ღმერთი

ღმერთი

пятница, 21 марта 2014 г.

სანქციები)))

რუსეთმა ამერიკას სანქციები დაუწესა

20 მარტი, 2014.

რუსეთმა აშშ-ს კონგრესის ოფიცილურ პირებსა და მაღალჩინოსნებს საპასუხო სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრეცელებს.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმ პირთა სია გამოაქვეყნა, რომლებზეც სანქციები გავრცელდა. რა ტიპის შეზღუდვები ექმებათ აღნიშნულ პირებს, ამის შესახებ უცნობია.


„სანქციები ვრცელდება შემდეგ პირებზე: ამერიკის პრეზიდენტის თანაშემწის მოადგილე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ქეროლაინ ატკინსონი, ამერიკის პრეზიდენტის თანაშემწე დენიელ პფაიფერი, ამერიკის პრეზიდენტის თანაშემწე ბენჯამინ როდე, ამერიკის კონგრესის სენატის უმრავლესობის ფრაქციის ლიდერი ჰარი რიდი, ამერიკის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი ჯონ ბეინერი, სენატის საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე რობერტ მენენდესი, სენატორი მერი ლენრდიუ, სენატორი ჯონ მაკკეინი, სენატორი დენიელ კოუტსი."- აღნიშნულია განცხადებაში.

.................



ჯონ მაკკეინი: სამწუხაროა, რომ საგაზაფხულო არდადეგებს ციმბირში ვეღარ გავატარებ
20 მარტი, 2014.

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი რუსეთის მიერ აშშ-ს სახელმწიფოს წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებას ეხმიანება და ამის შესახებ განცხადებას „ფეისბუქის" გვერდზე ავრცელებს.

„რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ჩემზე სანქციების ამოქმედება ნიშნავს: საგაზაფხულო არდადეგებს ვეღარ გავატარებ ციმბირში, გაზპრომის აქციებს დავკარგავ, მოსკოვში საიდუმლო ბანკში ჩემი ანგარიში გაიყინება. ამის მიუხედავად, არ შევწვეტ ძალისხმევას უკრაინის - ყირიმის ჩათვლით - თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის."- აღნიშნავს სენატორი.

............................

გოგა ხაჩიძე: ამერიკელები და რუსები ერთმანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს საჯაროდ დასცინიან

20 მარტი, 2014.


„ნაციონალური მოძრაობის" წევრი გოგა ხაჩიძე რუსეთსა და აშშ-ს მიერ ერთმანეთისთვის დაწესებულ სანქციებს „საერთაშორისო „KBH" -ად აფასებს და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.


„ჯერ-ჯერობით სანქციების შედეგი ასეთია: ამერიკელები და რუსები ერთმანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს საჯაროდ დასცინიან.

ერთგვარი საერთაშორისო "KBH" {გაიჩითა}"- წერს ხაჩიძე.


....

(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)


reportiori.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий