პროგრამებსაც უყურებს. ნეტარი ბერი პაისი ახალი ამბების ყურებასაც უკრძალავდა. მისი თანამედროვე, წმ. სილუან ათონელი, რომელიც 1938 წელს აღესრულა, როცა ჯერ კიდევ არ იყო ტელევიზორები, ამბობდა, რომ ვისაც ლოცვის სწავლა უნდა (წმინდანი საუბრობდა წმინდა გულისმიერ ლოცვაზე), არ უნდა იკითხოს გაზეთები და ჟურნალები, რადგან მათ ლოცვაში გაფანტულობა შეაქვთ. და რაღას იტყოდა ის დღეს, ამ ტელევიზიისა და ცოდვის ბატონობის ეპოქაში, სადაც არ რჩება ადგილი წმინდა ლოცვის შესწავლის მცდელობებისთვის? „მლოცველი ადამიანი, – ამბობდა წმინდა სილუანი, – გრძნობს მსოფლიოს მდგომარეობას უფლისგან გამოგზავნილი ინფორმაციით“. ასე იწყებს ის გულისტკივილით მთელი მსოფლიოსთვის ლოცვას, და არ საჭიროებს ახალი ამბების მოსმენასა და ყურებას.
მრავალი ადამიანი მეუბნება დღეს, რომ საათობით სხედან ტელევიზორთან, ცოლიც და ქმარიც, და საერთოდ არ საუბრობენ ერთმანეთთან. ზოგი ხუთი საათი ზის, ზოგი რვა! ბავშვები, განსაკუთრებით არდადეგებზე, დღე-ღამეში 10-12 საათის განმავლობაში უყურებენ ტელევიზორს. ეს ეშმაკეული მდგომარეობაა. და ისინი სწორ და სულის სარგო გადაცემებს რომ უყურებდნენ! მაგრამ ბავშვები მხოლოდ თავს იზიანებენ. თვით სახელგანთქმულ მიკი მაუსსაც და მის მსგავსებს, რომლებსაც ჩვენც ვუყურებდით, როცა პატარები ვიყავით, დღეს არაფერი დადებითი არ მოაქვთ. ისინი აღარ არიან ალტრუიზმისა და სიყვარულის სახეები, როგორებიც ადრე იყვნენ. დღეს ისინი სატანისეულ მორალს ასწავლიან, ბავშვებს უჩვენებენ სიძულვილს, გულღვარძლიანობას, მკვლელობას. წარმატებას ის აღწევს, ვინც იოლად მიდის მკვლელობაზე, – ასეთია ადამიანის ტიპი, რომელსაც თანამედროვე მულტფილმებში ვხედავთ.
კითხვა: მიგაჩნიათ, რომ ტელევიზიას ახალი რელიგიის შექმნა შეუძლია?
პასუხი: ის ქმნის არა ახალ რელიგიას, არამედ ახალ ცოდვით მოცულ რეალობას. ადამიანი მიჯაჭვულია მასზე და ვერაფერს უხერხებს ამას. ასეთ სიტუაციაში, რომლის შექმნასაც ხელს უწყობს ტელევიზია, ადამიანს აღარ ძალუძს ღმერთის ხსოვნა და ღმერთთან კავშირი.
კითხვა: იქნებ ჩვენი ტელევიზორისადმი დამოკიდებულება კულტად იქცა?
პასუხი: ფაქტობრივად ასეა. ზოგიერთი ადამიანი ტელევიზორისადმი ისევე ფანატიკურ დამოკიდებულებაშია, როგორც სხვები ღმერთის მიმართ. იმის ნაცვლად, რომ ღმერთი უყვარდეთ მთელი არსებით, მათ ტელევიზორი უყვართ. ამიტომაცაა ახლა ასე გავრცელებული გადასატანი ტელევიზორები, რომლებიც შეგიძლია წაიღო ავტომობილში, თვითმფრინავში. ადამიანს აქვს მტანჯველი მოთხოვნილება, რომ მუდმივად რაღაცას უყუროს. და ეს მძიმე დამოკიდებულებაა. მრავალი სხვადასხვა პროგრამის ყურების გამო, ადამიანი ღმერთის ხედვას კარგავს.
კითხვა: როგორ გავექცეთ ამას?
პასუხი: ადამიანს, თუკი სული წმიდის მადლით ცხოვრობს, არ მოუნდება ის, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ. მაგრამ ეს ადვილი არ არის. იშვიათად შეხვდები ახლა ასეთ ადამიანს.
კითხვა: ტელევიზორს შეიძლება ეწოდოს ფანჯარა ფსევდორეალობაში. სად მოვიძიოთ ფანჯარა სულიერ რეალობაში?
პასუხი: პირველ რიგში ჩვენ ადამიანებს უნდა დავეხმაროთ ღმერთთან მიახლოებაში და სულიერი ცხოვრების დაწყებაში. და მაშინ ისინი გააცნობიერებენ, რა არის კარგი და რა ცუდი. გარდა ამისა, უნდა შევეცადოთ, შევცვალოთ შექმნილი მდგომარეობა, გამოვიდეთ ისეთი ტელეარხების შესაქმნელად, რომელთაც სულიერი საფუძველი ექნებათ. ...
კითხვა: რა შეუძლია მისცეს ეკლესიამ ადამიანს იმის ნაცვლად, რასაც ტელევიზია აძლევს?
პასუხი: ეკლესიამ უნდა დაარწმუნოს თავისი შვილები, მიატოვონ ცოდვა. და როცა ადამიანები ცოდვას მიატოვებენ, მათ ცხოვრებაში ტელევიზორის ადგილი აღარ დარჩება.
მე დამავიწყდა იმის ხსენება, რომ არსებობს კიდევ ერთი საშუალება ცუდი გადაცემებისგან თავდასაცავად – აიღოთ კარგი ვიდეოკასეტები მთელი ოჯახისთვის და ბავშვებისთვის.
ეკლესიამ უნდა შეაგნებინოს ადამიანს, რომ მას არ სჭირდება ეს თანამგზავრული ანტენები მრავალი არხით, რომლებიც ამორალურ გადაცემებს აჩვენებენ. ეს შეამცირებს ადამიანისადმი მიყენებულ ზიანს. ეკლესიამ უნდა მიიღოს ზომები საზოგადოების დასარწმუნებლად, რომ ტელევიზია ხრწნის. ძალიან კარგია, რომ თქვენს მიერ ორგანიზებულია ეს კამპანია ტელევიზიის ზიანის წინააღმდეგ. თქვენ ხომ სინამდვილეში გამოდიხართ არა ტელევიზიის, როგორც ასეთის, არამედ უზნეო პროგრამების წინააღმდეგ, რომლებსაც ის გადმოსცემს.
კითხვა: ხომ ვერ გვეტყოდით რამდენიმე სიტყვას სიყვარულისა და სიხარულის შესახებ, რომლებიც ეკლესიას მოაქვს? თუმცა ჩვენ ტელევიზორი გვიტაცებს...
პასუხი: დიდად სამწუხაროა, რომ თანამედროვე ადამიანი გადაეჩვია ცოდვასთან ბრძოლას და დაივიწყა სული წმიდის ნიჭები – სიყვარული, სიხარული, სიმშვიდე, მყუდროება, სახიერება და სულგრძელება. ის, როგორც უძღები შვილი, მიემართება „ქვეყანასა უცხოსა“ და ცოდვის ნაყოფებით იკვებება. ჩვენი ერთადერთი დედა, მზრდელი და კიდობანი არის ეკლესია. ეკლესიაში მოსვლით ჩვენ შეგვიძლია დავტკბეთ სული წმიდის ნიჭებით. არსებითად ეს ყველა ადამიანს სჭირდება, თუმცა ხშირად მცდარ გზას ადგებიან. ყოველ ახალ წელს ჩვენ ერთმანეთს მისალოცებს ვუგზავნით, დღეგრძელობის, ბედნიერების და სიხარულის სურვილით. ყველანი ამ სიხარულს ვეძიებთ, მაგრამ მცირედნი ჰპოვებენ მას, რადგან მხოლოდ ერთეულები ადგებიან ეკლესიისა და ქრისტეს გზას. ამ გზით ვიდოდა ყველა წმინდანი, რომელთაც გვიჩვენეს ცხოვრების მაგალითი, რომლისკენაც ყოველი ჩვენგანია მოწოდებული.
დღეს ადამიანი თავის იმედებს მხოლოდ მატერიალურ სიკეთეებზე ამყარებს და, კიდეც რომ იძირებოდეს მათში, მაინც ვერ პოულობს ბედნიერებასა და სიხარულს, რადგან შორსაა ღვთისგან. თუკი ჩვენს გულში და ჩვენს სახლში ღმერთი არაა, ჩვენ უკუნ სიბნელეში ვიმყოფებით, უკიდურესი უბედურებისა და საკუთარი ცხოვრებით დაუკმაყოფილებლობის მდგომარეობაში, მუდმივად ცოდვის სურვილის მდგომარეობაში. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი ტერორიზმისა და მკვლელობის სურვილისა. თუკი კაცის გულში ღმერთი ცხოვრობს, განა მას მოყვასის მოკვლა მოუნდება? ცხადია, არა.
ადამიანი შორდება ღმერთს. ამიტომ ჩვენი ამოცანა და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებისა, – პირადი მაგალითით დავარწმუნოთ ადამიანები, მივიდნენ ღმერთთან, რომლის პოვნა მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაშია შესაძლებელი. ჭეშმარიტება ერთია, შეუძლებელია 50% აქ იყოს, 50% იქ, 30% სადღაც სხვაგან. ჭეშმარიტება ერთიანია. ჭეშმარიტება – ეს წმიდა გამოცხადებაა. ყველაფერი დანარჩენი – თვალში მტვერი, მონაგონია. ჩვენთან ათონზე დასავლეთის ეკლესიების მრავალი წარმომადგენელი ჩამოდის და როდესაც მართლმადიდებლურ ტრადიციას ეცნობიან, ამბობენ, რომ ქრისტეს მიერ ქვეყნად მოტანილი ჭეშმარიტება ჩვენთანაა, მართლმადიდებლებთან. და ჩვენ, როგორც მართლმადიდებელი მონაზვნები, როგორც წმიდა მთის მონაზვნები ვქადაგებთ, რომ ქრისტე მართლმადიდებელ ეკლესიაში იმყოფება. და ბედნიერია ის ადამიანი, რომელსაც სურს ჭეშმარიტებაში ცხოვრება, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის ნამდვილ წარმომადგენელს.
წყარო: ვირგილი ვლაესკუ, დიალოგები ტელევიზიისა და სულიერი ცხოვრების შესახებ მთაწმინდელ (ათონელ) მამებთან; თესალონიკი, 2011 წ.
ინტერნეტ-გამოცემა Pemptousia.
თარგმნილია მცირედი შემოკლებით
http://www.martlmadidebloba.ge/cxovreba37.html

Комментариев нет:
Отправить комментарий