ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 13 апреля 2014 г.

მამა გიორგი(ბასილაძე) მამა გაბრიელზე:გაბრიელის შრომას მაშინ დააფასებთ, თუ ოდნავ მაინც ისწავლით ს ი ნ ა ნ უ ლ ს

მამა გიორგი(ბასილაძე): ჩემი მასწავლებელი იყო ბატონი გაბრიელი, მე ვატყობდი მაშინ რაღაც-რაღაცეებს, მაგრამ თვითონ უფრო მაგრად მატყობდა, 13 სტუდენტში მე მივყავდი ხოლმე მოსახსენებლად , ერთხელ ვუთხარი, ბატონო გაბრიელ რატო მაყენებ ესე, მიპასუხა შენ მოვლენაი ხარ შვილოო, რას მეუბნები, არ გამაქციო აქედან მეთქი.

გაბრიელი ჩემი უახლოესი მეგობარიც იყო.. . . ერთ ღვთის მსახურნი ვიყავით, ერთ ღვთის მსახურნი.

გაბრიელს ახალგაზრდობიდან ვიცნობდი. ის ჩემზე 4 წლითა და 4 დღით იყო უფროსი. ძალიან უყვარდა სამშობლო და ქართველი ადამიანი. ძალიან მამაცი და ვაჟკაცური სული ჰქონდა. დევნა, შევიწროება და შეურაცხყოფა მისი ცხოვრების თანამგზავრი იყო. ყოველივეს უდრტვინველად იტანდა და ითმენდა, თუმცა შეეძლო, არც მოეთმინა. სულში ის არავის დაუმარცხებია!.. არც ადამიანებს, არც ბოროტებს. მას არავინ მორევია!.. თუ სიბრძნით წაიკითხავთ, წმ. წერილებში არის გაბრიელზე მინიშნება. ის ძალიან ძველი სულია. მასზე არის ცნობები `ვეფხისტყაოსანში~, თუმცა მის წამკითხავს, გარდა სიბრძნისა, სულიერი ხედვაც სჭირდება..

გაბრიელი ძალიან დიდი სალოსური ძალის და სიწმინდის მატარებელი პიროვნება იყო. ამავე დროს უკიდურესად თავმდაბალი, კეთილი და ღმრთისმოშიში, ძალიან მგრძნობიარე; ტკივილით განიცდიდა ადამიანების უბედურებასა და მწუხარებას. შეიძლება ითქვას, სხვებისთვის ცხოვრობდა. თუმცა პირადი ცხოვრება მწუხარებით აღსავსე ჰქონდა, იყო ხუმრობის `დიდი მაესტრო~, შეეძლო უკიდურესად სასოწარკვეთილი ადამიანის გახარება. მოკლედ - დიდი იყო ძალიან. ის ბოლოჟამის წმიდანთა გვირგვინია. დღეს ბევრს წერენ მასზე, მაგრამ ეს რას ეყოფა?!.. გაბრიელის ყოველი დღე, ყოველი ნაბიჯი, სიტყვა და ლოცვა სასწაული იყო, სალოსების `ბელადი~ იყო (იცინის). მის მიერ გაწეული შრომის შეფასება შეუძლებელია ჩვეულებრივი ადამიანის გონებისათვის, იმდენად დაფარული და გაუგებარი იყო გაბრიელის ღვაწლი! ხშირად თავადაც ხუმრობით იტყოდა: `სალოსების მეფეც კი ვერ მიგებსო~ –ანდრიაზე ამბობდა.

გაბრიელთან ძაან ახლოს ვიყავი სულიერად. ძმას მეძახდა. საერთოდ, ადამიანებს `მოყვასოთი~ მიმართავდა უმეტესწილად. გაბრიელის `დამუშავება~ უცდიათ ეკლესიის იერარქებს, სამღვდელოებას, მონაზვნებს და ერისკაცებსაც კი. უსამართლობას ვერ იტანდა. კომპარტიასთან როგორც იყო, ეს გეცოდინებათ. `საქმეზე~ ბევრჯერ ვყოფილვარ მასთან ერთად (იცინის). აი, იმ ცნობილ `პარადზეც~ მასთან ვიყავი. ასანთი მე მივაწოდე. მაშინ მღვდელი არც ვიყავი... მე არ გამომაჩინა, თუმცა, კგბ-ს რა გამორჩებოდა!... ნამდვილი გმირობა იყო. ადამიანური ხედვით უეჭველი სიკვდილი იყო, მაგრამ სულით მას ყველაფერი გათვლილი ჰქონდა!... `ბისმარკი რას გამიძლებდა მეო~_ იტყოდა.

კომუნისტების შიში ხალხში მხოლოდ ბოლშევიკების ტერორით არ დანერგილა. თვითონ ეს სისტემა და მისი თავადი _ ლენინი _ მსოფლიო ისტორიაში ცნობილ ყველა ანტიქრისტეზე დიდი იყო. ამ ბოროტი ძალით იყო მოცული მთელი სისტემა, და სისტემა კი ამ შიშს აფრქვევდა ხალხის მასებზე, ისე, რომ ადამიანებს არც კი ესმოდათ, თუ რატომ ეშინოდათ ამ ზომამდე.

ხალხს ეშინოდა დაპატიმრების, სიკვდილით დასჯის, ეშინოდათ გამვლელების, მეზობლების და ა.შ., ხმის გაღებას ვინ გაბედავდა. კომუნისტების გარეშე დილით ჩიტებიც ვერ ბედავდა გალობას (იცინის). ეკლესია დამორჩილებულ და გაჭირვებულ ყოფაში იყო და ასეთ დროს ამ დიდ ძალასთან ბრძოლას მხოლოდ დიდი ძალის მფლობელი თუ გაბედავდა, ბაბუა!!!

განა ერთი და ორი იყო საქართველოში მართალი და კეთილი ადამიანი, რომელსაც სძულდა ბოროტის ეს ხელისუფლება, მაგრამ ძალა არ ჰყოფნიდათ, ბევრი დახვრიტეს, ბევრი დაიჭირეს, ბევრი გააგიჟეს. ბევრი დაიმორჩილეს და დაიყოლიეს.

ასე რომ, 1965 წელს Gგაბრიელ ბერის მიერ კომუნისტური რეჟიმის მიმართ ეს პროტესტი მოითხოვდა უდიდეს სულიერ ძალას. ამას ვერანაირი ადამიანური ძალა ვერ შეძლებდა. გაბრიელმა ჯერ სულით დაარტყა ბოროტების თავს, დაამარცხა ის და მერე წაუკიდა ცეცხლი ლენინის სურათს.

აწ მომავალმა ანტიქრისტემ იცის, რომ მას ვერსად ვერ გაუძლებენ. ვერც ერთი ერი და სახელმწიფო მას სულში დარტყმას ვერ მიაყენებს, გარდა ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ი. იმ დროს ჩვენში იქნება ის დიდი ძალა, რომელიც მას არ გააბატონებს საქართველოში. ეს ძალა კი ჩვენთან გამოჩნდება მაშინ, როდესაც ანტიქრისტე გამოჩნდება მსოფლიო არენაზე. იცის რა ანტიქრისტემ ყოველივე ეს, წინასწარ ცდილობდა და ცდილობს დღესაც საქართველოს განადგურებას. მაგრამ, ვერ ჩაუვა ფეხები (იცინის)! საქართველოში მას ქრისტე დახვდება, ბაბუა!!! როგორ და რანაირად, ამაზე თითონ იმტვრიოს თავი!..

...ჰო, კომუნისტები იმდენად გაოგნებული იყვნენ, რომ დახვრეტითაც ვერ დახვრიტეს გაბრიელი და მოხერხებული გამოსავალი იპოვეს _ გაბრიელი შეურაცხადად გამოაცხადეს.

ეს ამბავი მაშინ მთელმა მსოფლიომ გაიგო. თუნდაც ის ფაქტი, რომ გაბრიელ ბერი ვერ დახვრიტეს, არ მეტყველებს იმაზე, რომ ისინი ვერ მოერივნენ მას?! გაბრიელი კი არ შეიბრალეს _ ვერ დახვრიტეს!..

გაბრიელი სალოსობით ფარავდა დიდ ძალას. იმდენად ინიღბებოდა, რომ შესძლო, თვით შევარდნაძე დაეჯერებინა მის `სიგიჟეში~. შევარდნაძე შემთხვევით არ მიხსენებია. მას სულიერი ხედვა ჰქონდა. ესმოდა, რომ ვიღაც უშლიდა ხელს და მომავალშიც შეუშლიდა მისი ბოროტი მიზნების განხორციელებაში.

შევარდნაძემ ანგრია, ჰყიდა, კატასტროფის პირამდე მიიყვანა საქართველო, მაგრამ მის მ თ ა ვ ა რ მ ი ზ ა ნ ს მაინც ვერ მიაღწია!.. შ ე ვ ა რ დ ნ აძ ე ამ უბედურებებით ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე ს თ ვ ი ს ამზადებდა საქართველოს,

გ ა ბ რ ი ე ლ ი კ ი - ქ რ ი ს ტ ე ს თ ვ ის. შევარდნაძე უბრალო მოვლენა არ იყო, ის არ იყო მხოლოდ მოხერხებული და ცბიერი პოლიტიკოსი, რომელმაც მსოფლიო პოლიტიკის სათავეებში შეაღწია. არა, ბაბუა, ის სულით _ `წითელი გველეშაპი~ იყო, რომელიც აწ მომავალი ანტიქრისტეს 70-80% ძალას ფლობდა. ის ებრძოდა გაბრიელს და სხვა წმინდა დაფარულ ბერებს. ახლა, რომ ჰკითხო, ჩვეული ცინიზმით გეტყვის:

_ `რა ძალა, რა გაბრიელი, რა საქმე მქონდა მასთანო!~

მაგრამ რა ძალაც ჰქონდა, კარგად იციან წმიდანებმა. მისი გათრევა წმიდანების ბრძოლის შედეგია, ვამბობ სულიერად, ხილულად კი რაც მოხდა, ქვეყანამ იცის. ი ს დ ა მ ა რ ც ხ დ ა! დამარცხებაში არ იგულისხმება ფიზიკური ლიკვიდაცია, ან თუნდაც ხელისუფლებაზე კონტროლის დაკარგვა. ის დამარცხდა ს უ ლ ი ე რ ა დ, რაც ხილულად არ სჩანს.

თქვენ წარმოიდგინეთ, შევარდნაძის მმართველობის წლებში, ქართველმა ხალხმა სულიერად გაუძლო ანტიქრისტეს, ვიმეორებ, 70-80% ძალის წნეხს. ეს ის ძალაა, რომელსაც 20-30% ძალის დამატებით დედამიწის 6 მილიარდი ადამიანის დამორჩილება და წახდენა სძალუძს!... თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ, სულ 3 მილიონმა ქართველმა, გავუძელით. და გავუძელით იმ დაფარული დიდი წმიდანების წყალობით, რომელთა უმეტესობის ვინაობა ხალხმა არც კი იცის.

. გაბრიელს ბრძოლა არასოდეს შეუწყვეტია, მან გაიმარჯვა!!! ის ახლაც გვეხმარება ჩვენ...

ხსენებული `პარადიდან~ დიდი ხნის შემდეგ, გაბრიელი რუსთაველზე შემხვდა. უკვე სასულიერო პირი ვიყავი და მითხრა:

_ გიორგი, მოვაწყოთ კიდევ ერთი `შტუკა?~

_ დოუშვათ პურ-მარილი-მეთქი – ვუპასუხე მე.

ეს ჩემგან თანხმობის `პაროლი~ იყო (იცინის). ერთი კვირის შემდეგ მიბარებს პატრიარქი დავითი (დევდარიანი) და მეუბნება:

_ გიორგი, თბილისიდან უნდა წახვიდე, თორემ ან შენ დაგიჭირავენ, ან მეო. კეთილი და თავმდაბალი იყო პატრიარქი, თან მე შვილივით ვუყვარდი. ჰოდა, მეც ვკითხე პატრიარქს:

_ რაშია საქმე, უწმინდესო?

_ საქმე იმაშია, რომ ეგ მთავრობა ვერ აგიტანთ შენ და გაბრიელს ერთად და მეც გადამიყოლიებთო!

მე წამოვედი დასავლეთში, მარა `შტუკებს~ მაინც ვაწყობდით გაბრიელთან ერთად.

არის ხილული იერარქია და არის უხილავი იერარქია.გაიხსენონ იერარქებმა რა მოსდიოდათ სულში გაბრიელთან შეხვედრისას!თუ გრძნობდნენ იმას,რომ ხარისხის გამო უპირატესობას ინარჩუნებდნენ?!ვერა,ბიძია!... გაბრიელი ძალაში ხილული იერარქიით კი არ იყო,ის პირდაპირ ღმერთით იყო ძალაში!

გაბრიელ ბერს ხშირად უთქვამს:,,როგორ, მე ვიცოდე,რომ ბოროტი მირტყამს მარცხენა ლოყაში და მე მას მარჯვენა მივუშვირო? მარჯვენას მივუშვერ კი არა ისეთს ვგლიჯავ ყბას ჩამოვუღებ!”


კითხვა: მამა გიორგი, თქვენ მამა გაბრიელზე ბრძანეთ, მასზე სხვადასხვა შეხედულებაა, როგორც სასულიერო, ისე საერო პირთა შორის.

პასუხი: რა გითხრათ, თუ იცით: მიწიერ ადამიანს წმიდანის არ ესმის!... შეიძლება დიდი ცოდნაც გაგაჩნდეს და დიდი კაციც იყო, მაგრამ წმიდანი ვერ იცნო. ანგელოზი და ეშმაკი ვერ გაარჩიო. ამპარტავანი სულისა და ცოდვით ამღვრეული თვალების მქონე ადამიანს შეუძლია, წმიდანი იცნოს?! ან წმიდანი გაეხსნება მას?!... ასეთი ადამიანები ყველაფერს ცოდვილად ხედავენ და აწყობთ კიდეც, ყველა მათნაირი რომ იყოს!..

წმიდანი რომ იცნო, მისი ჯიშის უნდა იყო!... თავმდაბალი, სიწმინდის მოშურნე და სულიერი მადლის მატარებელი, ამაშია აუცილებლობა!...

თუ ადამიანს მადლი არა აქვს, ის ადამიანი სულიერად მკვდარია. ჯერ კიდევ წმ.სერაფიმ საროველი გვასწავლიდა: `ადამიანის მიწიერი ცხოვრების არსი, მის მიერ სულიწმინდის მადლის მოხვეჭაშიაო!~ და ეს მდგომარეობა, მერწმუნეთ, ტანჯვის, დაუღალავი შრომის, საღმრთო განათლებისა და წმინდა მასწავლებლების გარეშე არ მიიღწევა. თითოეული მოწოდებული ადამიანის სულის ამ მდგომარეობამდე მიყვანა ეკლესიის წმინდა მოვალეობაა. სხვა რომ სულის ამ საფეხურზე აიყვანო – თავად უნდა იყო წმიდანი!..

გაბრიელ ბერი სულიწმიდის ჭურჭელი იყო. ის ღმრთის გამოვლინების იმდენად განსაკუთრებული მოვლენაა, რომ ბოლომდე ამოუცნობი რჩება არათუ ჩვეულებრივი ადამიანების გონებისათვის, არამედ დღეს მოქმედი თანამედროვე წმიდანებისთვისაც!.. ამიტომ გასაკვირი არც უნდა იყოს ის, რომ დღესაც გრძელდება ჭეშმარიტების მოძულე ძალების მიერ გაბრიელის დევნა, თუმცა სხვა ფორმით და სხვა შინაარსით. ის ღმრთის რჩეული იყო და ღმრთის შერაცხული. სხვა საკითხია მისი ამქვეყნიური კანონიზაცია. მას გარკვეული წესები აქვს და ვფიქრობ, რომ ეს დღეც არ არის შორს.

კითხვა: მამა გიორგი, ერთმა მოძღვარმა გვითხრა, რომ მამა გაბრიელი არ არის წმიდანიო, რადგან მასზე არ დაწერილა არც ტროპარი და არც კონდაკიო.

პასუხი: მე ვერ გავიგე, რატომ გიხსენათ მან ტროპარ-კონდაკი?! განა ტროპარ-კონდაკი აქცევს კაცს წმიდანად?! ან კიდევ, ტროპარ-კონდაკი როგორ დაიწერებოდა ჯერ, როცა ეკლესიას ოფიციალურად არ შეურაცხავს გაბრიელი წმიდანად! მე არ ვიცი, რას ფიქრობს ის მოძღვარი გაბრიელზე, მარა ჩემს აზრს გეტყვით _ გაბრიელი უდიდესი წმიდანია ღმერთის წინაშე, ის ღმრთისგან არის წმიდანი და ვინ და როდის დაწერს მასზე ტროპარს, ამას ჩემთვის არა აქვს არსებითი მნიშვნელობა! თუ გწამთ გაბრიელი, ევედრეთ მას და ნახავთ, თუ შეუშლის ხელს გაბრიელს თქვენს შეწევნაში ის, რომ მასზე ტროპარ-კონდაკის დაწერა ჯერ არ გადაუწყვეტიათ ზერელე და ურწმუნო ადამიანებს!..

... წმიდანს თუ უნდა, დალევს და თუ უნდა, გიჟადაც მოგაჩვენებს თავს... ისე, მამა გაბრიელს რომ დევნიდნენ კომუნისტები და ტაძარში არ აყენებდნენ, მაშინ ბევრი ცეკას რეკომენდაციით ინიშნებოდა სასულიერო იერარქად!... როცა მამა გაბრიელი ამხელდა და ებრძოდა უღვთო ხელისუფლებას, მაშინ ბევრი სასულიერო პირი ხოტბას ასხამდა კომპარტიას და მისი დღეგრძელობისთვის ლოცულობდა!.. იმ დროს, როცა მამა გაბრიელმა საქვეყნოდ ცეცხლი წაუკიდა ლენინის სურათს, საეკლესიო კალენდრებში ლენინის დაბადების დღე და საქართველოს გასაბჭოების თარიღი ჰქონდათ იერარქებს შეტანილი ხელისუფლების შიშით!... თუ არ გჯერათ, ჩაიხედეთ კალენდრებში. Dდა კიდევ, როცა მშიერი მამა გაბრიელი ღამეებს სასაფლაოებზე ათევდა, ბევრი სასულიერო პირი კომპარტიის ნადიმებზე ასეტრინის ხინკალს მიირთმევდა დიდ მარხვაში!... ეს ყველაფერი ახსოვს ხალხს და ისიც ახსოვს _ შევარდნაძე რომ ჩამოჰყავდათ მოსკოვიდან, ბევრი სასულიერო პირი სიხარულს ვერ მალავდა თავის „ქადაგებაში" _ ახლა გვეშველება, უფლის ნება აღსრულდებაო... მაგრამ, როცა შევარდნაძე ხალხმა მოიცილა, იგივე პირნი პირველები ულოცავდნენ ერსა და ახალ ხელისუფლებას „ბოროტისგან" განთავისუფლებას!... ეს ჩვენც გვახსოვს, ოღონდ ძალით ვივიწყებთ!.. ღმერთი მაინც მოჰკითხავს ყველას თავისას.

კითხვა: როდის გახდა მამა გაბრიელი წმიდანი?

პასუხი: მამა გაბრიელი კი ა რ გ ა ხ დ ა, არამედ დ ა ი ბ ა დ ა წმიდანად! გასაგებია?! თქვენ ცოტა იცით და სხვებს ამოწმებთ... დაღუპავთ სულს, ბაბუა!...

გაბრიელი წმიდანი იყო მაშინაც, როცა მას საქართველოში მღვდლები არ აზიარებდნენ! გასაგებია?!... ის მღვდელი იყო ღმერთის თვალში მაშინაც, როცა მას მღვდლობა შეჩერებული ჰქონდა!... გასასგებია?!

როდის უნდა გამოიღვიძოთ!.. გაბრიელის დევნა არ უნდა იყოს ქართველი ერის ჩაკვირვებისა და სულიერი გამოღვიძების საგანი? ნუთუ ვერ ხვდებით რას გეუბნებით?! რა დღეში ვყოფილვართ და ვართ კიდევ ჯერჯერობით!...

გაბრიელს, ამ ჭეშმარიტად უდიდეს მოძღვარს, საქართველოში არ აზიარებდნენ!... მერედა ვინ, განა ისევ ქართველი სამღვდელოება არა?!.. განა ქართველი მღვდელმთავრებისაგან არ ჰქონდა აკრძალული მღვდელმსახურება?! რა დიდი განსჯა ამას უნდა. თავად ეს ფაქტი მეტყველებს ყველაფერზე!.

რაში იყო საქმე?! ვერ ს ც ნ ო ბ დ ნ ე ნ გაბრიელს, თუ ვერ ი ტ ა ნ დ ნ ე ნ მას?! თუ იმას იტყვიან, რომ ვერ ცნობდნენ; აი მე რას გეტყვით: სასულიერო პირი იქნება ის ეპისკოპოსი თუ მღვდელი, რომელიც ვერ სცნობს და სულით ვერ გრძნობს წმიდანს, მიუხედავად იმისა, როგორადაც არ უნდა იქცეოდეს გარეგნულად წმიდანი, არ შეიძლება ჩაითვალოს სულიერ მოძღვრად! რადგან სულიერი ხედვა არ გააჩნია! ასეთ სასულიერო პირებს ცოდვილის სასუფეველში აყვანა არ შეუძლიათ, რადგანაც ისინი აქ მიწაზე, ვერ სცნობდნენ ჭეშმარიტების სულის მატარებელს!.. ამიტომ ვერავინ სასულიეროთაგან, რომელმაც გაბრიელი ვერ იცნო, ვერ იმართლებს ამით თავს.

ახლა ვთქვათ მეორე _ გაბრიელი ბევრმა იცნო კიდევაც, მაგრამ დევნიდნენ სწორედ იმიტომ, რომ არ იყვნენ მისი სულის, რადგან კომპარტიას დამორჩილებული სასულიერო პირებზე, რომლებსაც, ღმერთზე მეტად ცეკას მდივნების და `კაგებეს~ შიში ჰქონოდათ, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტების სული არ დაივანებდა!

გაბრიელი ებრძოდა ბოროტებას მაშინ, როცა ქვეყანა ბოროტების ხანაში იმყოფებოდა, და როცა სასულიერო პირები ხმის ამოღებას ვერ ბედავდენ!... გაბრიელის ცხოვრება და მოღვაწეობა უდიდესი მოვლენაა! და მის პიროვნებას სულიერი მოძღვრები უნდა აცნობდნენ და ასწავლიდნენ ერს და არა ისე, ერთი-ორჯერ რომ ახსენებენ _ `გაბრიელი წმიდანი იყოო~ _ კი არ იყო, არამედ არის! გაბრიელ ბერი `ჩავლილი მატარებელი~ ნუ ჰგონიათ. ღმერთი აწი განაბრწყინებს მას მთელი დიდებით და თან ყველას მოსთხოვს პასუხს მის დევნა-შევიწროებაზე. ისე, `გემოზე~ გაბრიელის დევნას ვერავინ მიჩქმალავს!.. ვერც მის ღვაწლსა და სწავლებას მიაჩუმათებენ ისე, როგორადაც ეს მათ სურთ!...

გაბრიელის ძალა ყველას აქვს თავის თავზე გამოცდილი, კეთილსაც და ბოროტსაც. კეთილი ვერ ბედავდა გაბრიელზე რამეს თქმას, ბოროტი კი მძვინვარებით ანთხევდა გესლს. კიდევ ვიმეორებ_გაბრიელის ცხოვრება უნდა იქნეს სათანადოდ შესწავლილი და უნდა განემარტოს ხალხს მისი ღვაწლის ძირითადი არსი. რადგან იშვიათად არის ცალკე აღებული წმიდანი, რომლესაც ეგზომ რთულ და ბოროტ დროს ასეთი მძიმე ჯვარი და მისია ეტვირთოს ერის ცხოვრებაში.

შიმშილი, ტკივილი, სიცივე, უსახლკარობა, გლახაკობა, ქუჩა-ქუჩა წანწალი, ლანძღვა-გინება, საგიჟეთი, ციხე და დევნაგამოვლილ გაბრიელზე ისე, სასხვათაშორისოდ, უფრო კი საკუთარი `სულიერი ღირსების~ ხაზგასასმელად, რომ საუბრობენ ტანჯვაგამოუვლელი, ახალგაზრდა, ლამაზად და კოხტად მოწყობილი და თბილ ტაძრებში მლოცველი სასულიერო პირები, გული ლამის არის ამოვარდეს!...

გაბრიელ ბერი ხშირად იტყოდა გულგატეხილი _ `მე ვერ გამიგო, ქართველმა ერმა.~ ეს `ვერ გამიგო~ იმას კი არ ნიშნავდა, რომ დიდებასა და პატივს ითხოვდა ვინმესგან, ან ქონებასა და თანამდებობას!

გაბრიელის რომ არ ესმოდათ, დღესაც ნათლად არ ჩანს?! ბევრს წერენ გაბრიელზე, და წერენ საზოგადოების მიერვე წმიდანებზე შექმნილი ”ჩარჩოების” ფარგლებში, არა აქვთ შეტანილი ის მთავარი, რისთვისაც იბრძოდა გაბრიელი. წერენ მის სასწაულებზე და ასეთი სასწაულები სხვა წმიდანებსაც ბევრი ჩაუდენიათ. მე ყველა წიგნი და გამოცემა წავკითხე გაბრიელზე და გეტყვით, ბევრი რამ მისი გამონათქვამებიდან შეგნებულად არ არის შეტანილი. ბევრი კიდევ გადაკეთებულია და მორგებული `ცენზურასა და ჩარჩოებს!..~ ან ნუ დაწერ და თუ დაწერ, უნდა გეყოს სულიერი ვაჟკაცობა, დაწერო ისე, როგორადაც ეს თავად გაბრიელს გამოუთქვამს. მას თქვენი დახმარება და შელამაზება არ სჭირდება, მას არაფერი ეშლებოდა!.. ის არასოდეს მოქცეულა ოფიციოზის ჩარჩოებში და მის გამონათქვამებს სათქვენოდ ნუ გამოიყენებთ, თორემ პასუხს აგებთ!...

გაბრიელს არ ეშლებოდა, როცა ამბობდა: „ღმერთს სამყაროში ყველაზე წმინდა ადგილი სასუფეველი აქვს, ხოლო აქ, დედამიწაზე_სვეტიცხოველი". იერუსალიმი მან თქვენზე ადრე იცოდა... თქვენ ნუ `ეხმარებით~ გაბრიელს `წესის~ დაცვაში, მან იცოდა, რას ამბობდა, ეს თქვენ არ იცით, ის რას ამბობდა!.. და რომ არ იცით და არ მოგეწონათ, „შეუსწორეთ გაბრიელს?!" თუ არ გესმის გაბრიელის და არ იცი ვინ არის, რატომ წერ მასზე?! სასჯელის საქმეა ეს!...

დღეს „დამკვეთები", ისე ალაპარაკებენ ბევრს გაბრიელზე, როგორც ეს თავად აწყობთ!.. მათ სურთ ისეთი გაბრიელი გააცნონ საქართველოს როგორიც მათ აწყობთ!.. მაგრამ იცოდეთ: გაბრიელს ვიცნობდით ჩვენ და მე ვიცი ვინ არის ის!... სხვაა მისი ცნობა და სხვაა მისი `ნახვა~. სხვაა მისი გაგება და სხვაა მასთან სიარული.!.სხვაა მისი საქმის ერთგულება და სხვაა საფლავებზე ყვავილების მიტანა და თუნდაც საფლავის მოვლა! გაბრიელს რომ ისე ექადაგა, როგორც ეს `ცენზურაგამოვლილ~ წიგნებში იწერება, რა იქნებოდა გაუგებარი?!.. მაგრამ გაბრიელმა ისე იქადაგა, როგორც ღმერთმა აქადაგა. ამიტომ იძახდა მამა გაბრიელი, `მე ვერ გამიგო ქართველმა ერმაო~. და რომ ღმერთმა აქადაგა, ვინ უნდა გაბედოს მისი სიტყვების `გადასინჯვა~, `გაფილტვრა~ საზოგადო ნორმებთან მისადაგება.

ვინც `ტყავს~ უფრთხილდება და არა ს უ ლ ს, ვაფრთხილებ: გაბრიელი მალე გ ა მ ო ჩ ნ დ ე ბ ა!... გაიგეთ ეს სიტყვა როგორც გინდოდეთ, მე კი ვიცი რასაც ვამბობ.!..

გაბრიელის ქადაგებებს მალე განგიმარტავთ ის, ვისაც ყველაზე მეტად ესმის მისი _ ვინც თავად გაბრიელის გამოზრდილია!... გაბრიელს წარმოაჩენს ის, ვისაც მიეცა ამის უფლება ღმერთიდან და არა ისინი, ვინც დავალებით ცდილობენ და ეცდებიან ამის გაკეთებას!....

ერთი მოვიდა ჩემთან და გამოკითხვა დამიწყო: `თქვენ როგორ და საიდან იცნობდით მამა გაბრიელს.. მე მასთან არასოდეს მინახიხართო!~... თავხედი!... ის გაბრიელთანაც დავალებით დადიოდა და ჩემთანაც ესე მოვიდა, საცოდავი!..

გაბრიელი, თქვენთან მჯდომი, კელიიდან გაუსვლელად, ისე მოივლიდა სამყაროს, რომ თქვენ ამის `გაგებაშიც~ არ იყავით. ის ელაპარაკებოდა სულიერად წმიდანებს ამერიკაშიც, მაშინაც კი, როცა თქვენს საუბარს ისმენდა ხორციელად, თქვენ წინ მჯდომი, გასაგებია?!

გაბრიელის მადლი ოდნავადაც რომ შეეშვა სულში იმ უტიფარს, ასეთ კითხვას რავა დამისვამდა, არამედ სულით მიცნობდა მეც! მარა, რა უნდა ეცნო, როცა სულგაყიდული იყო!...



კითხვა: ვ. ბარნოვის – `ტრფობაი წამებულისა~ (გვ.183) ვკითხულობთ: `ეკლესიას ორი მ ო თ ა ვ ე უნდა ჰყავდესო, ე რ თ ი ბრწყინვალე თავი ეკლესიისა მსოფლიური დიდებით შემკული, რადგან ეკლესიამ იტვირთა ზრუნვა ამაქვეყნიერი: დამოძღვრა სამწყსოის ხორციელი არსებისა. მ ე ო რ ე მოთავე მისი უნდა იყოს წმიდანი, ქვეყნიურ ზრუნვათაგან დახსნილი. ხორციელ სიამეთაგან თავისუფალი, ხილული დიდების თუ განცხრომის უარისმყოფელი. ძნელია ადამიანის წმიდანობა ამქვეყნად, შესაძლებელი კი არის.

საქართველოს ეკლესიასაც უნდა ჰყავდეს კაცთაგან დადგენილი საჭისმპყრობელი, პატრიარქი მოთავე თვისი და უნდა ჰყვანდეს წმიდანიც, ღვთისაგან ნაკურთხი სხივი ეკლესიისა...~

მ.გიორგი. თუ ჰყავს საქართველოს წმიდა ეკლესიას ეს მეორე მოთავე _ წმიდანი, ღვთისაგან ნაკურთხი სხივი ეკლესიისა?


პასუხი:ეს ორი მოთავე ქართულ წმიდა ეკლესიას სულ ჰყავდა!... პ ი რ ვ ე ლ ი მოთავე არის, როგორც წაიკითხეთ _ ხილული, ბრწყინვალე თავი ეკლესიისა, ანუ პ ა ტ რ ი ა რ ქ ი, ხოლო მ ე ო რ ე მოთავე ეკლესიისა არის ანუ წ მ ი დ ა ნ ი _ ღვთისაგან ნაკურთხი ს ხ ი ვ ი ე კ ლ ე ს ი ი ს ა, რომლის უხილავ-სულიერ დანიშნულებაში, ბოლო საუკუნეებში, შედის ასევე მოძღვართ-მოძღვრობა!...

ქართული ეკლესიის ხილულ მოთავეს უკვე 30 წელია წარმოადგენს მისი უწმინდესობა – ი ლ ი ა II, ხოლო მეორე, დაფარული მოთავე _ მოძღვართ მოძღვარი, მთელი 40 წლის მანძილზე გახლდათ დიდი გ ა ბ რ ი ე ლ ბ ე რ ი. მისი სხეულიდან გასვლის შემდგომაც, საქართველოს ჰყავს წმიდა ეკლესიის ეს მეორე მოთავე ანუ ღვთისაგან კურთხეული სხივი ეკლესიისა ანუ მოძღვართ-მოძღვარი და უწყვეტად ეყოლება ის ქრისტეს მაცხოვრის მეორედ მოსვლამდის!..

გამიხარდა თქვენი შეკითხვა. ვხედავ, ქართველები ისევ ვუბრუნდაბით ჭეშმარიტ სულიერ ხედვას. მე შემიძლია დაგისახელოთ საქართველოს ეკლესიის დღევანდელი `ღვთივკურთხეული სხივი~, მაგრამ ის ქართველმა ერმა თავად უნდა აღმოაჩინოს სულიერი სრულყოფილების გზით. სამწუხაროდ დიდი გაბრიელ ბერი ვერ იცნო ერმა რწმენისა და სულიერი განათლების სიმწირის გამო.


კითხვა: მამა გიორგი, თქვენ თუ იცნობთ გაბრიელ ბერის სულიერ შვილს და მოწაფეს, მამა ნიკოლოზს? და რა აზრის ხართ მასზე. ბევრი ამბობს, რომ მამა გაბრიელს მოწაფე არ ჰყოლია და მემკვიდრედაც არავინ დაუტოვებია.

პასუხი: ვიცნობ მას! ღა რა აზრის უნდა ვიყო უდიდესი წმიდა ბერის გაზრდილზე. ის ნამდვილია და ყველა ნამდვილი საქართველოში და არა მარტო საქართველოში, ელოდება მის გამოჩენას. Mმისი დევნა თქვენ ნუ გიკვირთ. Dდევნა ნამდვილების ხვედრია!. . . ნუ ნერვიულობთ ნიკოლოზი უკვე ფორმაშია!(იცინის). ,,უყურე ღმერთსა, რა უყოს მტერსა!” ეს გამოთქმა ძალიან მიყვარს, მაშინ ჩემი ანგელოზი ამ სიტყვებით მამხნევებდა.


რაც შეეხება იმას, თუ რას ,,ამბობს ბევრი”. გეტყვით – ეს მათი სულიერი პრობლემაა! რადგან მცირედი ,,ცოდნით” ჰგონებენ დიდი ბერის შინაგან სამყაროს და გეგმებში ჩახედვას!. . . და თქვენ გგონიათ ისინი ამას შეძლებენ?! Gგაბრიელს ცოდვილები კი არა, თანამედროვე წმიდანებიც ვერ ,,ჩახედავენ” – ვერ ამოხსნიან!. . .

როგორც წესი წმიდათა ჯაჭვი არ წყდება! Dდა დიდი ბერი მოვალეცაა ,,იპოვოს” მისი ღვთით განსაზღვრული მემკვიდრე. Gგაწმინდოს ის, საიდუმლოდ გაიყვანოს ღმერთამდე და ბოლოს დაუტოვოს მას, მისი წინამორბედი წმიდანების მიერ მემკვიდრეობით მიღებული ძალა, ცოდნა და სულიერი საიდუმლოებანი.

ბერის მემკვიდრე აუცილებლად ბერი უნდა იყოს!

წმიდა მამათა სწავლებით ბერების და მისი მოწაფის სულიერი ურთიერთობა სულიწმიდის მფარველობისა და წინამძღვრობის ქვეშ მიმდინარეობს და ასკეტიკაში ასეთი ურთიერთობას სულიერი საიდუმლო ეწოდება! გესმით?! საიდუმლო! Dდა ვინც ამ საიდუმლოში ,,ჩარევას” მოინდომებს, იქნება ეს გამოუცდელობით, უმეცრებით, დაბალი სულიერებით თუ ამპარტავნებით, ან კიდევ ბოროტის შთაგონებით, აუცილებლად განწირულია სასჯელისათვის, ვინც არ უნდა იყოს ის, იერარქი, მღვდელმსახური, ერისკაცი, მონაზონი, თუ რა ვიცი კიდევ ვინ!

წმიდა ბერის და მისი მოწაფის სულიერ ურთიერთობაში ვერ ჩაერევა სხვა წმიდანიც კი, არა თუ ჩვეულებრივი სასულიერო პირი ან ერისკაცი!

წმიდა ბერს შეუძლია მის სულიერ მოწაფეზე ილაპარაკოს სხვებთან ,,ათასი რამ”. Mმაგრამ ერთი იცოდეთ – მას სულ სხვა საუბარი აქვს, პირადად თავის მოწაფესთან და სულიერი მოწაფისთვის სავალდებულოა არა ის, თუ რას ამბობს მისი მოძღვარი მასზე სხვებთან, არამედ ის, თუ რას ეუბნება მას საიდუმლოდ!

წმიდა მამების სწავლებით - ,,როცა საეკლესიო ხელისუფლებისადმი მორჩილება ეკლესიის ყველა წევრისთვისაა სავალდებულო, საბერო ხელისუფლება ძალას არავის ატანს. Bბერი თავს არავის სთავაზობს, მაგრამ როცა ჭეშმარიტ და წმიდა ბერს იპოვის და მას დაემორჩილება მოწაფე, იგი უკვე ყველაფერში უსიტყვოდ უნდა ემორჩილებოდეს წმიდა ბერს, ვინაიდან წმიდა ბერისგან ღმერთის ნება უშუალოდ ცხადდება! Dდა რასაც აკურთხებს ან შეკრავს წმიდა ბერი, ვერ შეუცვლის და ვერ გაუხსნის მის მოწაფეს ვერავინ! თუნდაც იერარქი! ნუ აურევთ საერო ეკლესიის წესებს ბერული სისტემის საიდუმლოებებში!. . .

წმიდა ბერი მისი მოწაფის უპირობო ხელმძღვანელია, მისი კურთხევა მოწაფისთვის იგივეა, რაც ღმერთის სიტყვა! აქ მხოლოდ მოწაფე, მასწავლებელი და ღმერთი არის! სხვა ნებისმიერი მათ საიდუმლოს უბრალოდ ვერ ჩაწვდება!

ასე რომ ადამიანთა მოსაზრებები, ხედვები და სურვილები, არანაირად არ არის იმის განმსაზღვრელი, ჰყავდა თუ არა წმიდა ბერს მოწაფე და ვინ უნდა ,,იყოს” ის!. . .

ეს უმეცრებასთან ერთად, კადნიერება და უტიფრობაც არის!. . .

ღმერთს წინასწარ განსაზღვრული აქვს, ვინ ვისი მორჩილი და მემკვიდრე გახდეს! Aასე, რომ ცოდვილ ადამიანთა მოსაზრებები სულაც არ აწუხებს წმიდა ბერს. მისი საზრუნავი ისაა, რომ მისმა მოწაფემ ღირსეულად გაართვას თავი ღვთივ დაკისრებული სულიერ მისიას!

წმიდა მამები გვასწავლიან: ,,დიდი წინასწარმეტყველი წუთისოფლიდან გასვლის შემდეგაც ასწავლის თავის ერს. . . ტოვებს რა თავის ფიზიკურ სხეულს , ის არ ტოვებს სულიერად თავის ხალხს, აგრძელებს რა თავის მისიას მის სულიერ მემკვიდრეში.

ნიკოლოზი ჩვენი დროის უიშვიათესი, ძალზე ნატანჯი და ჭეშმარიტად ასკეტი ბერია! შეწეოდეს ღმერთი ნიკოლოზს!


კითხვა: მამა გიორგი მოძღვარი გვიკრძალავდა მამა გაბრიელის საფლავზე მისვლას და ამას იმით ხსნიდა რომ ერთ მეუფეს მისთვის ეთქვა:,,ნუ ჩქარობთ თქვენ გაბრიელის წმინდანობას, მანდ ბევრი რამეა გასარკვევიო”.

როცა შეიტყო მოძღვარმა, რომ მე მაინც ვიყავი მამა გაბრიელის საფლავზე, მრევლში სასტიკად გამიწყრა და მითხრა:,,ჩემი ურჩობით შენ საქართველოს ეკლესიას დამის პატრიარქს ეურჩები!” მე დაბნეულმა ვერაფერი ვუთხარი. მერე განრისხებულმა მითხრა: ,,აბა მითხარი მალე,შენთვის ვინ უფრო დიდია ,Gგაბრიელ ბერი, თუ უწმინდესი და უნეტარესი ილია 2-ო”. მე გონს ვერ მოვეგე, ვერ მივხვდი თუ რას ითხოვდა მოძღვარი და ცოტა დაგვიანებით, ჩემდაუნებლიეთ წამომცდა: მამა გაბრიელი წმიდანია და ამიტომ უფრო დიდი იქნება ალბათ პატრიარქზე_თქო. ამ სიტყვებზე მოძღვარი ისე განრისხდა,რომ ვიფიქრე,ხელითაც შემეხებოდა,ბოლოს მითხრა: ,,შენ ჩემი ხელიდან ზიარებას ვერ ეღირსებიო”.ამ დღიდან ურთიერთობა საკმაოდ დამეძაბა მასთან. სხვა მოძღვართან გადასვლის კურთხევასაც არ მაძლევდა. ბოლოს ჩემით წამოვედი მისგან.

მამა გიორგი მაინტერესებს რა იყო ჩემი ცოდვა რომ მოძღვარმა უზიარებლობით დამსაჯა? მე უწმინდესზე არც იმ წუთს და საერთოდაც, ოდნავი განმკითხველი ან დამაკნინებელი აზრებიც კი არ მომსვლია?და ძალიანაც მიყვარს ჩვენი პატრიარქი. . .

პასუხი: მე რომ საეკლესიო სასამართლოს თავჯდომარე ვიყო, ქე ვიცი, რასაც ვეტყოდი იმ შენს მოძღვარს!. . .ძველად იყო ეკლესიაში ასეთი სასამართლო და დღესაც ძალზე საჭიროა ის.

მოდი ვთქვათ, იმ შენი მოძღვრისთვის გაბრიელ ბერი არ არის წმიდანი საფლავზე მისვლა რაღა ასაკრძალი იყო?! რავა, საფლავი სადმე ურჯულოთა გარემოცვაში იყო?როცა წმიდა მონასტრის ეზოშია!რავა,ადამიანის საფლავზე მისვლა არ შეიძლება,თუ ის წმიდანი არ არის?!გაგიჯდები კაცი!. . .

კარგი ვთქვათ კურთხევის უმისოდ რომ წახვედი, დაესაჯე ბატონო, მაგრამ ,,უვადო”უზიარებლობა რაღა იყო?!ან რა კითხვა იყო ვინ უფრო დიდია,ილია II,თუ გაბრიელიო? შენ, გოგონას ამას რო გეკითხებოდა რა პასუხს ელოდა შენგან, როცა ნამდვილებმაც კი არ იციან, სულიერ სამყაროში ვინ ვისზე მეტია!.

ანდა მი ურჩობა რატომ იყო საქართველოს ეკლესიისა და მისი პატრიარქისადმი ურჩობა?

ბევრს ავიწყდება რომ ეკლესია და ტაძარი ღმრთის სახლია და არა მისი პირადი ,,რეზიდენცია”! ბევრმა ისე დაკარგა ღმერთის შიში რომ მრევლი მისი მომსახურე პერსონალი ჰგონია!

შენ სამონაზვნე მორჩილი კი არ იყავი, არამედ ერის გოგონა ამიტომ მისგან წამოსასვლელად არც კი გჭირდებოდა მისი ,,კურთხევა”.

მე შენ გულს კი არ გიკეთებ,ბაბუა,არამედ სიმართლეს გეუბნები!,,უვადო” უზიარებლობით შენი დასჯა ეს მაგ შენი ,,მოძღვრის”ამპარტავნობასა და სულიერ სიბეცეზე მეტყველებს!

ის თუ არ გაზიარებს ქრისტე ღმერთი გაზიარებს მისი ჭეშმარიტი მოძღვრის ხელით.

ასეთი ფანდებით ბევრი ,,უმტკიცებდა” უწმინდესს ერთგულებას.მაგრამ ღმერთი გულთამხილველია და უწყის ყოველი ადამიანის შინაგანი!




iberiana.wordpress.com

Комментариев нет:

Отправить комментарий